ნინო დავითაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დავითაშვილი, ნინო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავითაშვილი.
ნინო დავითაშვილი
დაბადების სახელი ნინო დავითაშვილი
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1882
გორი
გარდაცვალების თარიღი 22 ოქტომბერი, 1958 (75 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ნინო შიოს ასული დავითაშვილი (დ. 30 ნოემბერი [ძვ. სტ. 18 ნოემბერი], 1882, გორი — გ. 22 ოქტომბერი, 1958, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინო დავითაშვილმა პირველი ნაბიჯები გადაგა ავჭალის აუდიტორიაში, შემდეგ მოღვაწეობდა ქუთაისის თეატრში, თბილისის ქართულ დრამატულ დასში, ხოლო 1921 წლიდან სამი ათეული წლის მეტი ხნის მანძილზე იყო შოთა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი; ღირსეულ პარტნიორობას უწევდა სცენის კორიფეებს: ლადო ალექსი-მესხიშვილს, ვასო აბაშიძეს, ნატო გაბუნიას... მის მიერ განსახიერებულ როლებს ახასიათებდა გულწრფელობა და კეთილშობილური სისადავე.

ნინო დავითაშვილს, შეიძლება ითქვას, სცენაზე გზა ილია ჭავჭავაძემ დაულოცა. ქართულ პროფესიულ თეატრში გამოცხადებულ კონკურსში, ვალერიან გუნიას რჩევით, ნინომაც მიიღო მონაწილეობა. მის საგამოცდო ფურცელზე ილიამ დააწერა: „დავითაშვილის ქალი უთუოდ უნდა იქნეს დასში მიღებული“.

იმხანად დასს სათავეში ედგა აკაკი წერეთელი, რომელმაც მას პირველი ტურფას როლი მისცა — „პატარა კახში“. ამას მოჰყვა სცენური სახეების მთელი გალერეა — სონია (ანტონ ჩეხოვის „ძია ვანო“), გაიანე (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ოფელია (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“), დედოფალი („რუი ბლაზი“), ქეთევანი (დავით ერისთავის „სამშობლო“), ივდითი (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ამალია (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), ირინე (დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“), ზაალის დედა („არსენა“), პრასკოვია (ვანიონ დარასელის „კიკვიძე“), ეფემია (მიხეილ მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“), ზიენაბი და მაიკო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“) და სხვა.

მსახიობი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 120, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]