ხოსე კარერასი
ხოსე კარერასი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჟოზეპ მარია კარერას ი კოლი |
დაბადების თარიღი |
5 დეკემბერი, 1946 ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელი |
საქმიანობა | საოპერო მომღერალი (ტენორი) |
აქტიური | 1954–დღემდე |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 2 |
ჟოზეპ მარია კარერას ი კოლი (წარმოთქმა კატალანურად: [ʒuˈzɛp kəˈreɾəs]; უფრო მეტად ცნობილი, როგორც ხოსე კარერასი (ესპ. José Carreras, ესპანური წარმოთქმა: [xoˈse kaˈreɾas]) დ. 5 დეკემბერი, 1946) — ესპანელი ტენორი, ცნობილი ვერდის და პუჩინის ოპერებში მონაწილეობით.[1]
დაბადებული ბარსელონაში, კარერასი სცენაზე პირველად გამოვიდა 11 წლის ასაკში, მანუელ და ფალიას „ოსტატ პედროს ბალაგანში“ და შემდგომში შეასრულა მრავალი სხვა, 60-ზე მეტი როლი, გამოდიოდა მსოფლიოს წამყვან საოპერო დარბაზებში და მონაწილეობდა არაერთი ჩანაწერის შექმნაში. მსოფლიო წარმატება აგრეთვე მოიპოვა, როგორც ერთ-ერთმა სამი ტენორიდან, რომელთა შორის აგრეთვე იყვნენ პლასიდო დომინგო და ლუჩანო პავაროტი. ამ შემადგენლობით სამეული დროდადრო გამოდიოდა 1990 წლიდან. კარერასი აგრეთვე ცნობილია, როგორც ქველმოქმედი და 1988 წლიდან დაარსებული აქვს ლეიკემიით დაავადებულთა ფონდი.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ხოსე კარერასი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2017-10-27 საიტზე Wayback Machine.
- კარერასის ლეიკიმიით დაავადებულთა ფონდი
- ხოსე კარერასი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- არაოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-10-15 საიტზე Wayback Machine. – სტატიები 1970-დან 2002 წლამდე
- ქრონოლოგია 1958–2004.
- გამოსვლები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერაში და ლა სკალაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Michael Kennedy and Joyce Bourne Kennedy The Concise Oxford Dictionary of Music (5th edition), Oxford University Press, 2007. ISBN 0-19-920383-0
- ↑ José Carreras International Leukaemia Foundation: Presentation. fcarreras.org. ციტირების თარიღი: 2012-12-27.