აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ლოგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. აფხაზეთის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.[1][2] მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და მინისტრებისგან.[3][4] აფხაზეთის მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ასევე ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისთვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.[5][6]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.[7] მთავრობა თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.[8]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.[9] აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი საბჭო.[10] მთავრობის თავმჯდომარე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს და მინისტრებს.[11]

მთავრობის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამინისტრო ფოტო მინისტრი თარიღი
მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე 1 მაისი, 2019
მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი
განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია 1 აგვისტო, 2023
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია 16 აგვისტო, 2021
იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია 16 აგვისტო, 2021
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი გაბედავა 18 აგვისტო, 2023

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია: მუხლი 11. ნაწილი პირველი და მეორე. წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022
  2. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 1. ნაწილი პირველი და მეორე წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022.
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია: მუხლი 11. ნაწილი მესამე. წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022
  4. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 1. ნაწილი მესამე წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022.
  5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია: მუხლი 11. ნაწილი მეოთხე. წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022
  6. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 1. ნაწილი მეოთხე. წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022.
  7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია: მუხლი 11. ნაწილი მეხუთე. წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022
  8. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 2. ნაწილი პირველი წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022.
  9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია: მუხლი 12. ნაწილი მეორე. წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022
  10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია: მუხლი 12. ნაწილი პირველი. წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022
  11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია: მუხლი 12. ნაწილი მეოთხე. წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო, 2022