თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი — პირველი სამართლის სკოლა ამიერკავკასიაში, დაფუძნდა 1922 წლის 16 ივნისს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის წარდგინების საფუძველძე სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი, რომელიც შედგებოდა სოციალური (სამართლებრივი) და ეკონომიკური განყოფილებებისაგან.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის 26 ნოემბერს გამართულ პროფესორთა საბჭოს პირველ წინასწარ სხდომაზე გადაწყდა ერთი - სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის გახსნა, რომლის ერთ-ერთ – ჰუმანიტარულ განყოფილებაში შევიდოდა სოციალური მეცნიერებანი, რაც გამომდინარეობდა ზოგადი დებულებიდან, რომ ჰუმანიტარული მეცნიერების შესწავლა შეიძლებოდა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც. თუმცა საბჭოს წევრებს გათვიცნობიერებული ჰქონდათ, რომ სრულ უნივერსიტეტად გადაქცევისთვის აუცილებელი იყო არანაკლებ ოთხი ფაკულტეტის ჩამოყალიბება, რომელთაგან ერთ-ერთი იურიდიული ფაკულტეტი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს არ ჰქონდა დამოუკიდებელი იურიდიული ფაკულტეტი, 1918 წლის პირველ სემესტრში წაკითხულ იქნა ქართული სამართლის წყაროები და ისტორია, ხოლო უნივერსიტეტის ეკონომიკური დარგი, რომელიც ჰუმანიტარული მეცნიერების შესწავლის ერთ-ერთი საშუალება იყო, მოიცავდა ისეთ სამართლებრივ საგნებს, როგორიცაა სახელმწიფო სამართალი, სააღებმიცემო სამართალი, სამოხელეო სამართალი და ქართული სამართლის ისტორია. შესაბამისად, ღიად დადგა სამართლის ფაკულტეტის დაარსების საკითხი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]