ღალღა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღალღა
Corncrake.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: წეროსნაირნი
ოჯახი: ლაინასებრნი
გვარი: ღალღები
სახეობა: ღალღა
ლათინური სახელი
Crex crex
სინონიმები
  • Rallus crex
დაცვის სტატუსი
არეალი
Crex crex distr.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ITIS 176277
NCBI 185586

ღალღა (ლათ. Crex crex) — ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. ტანად პატარა ფრინველია (სხეულის სიგრძეა 27 სმ, მასა 150 გ). გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში ბუდობს. ჩვენში იგი აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩნდება, მოფრენის შემდეგ მალე წყვილდებიან და ხმელი ბალახებისა და მათი ღეროებისგან მაღალ ბალახეულში მშრალ ადგილას იწყებენ ბუდის გაკეთებას. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისკენ მიისწრაფიან ნაწილობრივ გადაფრენით, მეტწილად კი ფეხით. ზამთარს ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში ატარება. ბინადრობს ნოტიო მდელოებსა და ტყის ველებზე, მდინარეთა ხეობებში, რომლებსაც მთებამდე აჰყვება ხოლმე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 7-12 კვერცხს. ინკუბაცია 16-17 დღე-ღამე გრძელდება. წიწილოვანი ფრინველია. იკვებება მარცვლოვანი მცენარეების თესლითა და წვრილი უხერხემლოებით (ყოველგვარი მწერი, ჭიაღუა, ობობები, ლოკოკინები). ღალღა სწრაფად დარბის და უხალისოდ ფრენს. სპორტული ნადირობის ობიექტია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 10-12 ნომერი საფანტი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 582, თბ., 1986 წელი.
  • გ.აბულაძე, ნ.ღამბარაშვილი, ვ.ბურჯანაძე, შ.ჩახანაშვილი, პ.ჟორდანია, ნ.ლომსაძე, ლ.გუნიავა, დ.ახრახაძე, გ.ზახაროვი; „მონადირის ცნობარი“, თბ. 1969.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „მონადირის ცნობარი“, გვ. 30.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ღალღა&oldid=3360576“-დან