ლამარა ჭყონია
ლამარა ჭყონია | |
---|---|
![]() ლამარა ჭყონია | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლამარა ჭყონია |
დაბ. თარიღი | 27 დეკემბერი, 1930 |
დაბ. ადგილი | ბათუმი |
წარმოშობა |
![]() |
ეროვნება | ქართველები |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა, ოპერა |
საქმიანობა | ლირიკული - კოლორატული სოპრანო |
ჯილდოები | სსრკ-ის სახალხო არტისტი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, უკრაინის სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, თამარ მეფის ორდენი, Merited Artist of the Ukrainian SSR და Order of the holy Great Martyr Barbara |
ლამარა ჭყონია ვიკისაწყობში |
ლამარა გრიგოლის ასული ჭყონია (დ. 27 დეკემბერი, 1930, ბათუმი) — ქართველი საბჭოთა მომღერალი (ლირიკული - კოლორატული სოპრანო), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1970), სსრკ-ს სახალხო არტისტი (1976). სკკპ-ს წევრი 1974 წლიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (გ. გოგიჩაძის კლასი, ადრე მეცადინეობდა ვ. ქაშაკაშვილი). 1956 - 1960 წლებში და 1968 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, 1960-1968 წლებში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ლამარა ჭყონიას აქვს ლამაზი ტემბრის ხმა, სრულყოფილი ვოკალური ტექნიკა.
შესრულებული აქვს ოპერებიდან პარტიები: მარფა (რიმსკი-კორსაკოვი „მეფის საცოლე“), ტატიანა, იოლანტა (პეტრე ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი, „იოლანტა“), ჩიო-ჩიო სანი (ჯაკომო პუჩინი „ჩიო-ჩიო სანი“, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია ამ პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის, 1967), ვიოლეტა (ჯუზეპე ვერდი „ტრავიატა“), მარო, ეთერი (ზაქარია ფალიაშვილი „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“) და სხვ. ვოკალისტთა პრაღის (1960), სოფიის (III პრემია, 1963) საერთაშორისო და გლინკას სახელობის (1960, მოსკოვი) კონკურსების ლაურეატი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.[1]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი – თბილისი, 2007 – გვ. 330
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 410.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- უკრაინის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- თამარ მეფის ორდენის მფლობელები
- ქართველი საოპერო მომღერლები
- დაბადებული 1930
- დაბადებული 27 დეკემბერი
- ბათუმში დაბადებულები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- სსრკ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები