ელისაბედ ქავთარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელისაბედ ქავთარაძე
დაბ. თარიღი 22 ივლისი 1905(1905-07-22)
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1988
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და დისიდენტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელისაბედ (ლიზიკო) ქავთარაძე (დ. 22 ივლისი, 1905, თბილისი, — გ. 1988, იქვე) — ქართველი მწერალი, საბჭოთა პერიოდის დისიდენტი.

დაიბადა ცნობილი სოციალ-ფედერალისტის და თბილისის არქივის გამგის ქაიხოსრო ქავთარაძის ოჯახში. 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და გაწევრიანდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციაში, რომელიც უკვე იატაკქვეშეთში იყო გადასული. 1928 წელს დააპატიმრეს სოხუმში ანტი-საბჭოთა საქმიანობის ბრალდებით ჯერ მეტეხის ციხე-ში ჩასვეს, 1929 წელს კი რუსეთში, ტომსკის ოლქში გადაასახლეს. თბილისში 1936 წელს დაბრუნდა, მაგრამ 1940 წელს კვლავ დააპატიმრეს და ყაზახეთში გადაასახლეს. გადასახლებაში სულ 28 წელი გაატარა. 1956 წ. სამშობლოში დაბრუნდა და რეაბილიტაცია მიიღო. 1987 წ. აირჩიეს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ გამგეობის წევრად. ავტორია თხზულებებისა: „არა ცოდნითა ერთითა“, „ყბაახვეული ქალი“, „ნაადრევი ოცნება“, „რატომ ჩვენს დაუკითხავად“, „ბებოს ბარათი“, „უმისამართო ბარათი“ და სხვ.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]