დავით ქევხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დავით ქევხიშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 5 იანვარი, 1983
დაბ. ადგილი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ძიუდო

დავით ქევხიშვილი (დ. 5 იანვარი, 1983 ახალსოფელი, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წითელ დიპლომზე. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, 2004-2008 წლებში იყო ნაკრების კაპიტანი. არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორი, 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (VII ადგილი). ღირსების ორდენის კავალერი.

2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 25 აპრილამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2014 წლის 25 აპრილს, პოლიციამ ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად კიდევ 17 პირი, ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 2014 წლის 25 აპრილს დილით დააკავა. ამავე დროს, საკრებულოს წევრებმა დახურული სხდომა გამართეს და გამგებელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

2014 4 ნოემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გამგებელ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. 2012 წლის 10 დეკემბრიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია.[1]

საერთო შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია ტურნირი ადგილი
ძიუდო Flag of Japan.svg ტოკიო, იაპონია -81 კგ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2008 1st
ძიუდო Flag of France 1790-1794.svg პარიზი, საფრანგეთი -73 კგ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2006 1st
ძიუდო Flag of Switzerland.svg ბაზელი, შვეიცარია -73 კგ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2002 2nd
ძიუდო Flag of Slovenia (WFB 2013).svg მარიბორი, სლოვენია -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2002 1st
ძიუდო Flag of Portugal.svg ლისაბონი, პორტუგალია -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2008 3rd
ძიუდო Netherlands flag outline.png როტერდამი, ნიდერლანდები -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2005 3rd
ძიუდო Flag of Romania.svg ბუქარესტი, რუმინეთი -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2004 3rd
ძიუდო Flag of Serbia (1835-82).png ბელგრადი, სერბეთი -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2007 2nd
ძიუდო Flag of Slovenia (WFB 2013).svg მარიბორი, სლოვენია -73 კგ ევროპის ჩემპიონატი 2002 2nd

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]