ეთერ ჭყონია-ლამორისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ეთერ ჭყონია-ლამორისი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1971
დაბ. ადგილი თბილისი
ჯილდოები სტოკჰოლმის სამეფო სასახლის პრიზი(2012), „Greatest Singer of our time“(ჩვენი დროის უდიდესი მომღერალი), „Avanguardia“-ს პრიზი(1993), „21 საუკუნის საუკეთესო ვიოლეტა“ (ესპანეთი), რ. ვინიასის სახელობის კონკურსი(1991), III პრემია (ბარსელონა), ვ. დოლიძის სახელობის კონკურსი(1990), I პრემია (თბილისი), ერთ-ერთი საუკეთესო ხმის მფლობელის საპატიო წოდება.

ეთერ ჭყონია-ლამორისი (დ. 23 მაისი, 1971, თბილისი) — ქართველი მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1982-1983 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი. 1983-1984 წლებში გუნდის მსახიობი. 1992 წელს ჩაირიცხა მადრიდის ვოკალის უმაღლეს სკოლაში, პარალელურად მასტერკლასები რ. სკოტოსგან, მოგვიანებით ვენაში, ცნობილი მომღერლისა და პედაგოგის რუტილდა ბიოშის კლასში დახვეწა ვოკალური ტექნიკა. დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დეზდემონას პარტიით(ვერდი „ოტელო“) ზურაბ სოტკილავასთან ერთად. 1992 წლიდან მოღვაწეობს ესპანეთში. 2013 წელს ავსტრიის ქალაქ გრაცში დააარსა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი „Academia Belcanto“, კონკურსზე დაწესდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია. მართავს მასტერკლასებს ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და უკრაინაში. მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში სახელმგანთქმული მომღერლები: ზურაბ სოტკილავა, ლადო ათანელი, პლასიდო დომინგო, ჯორჯო ზანკანა, კარლოს ალვარესი, კრისტა ლუდვიგი, ილდიკო რაიმონდი, ანგელიკა კირშლაგერი, ხოსე კარერასი, კრისტოფ ლოი, პაოლო კონი, ენრიკო სტინკელი, პაულ ადელმანი. დირიჟორები: დანიელ ბარენბოიმი, ა. ფიშერი, ი. ბაშმეტი. რეჟისორი ფრანკო ძეფირელი. მონაწილეობს მსოფლიოს პრესტიჟულ ფესტივალებში, გამოდის მსოფლიოს წამყვან სცენებზე. ქართული რეპერტუარი: მარეხი(ზაქარია ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“), ქეთო(ვიქტორ დოლიძე „ქეთო და კოტე“). სხვა რეპერტუარი: ვიოლეტა, ჯილდა, ოსკარი(ვერდი „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ბალ-მასკარადი“), ევრიდიკე(გლუკი „ორფევსი და ევრიდიკე“), ადინა, ლუჩია(დონიცეტი „სიყვარულის ნექტარი“, „ლუჩია დი ლამერმური“, „L'opera internazionale Milano“-ს მიერ აღიარებულია წლის საუკეთესო ლუჩიად), ჯულიეტა(გუნო „რომეო და ჯულიეტა“, „Opera international Paris“-ის მიერ აღიარებულია წლის საუკეთესო ჯულიეტად), ელვირა, ჯულიეტა(ბელინი „პურიტანები“, "მონტეკები და კაპულეტები"), ნედა(ლეონკავალო „ჯამბაზები“, „ლა სკალა“, ფრანკო ძეფირელის დადგმა), ლიუ(პუჩინი „ტურანდოტი“). 2012 წელს შვედეთის პრინცესა ქრისტინა მაგნუსის მიერ გადაეცა შვედეთის ხელოვნების სამეფო ოქროს ორდენი, „ჩვენი დროის უდიდესი მომღერალი“. საოპერო მომღერალ ლამარა ჭყონიას ქალიშვილი და მოწაფე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 574

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]