შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ წიტაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ წიტაიშვილი
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1937
ბათუმი
საქმიანობა მსახიობი

გრიგოლ წიტაიშვილი (დ. 28 თებერვალი, 1937, ბათუმი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1979), საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

მუშაობდა გორის, რუსთავის, რუსთაველის სახელობის, გრიბოედოვის სახელობის და სხვა თეატრებში. 1967 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შეასრულებული აქვს მთავარი როლები: ლადო („ცისკრის ზარები“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1967), გერასიმე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1969), იასონი („წუთისოფელი“, რეჟ. შ. მანაგაძე, ნ. მანაგაძე, 1971). მონაწილეობს ფილმებში: „ჩარი-რამა“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1972, ნოდარი), „ღამის ვიზიტი“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1974, გიორგი), „კაპიტნები“ (რეჟ. თ. გომელაური, 1974, სეინერის კაპიტანი), „ბათა ქექია“ (ლ. გორდელაძე, 1978), „დათა თუთაშხია“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), „მშობლიური ჩემო მიწავ!“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1980), „ზღაპარი“ (რეჟ. კ. სურმავა, 1980), „ერთ პატარა ქალაქში“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1985), „გრანტუსი“ (რეჟ. ბ. ჩხეიძე, 1994) და სხვ.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]