შინაარსზე გადასვლა

დები ისლამში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევიზი Empowering Voice for Change
ტიპი ასოციაცია, ადვოკატირების ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაცია და არაკომერციული ორგანიზაცია
დამფუძნებელი (-ები) Zainah Anwar, Amina Wadud, Askiah Adam, Norani Othman, Rashidah Abdullah, Rose Ismail and Sharifah Zuriah Aljeffri.
მისამართი No. 4 Lorong 11/8E, 46200 Petaling Jaya, Selangor, Malaysia.[1]
ქვეყანა მალაიზია
https://sistersinislam.org

„დები ისლამში“ (SIS) — რეგისტრირებული ორგანიზაცია მალაიზიაში, რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებების ხელშეწყობას ისლამისა და ადამიანის საყოველთაო უფლებების ფარგლებში.

მალაიზიის კონსტიტუციაში დაფიქსირებულმა ფუნდამენტურმა თავისუფლებებმა საშუალება მისცა არსებობდეს ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა „Sisters in Islam“.[2] ხელმძღვანელობს ყურანის მიერ გამოცხადებული თანასწორობის, სამართლიანობისა და თავისუფლების პრინციპებით, ეჭვქვეშ აყენებს ისლამის სახელით მიღებულ კანონებს, რომლებიც დისკრიმინაციას უწევენ ქალებს. განიხილავს მალაიზიის ისლამური საოჯახო კანონებითა და შარიათის კანონებით დაფარულ საკითხებს (პოლიგამია,[3] ბავშვთა ქორწინება,[4] მორალური პოლიცია,[5] ჰიჯაბი,[6] ქალთა მიმართ ძალადობა[7] და სხვა). ცნობილია ისლამური ფემინისტური კვლევებითა და ადვოკატირებით.[8]

ორგანიზაცია დაარსდა 1988 წელს.

1993 წელს ის დარეგისტრირდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია სახელწოდებით „SIS Forum Malaysia“. ავტორის სახელად შენარჩუნებულია სათაური „დები ისლამში“.

თანადამფუძნებლები (შვიდი ქალი): ზაინა ანვარი, ამინა ვადუდი, ასკია ადამი, ნორანი ოტმანი, რაშიდა აბდულა, როუზ ისმაილი და შარიფა ზურია ალჯეფრი. სხვა წევრებს შორის შედიოდნენ ისეთი აქტივისტები, როგორიცაა ტონი კასიმი.

ზაინა ანვარი, თანადამფუძნებელი

ზაინა ანვარი ორგანიზაციის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე იყო 1999 წლიდან 2008 წლამდე. მან ასევე დააარსა გლობალური მოძრაობა თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მუსულმანურ ოჯახში (მუსავა) და იყო მისი დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორი 2009-2021 წლებში და ახლა მსახურობს მის საბჭოში.

2018 წელს ჰარვარდის სამართლის სკოლამ აღიარა ზაინა ანვარი, როგორც ერთ-ერთი 25 ქალიდან „ქალები, რომლებიც ცვლან უკეთესობისკენ მსოფლიოს სამართალსა და პოლიტიკაში“.

2019 წელს ზაინამ მიიღო 2019 წლის გაეროს მალაიზიის ჯილდო მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების“ თავისუფლების კატეგორიაში შეტანილი წვლილისთვის.

2023 წელს ზაინა ანვარი მსოფლიოს 500 ყველაზე გავლენიანი მუსულმანის სიაში მოხვდა. ჟურნალები „Newsweek“-ისა და „The Daily Beast“-ის მიხედვით, ზაინა ავნერი ერთ-ერთია იმ 150 ქალთაგან, რომლებიც „აზანზარებენ მსოფლიოს“. ჟურნალმა „Women Deliver“ დაასახელა ის ქალთა და გოგონების უფლებების დაცვის 100 ყველაზე შთამაგონებელ ადამიანთა შორის, ხოლო ქალთა საერთაშორისო ონლაინ მუზეუმმა დაასახელა 100 ყველაზე შთამაგონებელ ადამიანთა შორის ქალთა და გოგონების უფლებებისთვის ბრძოლაში.

SIS-ის აღმასრულებელი დირექტორი როსანა ისა

როზანა ისა ამჟამად „დები ისლამში“ აღმასრულებელი დირექტორია. 1999 წელს იგი შეუერთდა მალაიზიის ქალთა უფლებების მოძრაობას, რომელიც აგვარებდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს. სანამ ხელმძღვანელობდა მალაიზიის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ეძღვნებოდა ქალთა უფლებებს ისლამის ფარგლებში, როსანა მუშაობდა ქალთა უფლებების დაცვის სხვადასხვა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ორგანიზაციის საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის საქმიანობის სფეროები მოიცავს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კონსტიტუციონალიზმის ფართო საკითხებს. ორგანიზაცია მოუწოდებს პატივი სცენ ადამიანის დე-ფაქტო უფლებების, მალაიზიის მთავრობის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებს.

ორგანიზაცია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პოზიციას იკავებს მუსლიმების დევნის მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დატოვონ ისლამი, ასევე ისლამში განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობების წინაარმდეგ. ორგანიზაციამ მოაწყო უფასო იურიდიული კონსულტაცია ტელეფონით და WhatsApp „Telenisa“ — ეხმარებოდა ქალებს (და მამაკაცებს) შარიათის ისლამური საოჯახო სამართლის საკითხებში.[9][10]

გენდერული სამართლიანობის მოძრაობა ორგანიზაცია განიხილება, როგორც ადამიანის უფლებათა ფართო მოძრაობის ნაწილი.

ამინა ვადუდის ყურანის ეგზეგეტიკაში (ტაფსირი, „ინტერპრეტაცია“) ექსპერტიზის წყალობით, ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული ყურანის ჰერმენევტიკის მოდელში, რომელიც იკვლევდა სოციალურ-ისტორიულ კონტექსტს მთლიანობაში და ცალკეული ყურანის ტექსტების კონტექსტს. მკვლევარებმა შექმნეს კავშირი, ერთი მხრივ, თეოლოგიასა და ინტერპრეტაციას შორის, ხოლო მეორეს მხრივ, მუსლიმი ქალების ყოველდღიურ რეალობას თანამედროვე სოციალურ-სამართლებრივ კონტექსტში.[11] ორგანიზაციის ქალები ცდილობდნენ გაენადგურებინათ გაბატონებული რწმენა, რომ ისლამი დისკრიმინაციას ახდენს ქალების მიმართ.[11]

ორგანიზაციის წევრები თვლიან, რომ მათი მისიაა ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის, სამართლიანობის, თავისუფლებისა და ღირსების პრინციპებს, ხელმძღვანელობენ ისლამის დებულებებით და სურთ გააძლიერონ ქალები, იყვნენ ცვლილებების აგენტები.[12] ისინი ცდილობენ შეცვალონ აზროვნება, რომელიც ქალებს კაცებზე დაბალ ხარისხში აყენებს, ისლამში დადგენილი სამართლიანობისა და თანასწორობის კანონების ფარგლებში.[12]

„Sisters in Islam“-ის ლიდერები აცხადებენ შემდეგს: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ისლამის რევოლუციურ სულს, რელიგიას, რომელმაც აამაღლა ქალის სტატუსი, როდესაც ის 1400 წლის წინ იქნა აღმოჩენილი. ჩვენ გვჯერა, რომ ისლამი არ ეთანხმება ქალების ჩაგვრას და მათი ფუნდამენტური უფლებების უარყოფას. ქალების დამცირება შესაძლებელი იყო, რადგან მამაკაცებს ჰქონდათ ექსკლუზიური კონტროლი ყურანის ტექსტის ინტერპრეტაციაზე“.[13]

ორგანიზაციის პოზიცია მონოგამიის, როგორც ყურანის იდეალის[14] პოპულარიზაციაში ეჭვქვეშ აყენებს ისლამური განვითარების დეპარტამენტს.[15]

2009 წელს პანმალაიზიურმა ისლამურმა პარტიამ მოუწოდა ორგანიზაციას გამოეძიებინათ 1993 წლის კელანტან შარიათის სისხლის სამართლის კანონის (H) კრიტიკის გამო (კანონი დისკრიმინაციას უწევს მალაიზიელ ქალებს და აწესებს სიკვდილით დასჯას განდგომისთვის).[16][17]

2010 წელს მალაიზიის მეჩეთის ახალგაზრდების ასამბლეამ (MAMY) სარჩელი შეიტანა ორგანიზაციის „დები ისლამში“ წინააღმდეგ და დაადანაშაულა ისინი ორგანიზაციის სახელში სიტყვა „ისლამის“ არასწორად გამოყენებაში. თუმცა, უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა.[18]

ორგანიზაციას „დები ისლამში“ ბრალად ედებათ რელიგიური პრინციპების არასწორი ინტერპრეტაცია, როდესაც ორგანიზაციის წევრები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ხელისუფლებისათვის შარიათის სასამართლოს მიერ გასამართლებული ქალის საჯარო ადგილას ლუდის დალევისთვის საქმეში.

2014 წელს სელანგორის ისლამურმა რელიგიურმა საბჭომ გამოსცა ფატვა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დები ისლამში“, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს რელიგიურ ლიბერალიზმს და პლურალიზმს, გადაუხვევს ისლამის სწავლებებს. ამ ფატვას თანახმად, პუბლიკაციები, რომლებიც განიხილება ლიბერალური და პლურალისტური რელიგიური აზროვნების ხელშემწყობად, უნდა გამოცხადდეს არალეგალურად, ასევე უნდა მოხდეს სოციალური მედიის მონიტორინგი და შეზღუდვა.[19]

ვინაიდან ფატვა მალაიზიაში იურიდიულად სავალდებულოა,[19] ორგანიზაციას კონსტიტუციური საფუძვლებით უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა.[20]

  1. https://sistersinislam.org/contact/
  2. Sisters In Islam: The SIS Story. ციტირების თარიღი: 2024-01-04
  3. Polygamy not a God-given right to Muslims. ციტირების თარიღი: 2024-01-04
  4. Syariah court fails to protect and safeguard Muslim girls — Sisters in Islam.
  5. Archives. ციტირების თარიღი: 2024-01-04
  6. Sisters In Islam: News / Comments / Dress and Modesty in Islam. ციტირების თარიღი: 2024-01-04
  7. Sisters In Islam: Sisters in Islam remains firmly opposed to the implementation of Hudud law for Malaysia. ციტირების თარიღი: 2024-01-04
  8. Gürkan, Senem; Barut, Yaşar (2021-06-07). „Feminizmden Esinlenen İslami Bir Oluşum: Sisters in Islam (SIS)“ [A synergy of Feminism and Islam: Sisters in Islam (SIS)]. Ondokuz Mayıs University Journal of Women's and Family Studies (თურქული). Ondokuz Mayıs University. 1 (1): 41–53. eISSN 2791-6871. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-28. ციტირების თარიღი: 2024-01-04.
  9. Aiman. (2021-05-27) Domestic violence main cause of marriage breakdowns in 2020, says SiS. ციტირების თარიღი: 2021-06-25
  10. Telenisa - Sisters in Islam. ციტირების თარიღი: 2021-06-25
  11. 11.0 11.1 Sisters In Islam: The SIS Story. ციტირების თარიღი: 2015-11-16
  12. 12.0 12.1 Sisters In Islam: Mission Statement and Objectives. ციტირების თარიღი: 2015-11-16
  13. Sisters In Islam. ციტირების თარიღი: 2015-11-16
  14. Attack on Monogamy Campaign. ციტირების თარიღი: 2024-01-04
  15. Refuting Sisters in Islam. ციტირების თარიღი: 2024-01-04
  16. No Country for Muslim Women. ციტირების თარიღი: 2024-01-04
  17. Archives.
  18. Sisters in Islam get to keep name. ციტირების თარიღი: 2024-01-04
  19. 19.0 19.1 Selangor | Portal Rasmi Fatwa Malaysia. ციტირების თარიღი: 2014-11-03
  20. Bedi. Sisters in Islam files for judicial review on fatwa. ციტირების თარიღი: 2021-06-25