ევგენი სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევგენი სავოიელი. 1712 წ.
სავოიის პრინცის გენეალოგიური ხე

ევგენი სავოიელი (გერმ. Prinz Eugen von Savoyen, ფრანგ. François-Eugène de Savoie, იტალ. Eugenio di Savoia-Carignano; დ. 18 ოქტომბერი, 1663 — გ. 21 აპრილი , 1736) — ფრანკო-იტალიური წარმოშობის საღვთო რომის იმპერიის მხედართმთავარი, გენერალისიმუსი.

კარიერის დასწაყისი და თურქთა დიდი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევგენი დაიბადა პარიზში. ის იყო გრაფ დე ცუაცონისა და მისი მეუღლის ოლიმპია მანჩინის (კარდინალ მაზარინის ძმისწულის) უმცროსი შვილი. მამის მხრიდან ევგენი მიეკუთვნებოდა სავოიის ჰერცოგთა უძველეს საგვარეულოს.

საფრანგეთიდან დედის განდევნის შემდეგ, 20 წლის ევგენი გაემგზავრა თურქთა წინააღმდეგ საბრძოლველად დიდ ომში. ის იცავდა თურქების მიერ ალყაში მოქცეულ ქალქ ვენას. აქ მის გამგებლობაში იმყოფებოდა დრაგუნთა პოლკი. ევგენი მონაწილეობდა, აგრეთვე, 1684-1688 წ.წ. თურქთაგან უნგრეთის გათავისუფლებაში.

1690 წელს ის დაინიშნა იტალიაში ავსტრიის ჯარების მეთაურად და შეუერთდა სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II-ს. უკანასკნელი რჩევით, ევგენი ფრანგებთან ერთად ჩაება ბრძოლაში სტაფორდთან, მხოლოდ ევგენის წესრიგმა და მამაცობამ იხსნა მოკავშირეთა არმია საბოლოო განადგურებას.

1691 წელს ევგენიმ დაარწმუნა მარშალი კატინა ალყა მოეხსნა კონის ციხესიმაგრისათვის; იმავე 1691 წელს სავოიის ჰერცოგი არმიის ავანგარდით შეიჭრა დოფინეში და რამდენიმე ციხესიმაგრეს დაეუფლა.

1697 წელს მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ზენტას ბრძოლაში თურექბზე. ამან ხელ შეუწყო 1699 წელს ავსტრიისათვის ხელსაყრელი კარლოვიცის ზავის დადებას.

ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1701 წელა ესპანური მემკვიდრეობისათვის ომში სავოიელი დაინიშნა მთავარსარდლად. მან განახორციელა რთული გადასვლა ალპებზე და კაპრისა და კიარის ბრძოლების შემდეგ დაიკავა მთელი ლომბარდია მდინარე ოლიომდე. 1702 წლის კამპანია მან უეცარი თავდასხმით დაიწყო კრემონზე და ამასთან, მან ტყვედ იგდო მარშალი ვილერუა.

1704 წელს მან მოიპოვა გამარჯვება ლუდოვიკო XIV-ზე რომელიც ცდილობდა ბავარიის კავშირის განადგურებას.

1705 წელს ევგენი გაიწვიეს ესპანეთში, ხოლო 1706 წელს მან გამარჯვება მოიპოვა ტურინთან, რომელის დასაკუთრებას ცდილობდნენ ფრანგები.

1707 წელს ის შეიჭრა პროვანსში და ალყა შემოარტყა ტულონს, თუმცა წარუმატებლად. 1708 წელს მან გატეხა ვანდომის წინააღმდეგობა მალბოროსთან ერთად და აიღო ლილი, ხოლო 1709 წელს მან გაანადგურა მარშალი მარშალი ვილარი მალპლაკთან ბრძოლაში.

1712 წელს ევგენი დამარცხდა დენენესთან. 1714 წელს დაიდო რაშტატის ზავი.

კამპანია თურქთა წინააღმდეგ. გვიანდელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1716 წელს მან გატეხა თურქთა წინააღმდეგობა პეტერვარდეინთან (დღევანდელი ნოვი სადი) და აიღო ტიმიშოარა, ხოლო შემდეგ წელს გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო ბელგრადთან. ამ ბრძოლებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ევროპაში თურქთა სიძლიერეს და მიიყვანეს პოჟარევაცის მშვიდობამდე.

1724 წლამდე ის იყო ავსტრიის ნიდერლანდების შტატსჰალტერი. იმპერატორი კარლ VI ევგენი სავოიელს დიდად არ ენდობოდა ლეოპოლდ I-ისა და იოზეფ I-ისაგან განსხვავებით; მისდამი მტრულად განწყობილი პარტია თანდათან იზრდებოდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა სავოიელის დიდი გავლენა სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტისას.

1726 წელს პრინცი ევგენი მონაწილეობდა რუსეთთან ვენის სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებაში.

მხედართმთავრის როლში ის კიდევ ერთხელ გამოჩნდა (1734-1735 წ.წ.) პოლონეთის მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში, თუმცა ავადმყოფობის გამო მალე ჩამოსცილდა ბრძოლის ველს.

ხასიათის თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინც ევგენის გამორჩეული თვისებები გამბედაობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი მოწინააღმდეგის ღრმა ცოდნის საფუძველზე იყო დაფუძნებული. მოცემულ სიტუაციაში არსებული გეგმების განხორციელების ამოუწურავი საშუალებები, ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ცივსისხლიანობა და საჭირო მომენტში ჯარისკაცთა გულებთან დაკავშირება იცოდა საუკეთესოდ.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინც ევგენის ძეგლი ვენაში

პრინც ევგენის ძეგლი აუგეს ვენაში (ავტორი — ფერკონი) და ბუდაპეშტში (ავტორი — რონა).

პრინცის სახელი ეწოდა ავსტრიის ფლოტში „ვირიბუს უნიტის“ ტიპის დრედნოუტს.

დიდ ბრიტანეთში პირველი მსოფლიო ომის დროს პრინც ევგენის სახელი ეწოდა მონიტორს „პრინცი ევგენი“.

მესამე რაიხში პრინცის სახელი ერქვა ესეს-ის მე-7 ნებაყოფლობით სამთო დივიზიას „პრინცი ოიგენი“ და მძიმე კრეისერს კრიგსმარინეს, აგრეთვე, ვერმახტის 33-ე სატანკო პოლკის მე-9 სატანკო დივიზიას, რომლის ემბლემას სიმბოლურად წარმოადგენდა ცხენზე ამხედრებული მხედრის გამოსახულება.

იტალიაში ევგენი სავოიელის სახელი ერქვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში „Дюка д’Аоста“ ტიპის ერთ-ერთ მსუბუქ კრეისერს („ეუჯენიო დი სავოია“).

შემონახულია პრინც ევგენის დაკვეთით აგებული ბაროკოს სტილის რიგი სასახლეები. მათ შორის ყველაზე ცნობილია ვენაში ბელვედერის სასახლე. ბრატისლავადან რამდენიმე კოლომეტრში აგებული რამდენადმე მცირე ზომის სასახლე (თუმცა სასახლე ავსტრიის ტერიტორიაზე დგას). ეს არის საზაფხულო რეზიდენცია შლოსჰოფი.

მისი სახელი ჰქვია ეუგენიას ტიპის ტროპიკულ მცენარეებს, რომლებისგანაც ამზადებენ ეთერზეთს - წყარო სურნელოვანი ნივთიერება ევგენოლის.

მამაც პრინცზე შეთხზეს სიმღერა მრავალს ენაზე. სიმღერა ეძღვნება 1717 წელს ბელგრადთან თურქებზე გამარჯვებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სტატიაზე მუშაობისას გამოყენებულია მასალები ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან (1890—1907).

  • Feldzüge des Prinzen Eugen von Savoyen. — Wien: Verlag des K.K. Generalstabes, 1876-1892. — Т. 1-20.
  • Arneth A. R. Prinz Eugen von Savoyen. — Wien, 1864.
  • Evola J. Eugenio di Savoia // La Stampa. — 1943. — № XXI. (итал.)
  • Kausler F. G. F. Das Leben des Prinzen Eugen von Savoyen. — Freib., 1838-39.
  • Köster M. Russische Truppen für Prinz Eugen. — Wien: Österr.Bundesverlag, 1986.
  • Голицын Н. С. Великие полководцы истории. — СПб.: Тип. Товарищества «Общественная польза», 1875. — Т. 2.
  • Ивонин Ю. Е. Евгений Савойский: последние годы жизни. // Вестник Удмуртского университета. 2010. Вып. 1. С. 24-32.
  • Нелипович С. Г. Союз двуглавых орлов. Русско-австрийский военный альянс второй четверти XVIII в.. — М.: Объединенная редакция МВД России, Квадрига, 2010. — ISBN 987-5-91791-045-1.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]