სიმონ მაისურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონ მაისურაძე
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი, 1986(1986-09-14) (37 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
პოზიცია hooker
ეროვნული ნაკრები

სიმონ მაისურაძე (დ. 14 სექტემბერი, 1986, თბილისი, საქართველო) — საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების[1][2] მორაგბე. თამაშობს კვაჭის პოზიციაზე. ამ დროისთვის იცავს „A.S. Macon Rugby“-ის ღირსებას. გარკვეული დროის განმავლობაში სარაგბო კლუბების „კლერმონტისა“ და „ბანიერის“ შემადგენლობაშიც ირიცხებოდა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007 წელს დაამთავრა კლერმონის ბლეზ პასკალის უნივერსიტეტის „ფრანგული ენისა და კულტურის“ ფაკულტეტი.
  • 2014 პოს უნივერსიტეტში (ფრანგ. Université de Pau et Pays de L'Adour), დაამთავრა სპორტის მართვა.
  • 2011 წელს კი ლიონის უნივერსიტეტის (ფრანგ. Université Claude Bernard Lyon 1) „ფიზიკური და მენტალური მომზადების“ ფაკულტეტი

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 — 2005 წლებში მაისურაძე საქართველოს 19 წლამდელთა ეროვნულ ნაკრების კაპიტნის სამკლაურს ატარებდა, რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე. 2005-დან 2010 წლის ჩათვლით 57 შეხვედრა ჩაატარა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობაში. 2009, 2010 და 2011 წლებში გახდა საფრანგეთის უნივერსტეტული ჩემპიონი (2009 წელს კლერმონის „ბლეზ პასკალის“ („Université Blaise Pascal“) უნივერსიტეტთან ერთად. 2010 და 2011 წლებში კი ლიონის „კლოდ ბერნარის“ უნივერსიტეტთან ერთად). 2015 წელს მონაწილეობა მიიღო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, საქართველოს ნაკრების მაისურით. მაისურაძე დაოჯახებულია და ორი შვილის მამაა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Simon Maisuradze. Eurosport Australia. ციტირების თარიღი: 2 July 2015.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-16. ციტირების თარიღი: 2016-04-15.