კლიმატის ცვლილების კონვენცია
იერსახე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მიზანია ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდის და ამით გამოწვეული გლობალური დათბობის შეჩერება. კონვენციას ხელი მოეწერა 1992 წელს, რიო დე ჟანეიროში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე „გარემო და განვითარება“.
ხელშეკრულების საწყისი ვარიანტი (საკუთრივ ჩარჩო-კონვენცია) სათბური არიების გაფრქვევის რაიმე კონკრეტულ ზღვრებს არ ადგენდა. ასეთი ზღვრები დგინდება ქვე–ხელშეკრულებებით, ე.წ. „ოქმებით“ („პროტოკოლებით“). ჯერჯერობით მიღებულია ერთი ასეთი ოქმი — კიოტოს ოქმი, თუმცა უახლოეს წლებში დაგეგმილია შემდეგი ოქმის მომზადება და მიღება.

1992 წლიდან კლიმატის ცვლილების კონვენციას მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა შეუერთდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონვენციის ოფიციალური ინტერნეტ–გვერდი
- კონვენციის ინგლისური ტექსტი pdf ფაილის სახით
- კონვენციის ინგლისური ტექსტი html ფაილის სახით
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს ძველი ინტერნეტ-გვერდი[მკვდარი ბმული]
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს ახალი ინტერნეტ-გვერდი[მკვდარი ბმული]