რუსლან აბაშიძე
| რუსლან აბაშიძე | |
| საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 19 სექტემბერი, 2025 |
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 მაისი, 2019 – 4 სექტემბერი 2024 | |
| პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძე |
| წინამორბედი | ვახტანგ ყოლბაია |
| მემკვიდრე | ლევან მგალობლიშვილი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 4 იანვარი 2019 – 1 მაისი 2019 | |
| პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2009 – 2013 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი |
| წინამორბედი | ზურაბ მარშანია |
| მემკვიდრე | თეა ახვლედიანი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2006 – 2009 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილი |
| დაბადებული | 29 ოქტომბერი, 1971 გაგრა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| მეუღლე | თაკო ჩხეიძე |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია |
| პროფესია | ეკონომისტი, დიპლომატი |
| ხელმოწერა | |
რუსლან აბაშიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1971, გაგრა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი. 2019 წლის 1 მაისიდან 11 დეკემბრამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი[1]. 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 4 სექტემბრამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე[2]. 2025 წლის 19 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ჩეხეთის რესპუბლიკაში.[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1971 წლის 29 ოქტომბერს ქალაქ გაგრაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1991-1992 წლებში სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში. 1997-1998 წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიაში. 1994-1996 წლებში იყო „ბაშარან მეტალის“ კომერციული დირექტორი. 1996-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2015-2018 წლებში იყო „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსის“ მრჩეველი, ხოლო 2017-2018 წლებში დირექტორი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. 2019 წლის 1 მაისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად[1]. 2019-2024 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე[2]. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა
- ↑ 2.0 2.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
- ↑ ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსლან აბაშიძე დაინიშნა. 1tv.ge.
| წინამორბედი: ვახტანგ ყოლბაია |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2019-2024 |
შემდეგი: ლევან მგალობლიშვილი |
| ||||||||
| |||||||||||||