დავით ფაცაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ფაცაცია
დავით ფაცაცია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა16 აგვისტო 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედილევან თევზაია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2019 – 16 აგვისტო 2021
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრენანა გაბელია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
მაისი 2019 – 2019
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე
წინამორბედიდავით გვაძაბია
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული2 იანვარი, 1983 (1983-01-02) (41 წლის)
სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლექეთევან კობახიძე
შვილები1
განათლებაჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი
თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აჭარა“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი

დავით ფაცაცია (დ. 2 იანვარი, 1983, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, ეკონომისტი და პოლიტიკოსი. 2021 წლის 16 აგვისტოს აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო) მინისტრად.[1] 2022 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გაიარა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ტექნიკური თანამშრომლობის კურსი. 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „აჭარის“ იურიდიული ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2007 დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში, ხოლო 2022 წელს ამავე უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

2001-2004 წლებში იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის განათლებისა და განვითარების აკადემიის (AED) პროგრამის „ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისა და განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ტრენერ-კოორდინატორი. 2005 წელს გახდა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“, პროგრამის „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“ (ENP Georgia) კონფლიქტების ჯგუფის ხელმძღვანელი. 2006 წელს იყო საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „AIESEC Georgia“-ს დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. 2005-2009 წლებში ფონდი „აფხაზეთის მომავალის“ პროექტების მენეჯერი. 2011-2017 წლებში იყო შპს „ავიატორის“ კომერციული დირექტორი. 2019 წელს დაინიშნა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად. 2019-2021 წლებში იყო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი. 2021 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრად, ხოლო 2022 წელს სამინისტროს სახელწოდების ცვლილებიდან გამომდინარე გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი. 2022 წლიდან ლექციებს კითხობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა“. abkhazia.gov.ge. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
წინამორბედი:
ლევან თევზაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი
2022-დღემდე
შემდეგი:
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
2019-2021
შემდეგი:
ნანა გაბელია
წინამორბედი:
დავით გვაძაბია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე

2019
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა