ესპანეთის კულტურა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ესპანეთის კულტურა}} |
ესპანეთის ისტორიული, კულტურული მემკვიდრებოა ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. ამ ქვეყნის კულტურას სულს შთაბერავდნენ პიკასო, ველასკესი, ფრანცისკო გოია, სალვადორ დალი... სხვადასხვა ერის, რელიგიის და კულტურის ზემოქმედებამ თავისი კვალი დატოვა ესპანეთის კულტურასა და ტრადიციაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანეთის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ფაქტობრივად ყოველი სტილი არქიტექტურისა. რომაული სტული, გოტიკური, რენენსანსისა და ბაროკოს სტილები...
რამდენიმე ქალაქში ფართოდაა გამოყენებული კატალონიური მოდერნი. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა არის სოგრადა-დე-ფამილიას ტაძარი ბარსელონაში.
ძველბერძნული სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველბერძნული არქიტექტურა კარგად არის წარმოდგენილი ტარაგორში. ტარაგორი, კატალონიის ყოფილი დედაქალაქი (მნიშვნელობით რიგით მეორე პორტი) არის პირველი რომაული ქალაქი ესპანეთის მიწაზე. აქ არის შემონახული ციხე-სიმაგრის გალავანი ძვ. წ. III ს., ამფითეატრი, ცირკი, სციპიონის კოშკის ნარჩენები, აკვედუკი და სანტა მარიას ტაძარი.
ესპანეთში ძველბერძნული (რომაული) არქიტექტურის ნიმუშებია:
- წმინდა იაკობის ტაძარი სანტიაგო-დე-კომპოსტელაში
- ავილას ციხე-სიმაგრე კასტილიაში
- ალექსანდრეს ციხე-სიმაგრე სერჰოვიაში
- ძველი ტაძარი სალამანკაში.[1]
გოტიკური სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIII საუკუნის მიწურულს ვითარდება რელიგიური ნაგებობების მშენენებლობის ახალი მიმართულება, გოტიკური მიმართულება. ესპანეთის გოტიკურ არქიტეკტურაში იქმნებოდა კედლების გლუვი ზედაპირი რომლის ფონზე რთავდნენ ორნამენტებით. ეს თავისებურება გახდა მთავარი ელემენტი ესპანეთის შემდგომ არქიტექტურაში.
ესპანეთში გოტიკური არქიტექტურის ნიმუშებია:
- სან ხუან დე ლოს რეიესის მონასტერი ტოლედოში.
- სან-ტომეს მონასტერი ავილაში.
- სანტა მარია დელ მარის ტაძარი ბარსელონაში,
- საკათედრო ტაძარი ლეონში.[2]
თანამედროვე არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარსელონას თანამედროვე არქიტექტურა მშვენივრად ერწყმის ძველ არქითეკტურას, მშვენივრად ჯდება ესპანეთის ძირეულ გარემოში. იმის მიუხედავად, რომ ბარსელონას თანამედროვე არქიტექტურის განვითარება განპირობებული ანტონიო გაუდის ღვაწლით ასევე თანამედროვე მუშაკებმაც შეძლეს ბარსელონას გარემოს განვითარება.
აგბარის კოშკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე არქიტეკტურა ბარსელონაშ სრულიად აისახა ამ ნაგებობაში, ამიტომაც აგბარის კოშკი მიჩნეულია XXI საუკუნის სიმბოლოდ. ეს ნაგებობა ღამით ანათებს მთელ ქალაქს, განსაკუთრებული ტექნოლოგიების მეშვეობით. აგბარის სპეციფიურ შეფერილობას განაპირობებს სპეკტრის 4000-ზე მეტი ტექნიკური ელემენტი. კოშკი არის 38 სართულიანი.[novate 1]
მადრიდის მხატვრობის მუზეუმი museo ABC
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მადრიდის მუზეუმი museum ABC შედგება რამდენიმე კაფესგან, მაღაზიებისგან და უშუალოდ გამოფენის დარბაზებისგან, რომლებშიც წარმოდგენილია ყველანაირი ხელოვნების ნიმუში, მიუხედავად მიმართულებისა. მუზეუმის კედლებში იმარეთება არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება და ასევე აქვე ტარდება შემეცნებითი კურსები.[3]
ფერწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთო ევროპული ფერწერის ხელოვნების განასხვავებს უცნაური ფორმის და გმირები ამოტვიფრულია ესპანური ფერწერა. ფერწერის ნიმუშებს გააჩნია ინდივიდუალური ხასიათი, მხატვარის შესაბამისი. ... და ამავე დროს ძალიან სპეციფიკური. ესპანეთის ხელოვნებას ახასიათებს დეკორატიული, მოდერნული, დახვეწილი ფორმა, დუალიზმის იდეალური და რეალური, პილინგი და სიხარბე, ამაღლებული და სასაცილო. მთავარი წარმომადგენლები ესპანეთის ბაროკოს არიან ელ გრეკო და დიეგო ველასკესი.
პაბლო რუის ი პიკასო (Pablo Ruiz y Picasso) (დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. XX საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:
ცისფერი პერიოდი (1901–1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
ვარდისფერი პერიოდი (1905–1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.[4]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორიდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანური კულტურა მდიდარი, მშვენიერი და იდუმალია. ის ძალზედ განსხვავდება სხვა ევროპული კულტურებისგან. არის თავად ესპანელებშიც შესამჩნები განსხვავება ხასიათში, სხვა ევროპელებთან შედარებით. სწორედ ამდაგვარი ფაქტორები რადიკალურად განასხვავებს მათ სხვებისგან.
განსაკუთრებით ესპანური კულტურა და მისი განვითარება განაპირობა მისმა გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ. ესპანეთზე გავლენა იქონია მრავალმა კულტურამ, რომაულიდან და ბერძნულიდან დაწყებული მუსლიმურით დამთავრებული.
საერთო ჯამში ესპანეთი ქრისტიანული ქვეყანაა, დაახლოებით მოსახლეობის 77 % კათოლიკეა, ხოლო მხოლოდ 1 % პროტესტანტი. ასევე ესპანეთში არსებობს სხვა რელიგიებიც, ძირითადად მუსლიმური.
კორიდა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ ტრადიციას ესპანეთში. ზუსტად ეს ტრადიცია წარმოადგენს სხვა კულტურების გავლენის შედეგს. თავდაპირველად კორიდა იყო შემოღებული ესპანეთში ბერძნების და ფინიკიელების მიერ. კორიდა ითვლება ერთგვარ სპორტად, რომელიც ასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა. უკვე ამ ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. დღეს-დღეისობით კორიდა ესპანური კულტურის განუყოფელი ნაწილია.[5]
თავდაპირველად კორიდა გულისხმობდა შერკინებას ხარისა და ცხენზე ამხედრებული ადამიანის, ხოლო შემდგომ მხოლოდ ადამიანის ხართან შერკინებას. ხართან მებრძოლ ადამიანს ჰქვია მატადორი. დღეს კორიდა ითვლება ერთგვარ რიტუალად ესპანურ კულტურაში.
ცეკვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანური კულტურა მჭიდროდ არის გამჯდარი ცეკვის კულტურასთან. ყველაზე პოპულარული არის ფლამენკო. ეს არის ვნებით გამორჩეული ცეკვა, თავდაპირველად წარმოქმნილი ანდალუსიაში, როგორც უმრავლესობა თვლის საწყისად ციგნების ცეკვა იყო. წარმოშობიდან დღემდე ეს ცეკვა ერთ-ერთ ყველაზე ცეცხლოვნად და სანახაობრივად ითვლება, ის მიმდინარეობს გიტარის მელოდიის თანხლებით. ფლამენკოს ცეკვაში ჩანს ესპანუელი ხალხის კულტურა, ის ითვლება ესპანეთის სულად.
ფიესტები და ფესტივალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანეთში ყოველწლიურად ტარდება უჩვეულო, მაგრამ ძალიან სახალისო ფესტივალები. პომიდვრებით ომი ანუ "ლა ტომატინა" რომელიც ყოველი წლის აგვისტოში ტარდება ქალაქ ბუნოლში. მეორე ფესტივალი ფქვილით ომია. ეს უკანასკნელი ქალაქ იბიში იმართება.
პომიდვრების ომისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ქალაქში ბინას იდებენ ტურისტები, რომელთაც ერთი სული აქვთ ფესტივალში მონაწილეობა მიიღონ. ფესტივალის დღეს დაახლოებით დღის 11 საათზე ქალაქის ქუჩებში რამდენიმე პომიდვრით დატვირთული მანქანა იწყებს მოძრაობას. ტონობით ბოსტნეულს ანაწილებენ ყველგან რათა ყველა მონაწილემ მოიმარაგოს საკუთარი პომიდორი, რომელიც ძალიან სახალისო მიზნებისთვისაა გათვალისწინებული. ამის შემდეგ იწყება მთავარი. ათასობით ადამიანი ერთმანეთს დაუნდობლად ესვრის მოზრდილ პომიდვრებს.
ბრძოლა დაახლოებით 2-3 სამი საათი გრძელდება. რის შემდეგად ხალხი უკვე ერთგვარ საწებელში ცურავს.
პომიდვრის ფესტივალზე რამდენიმე წესი მოქმედებს, რომელიც ქალაქის საბჭომ დააწესა.
1. აკრძალულია ფესტივალზე ბოთლების, ქვების ან რაიმე ისეთი ნივთის შეტანა, რომლის სროლაც ადამიანისთვის საშიშია.
2. პომიდვრები უნდა იყოს კარგად დამწიფებული და დარბილებული.
3. თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად სატვირთოების მიმართ, რომელთაც ქუჩებში შემოაქვთ საბრძოლო მასალა.
4. როდესაც თქვენ საფინალო სიგნალს გაიგებთ, მაშინვე უნდა შეწყვიტოთ ბრძოლა.
საბოლოო ჯამში ფესტივალზე შეკრებილი ხალხი ძალიან კარგად ერთობა. ამაზე ფესტივალის უდიდესი პოპულარობაც მიუთითებს.
"ლა ტომატინაზე" არასოდეს მომხდარა უბედური შემთხვევა და არც არავის რაიმე ზიანი არ მიუღია.[6]
დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანეთში ფილმების აქტიური წარმოება დაიწყო XIX საუკუნის დასაწყისში. პირველი ფილმი გამოვიდა 1895 წელს ბარსელონაში, შემდეგ საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობდა მადრიდელი ძმები ლუმიერების ფილმები. თუმცა ძმები ლუმიერები წარმოშობით საფრანგეთიდან იყვნენ. პირველი ესპანური ფილმები იყო ელ ჰოტელ ელექტრიკო (the electric hotel) და პლაზა დელ პუერტო ენ ბარსელონა (ბარსელონას პორტის პლაზა). [7]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 224-227.
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 25. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.novate.ru/blogs/070315/30255
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Архитектура Испании: характеристика стилей и знаменитые сооружения. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://spain-media.ru/encyclopedia/kultura-ispanii/arhitektura-ispanii/ დაარქივებული 2014-07-02 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Архитектура Испании: характеристика стилей и знаменитые сооружения. (n.d.). Retrieved July 07, 2016, fromhttp://spain-media.ru/encyclopedia/kultura-ispanii/arhitektura-ispanii/
- ↑ 25. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.novate.ru/blogs/070315/30255/
- ↑ Top Ten: Great books about Spain. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.thelocal.es/galleries/Culture/best-books-about-spain/4
- ↑ 25. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.novate.ru/blogs/070315/30255/
- ↑ Top Ten: Great books about Spain. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.thelocal.es/galleries/Culture/best-books-about-spain/4
- ↑ 25. (n.d.). Retrieved July 07, 2016, from http://www.novate.ru/blogs/070315/30255/