განხილვა:დიდი რვიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამ გვერდზე სამივე თარგი ერთსამაიმავე ინფორმაციას უჩვენებს. მგონი ბოლო ორი ზედმეტია. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 17:56, 9 დეკემბერი 2007 (UTC)

ინგლ. ასეა. ხოლო აქ ბოლო თარგს უჭირს.--ცანგალა () 17:59, 9 დეკემბერი 2007 (UTC)

დიდი შვიდიანი[წყაროს რედაქტირება]

რუსეთი გარიცხეს! გადავამისამართოთ? DatoDeutschlandAntwort 12:09, 16 აგვისტო 2008 (UTC)

საიდან ეგ ინფორმაცია?--ოთარი () 12:30, 16 აგვისტო 2008 (UTC)
ტელევიზორიდან ვიღიმი. DatoDeutschlandAntwort 12:35, 16 აგვისტო 2008 (UTC)
მე არ გამიგია. მასე რომ იყოს, ინგლისურ ვიკიში ეწერებოდა.--ოთარი () 12:41, 16 აგვისტო 2008 (UTC)
ვნახოთ, მე ყური მოვკარი, რომ რუსეთი გარიცხესო და... დავუცადოთ ინგლისურ ვიკის მაშინ :) DatoDeutschlandAntwort 12:56, 16 აგვისტო 2008 (UTC)
სამწუხაროდ რუსეთის გარიცხვა მასე ადვილად არ ხდება.--ოთარი () 13:13, 16 აგვისტო 2008 (UTC)

ასეთი შეკითხვა მაქვს სქოლიოსთან დაკავშირებით. თუ ქართული ინფორმაცია არ არის რამდენად საჭიროა სქოლიო? ამას მომხმარებელი ინგლ. ვიკიში ისედაც ხომ წაიკითხავს. ცანგალა () 22:05, 8 სექტემბერი 2008 (UTC)

სქოლიო დამატებითი ინფორმაციისთვის არ არის მოყვანილი. სქოლიოს დანიშნულება ტექსტში მოყვანილი ფაქტების გადამოწმებადობის უზრუნველყოფაა. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 01:36, 9 სექტემბერი 2008 (UTC)

რაც დაწერე მესმის. მაგრამ როდესაც გადავხედე გერმანულს ან რუსულს (ყველა არ შემიმოწმებია) ისინი ძირითადად აკეთებენ სქოლიოს გერმანულ ან რუსულ ენებზე არსებულ გადამოწმებად ინფომაციას. მე მაინტერესებს, თუ რამდენად არის საჭირო ინგლ. ენაზე სქოლიოს გაკეთება - ამას ინგლ. ვიკიპედიაში ხომ გაეცნობა მომხმარებელი (ინგლ.-ის ენის მცოდნე აუცილებლად გადავა ინგლ. ენოვან ვიკიპედიაში). ჩემი აზრით ასეთი სქოლიოს მითითებებით ტექსტი არ მდიდრდება. პირიქით, მომხმარებელი, რომელმაც უცხო ენა არ იცის და რანდენჯერმე გადავა სხვა ენოვან ინფორმაციაზე - ბოლოს დაასკვნის ეს სტატია არაფრის მთქმელია რადგან მან ვერ შეძლო სქოლიოში მითითებული გვერდების გაგება. სხვა სტატიებშიც მაქვს შენიშნული. შეიძლება ვცდები. --ცანგალა () 20:25, 9 სექტემბერი 2008 (UTC)

იმ მომხმარებელს, რომელმაც ქართულის მეტი სხვა ენა არ იცის, ისღა დარჩენია, რომ სიტყვაზე დაგვიჯეროს. სხვაენოვანი წყაროების მითითება სქოლიოში მიღებული პრაქტიკაა აკადემიურ და სამეცნიერო ნაშრომებში. ზოგიერთ მტკიცებებისთვის ფაქტების წყაროების მითითება აუცილებელია რა ენაზეც უნდა იყოს. მე როგორც მკითხველს არც სურვილი მაქვს და არც დრო, რომ სხვაენოვანი სტატიის ტექსტში დავიწყო ძიება აქ მოყვანილი რომელიმე ფაქტის და შემდეგ მისი სქოლიოს გარკვევა. მითუმეტეს, რომ ზოგიერთი სტატია აქ ვიკიპედიიდან არ არის პირდაპირ გადმოტანილი. მე, მაგალითად, ზოგიერთი ფაქტი ნიუ-იორკ ტაიმზიდან მაქვს შემოტანილი და ამ წყაროს მითითება აუცილებლად მიმაჩნია, სხვისთვის თუ არა ჩემთვის მაინც (თუ ვინიცობაა ამ თემებს ჩემს გარდა არავინ კითხულობს), რომ ის წყარო არ დამეკარგოს. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 01:39, 10 სექტემბერი 2008 (UTC)

{{country|flagcountry|Italy}} რატომ არის პაპუა ახალი გვინეა?--User.rajavi.png User.rajavi.eye.png 19:27, 23 აგვისტო 2009 (UTC)

„ძველი სახელწოდება (G6) ან დიდი ექვსიანი) არის საერთაშორისო ფორუმი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, რუსეთის... მაგრამ იგი გარიცხული იყო დიდი რვიანიდან რადგანაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა შეტევა განახორციელა საქართველოზე რაც ყოვლად მიუღებელი იყო... “ ეს მართებულია? გიორგი CoA of the Most Serene Prince Dadian of Mingrelia.png 16:10, 23 სექტემბერი 2013 (UTC)

შესავალი[წყაროს რედაქტირება]

ეს რა არის? სასწრაფოდ ამოსაშლელია შესავალი, რა ენაზე წერია?! — Mikheil მიწერა 22:18, 24 მარტი 2014 (UTC)