გომელის ოლქი
ოლქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გომელის ოლქი ბელარ. Гомельская вобласць | |||||
| |||||
ქვეყანა | ბელარუსი | ||||
ადმ. ცენტრი | გომელი | ||||
შიდა დაყოფა | Akciabrski District, Brahin District, Buda-Kašaliova District, Čačersk District, Dobruš District, Homieĺ District, Kalinkavichy District, Chojniki District, Karma District, Lyelchytsy District, Lojeŭ District, Mazyr District, Naroŭlia District, Pietrykaŭ District, Rahačoŭ District, Rečyca District, Svietlahorsk District, Vietka District, Jeĺsk District, Žlobin District და Žytkavičy District | ||||
კოორდინატები | 52°20′00″ ჩ. გ. 29°40′00″ ა. გ. / 52.33333° ჩ. გ. 29.66667° ა. გ. | ||||
მმართველი | Genadz' Salavej და Ivan Krupko | ||||
დაარსდა | 15 იანვარი, 1938 | ||||
ფართობი | 40,4 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბელარუსული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 1 423 972[1] კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 35,28 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ბელარუსები—88,2%, რუსები—7,7%, უკრაინელები—2,1%, ებრაელები—0,2%, პოლონელები—0,1% | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
საავტომობილო კოდი | 3 | ||||
ოფიციალური საიტი | gomel-region.gov.by/en/ | ||||
გომელის ოლქი (ბელარ. Гомельская вобласць) — ადმინისტრაციული ერთეული ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გომელი. დაარსდა 1938 წლის 15 იანვარს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსდა 1938 წლის 15 იანვარს, სსრკ-ის „01.15.1938 ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციაში“ (ძირითად კანონში) შესაბამისად.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გომელის ოლქის ფართობი 40.4 ათასი კმ²-ია (1-ლი ადგილი ქვეყანაში), წარმოადგენს ბელარუსის მთელი ტერიტორიის მეხუთედ ნაწილს. ოლქი ესაზღვრება ბელარუსის — მინსკის, ბრესტისა და მოგილევის ოლქებს, ასევე უკრაინასა და რუსეთს.
ოლქის კლიმატი ზომიერი კონტინენტალურია, თბილი ზაფხულითა და რბილი ზამთრით. საშუალო ტემპერატურაა: იანვარში — -5—6 °C, ივლისში — +18—19 °C. ზამთარში, დომინირებს სამხრეთის ქარი, ხოლო ზაფხულში — დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთისა. ქარის სიჩქარე საშუალოდ წელიწადში შეადგენს დაახლოებით 3 მ/წმ-ს. წლიური ნალექი მერყეობს 550-650 მმ შორის.
კლიმატი ხელსაყრელია შაქრის ჭარხლის, სიმინდის, ყურძნისა და სხვა მოსავლის მოსაყვანად.
უდიდესი სანაოსნო მდინარეებია დნეპრი, პრიპიატი, სოჟი და ბერეზინა. ოლქში არსებობს ბევრი ტბა. უდიდესი ტბაა ჩერვონოე (ფართობით 43,6 კმ²).[2] ტერიტორიის 42% დაფარულია ტყეებით.[3]
გომელის ოლქი საკმაოდ ხელსაყრელია ბუნებრივი პირობების განვითარების ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. ოლქის რელიეფი ტოპოგრაფიულად ხელს უწყობს დასახლებების განვითარებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ათვისებას, სამრეწველო საწარმოებების და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარებას.
გომელის ოლქში ცხოვრობს 1 423 972 ადამიანი (2015 წლის 1 ივლისისთვის), მათ შორის ქალაქში — 76,5%, ხოლო თითქმის მეოთხედი — ქალაქგარეთ.[1]
გომელის ოლქის საერთო ფართობი შეადგენს 4036,2 ათას ჰექტარს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწა — 1450,3 ათასი ჰექტარი. სახნავ-სათესი მიწა მოიცავს 61%, სათიბ-საძოვრები კი — 37%.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გომელის ოლქი მოიცავს 21 რაიონს:
No | რაიონი | ბელარ. | ფართობი[4], კმ² |
მოსახლეობა, [5] კაცი (2015) |
ადმინისტრაციული ცენტრი |
---|---|---|---|---|---|
1. | ბრაგინი | Брагінскі | 1960,46 | 12 430 | ბრაგინი |
2. | ბუდა-კოშელევო | Буда-Кашалёўскі | 1594,50 | 30 964 | ბუდა-კოშელევო |
3. | ვეტკა | Веткаўскі | 1558,62 | 17 812 | ვეტკა |
4. | გომელი | Гомельскі | 1955,79 | 67 656 | გომელი |
5. | დობრუში | Добрушскі | 1452,72 | 37 054 | დობრუში |
6. | ელსკი | Ельскі | 1365,68 | 15 877 | ელსკი |
7. | ჟიტკოვიჩი | Жыткавіцкі | 2916,27 | 37 035 | ჟიტკოვიჩი |
8. | ჟლობინი | Жлобінскі | 2110,77 | 102 159 | ჟლობინი |
9. | კალინკოვიჩი | Калінкавіцкі | 2756,24 | 60 624 | კალინკოვიჩი |
10. | კორმა | Кармянскі | 949,15 | 13 825 | კორმა |
11. | ლელჩიცი | Лельчыцкі | 3221,31 | 24 968 | ლელჩიცი |
12. | ლოევი | Лоеўскі | 1045,53 | 12 535 | ლოევი |
13. | მოზირი | Мазырскі | 1603,47 | 131 812 | მოზირი |
14. | ნაროვლია | Нараўлянскі | 1588,82 | 10 693 | ნაროვლია |
15. | ოკტიაბრსკი | Акцябрскі | 1381,19 | 14 347 | ოკტიაბრსკი |
16. | პეტრიკოვი | Петрыкаўскі | 2835,18 | 29 109 | პეტრიკოვი |
17. | რეჩიცა | Рэчыцкі | 2713,95 | 99 856 | რეჩიცა |
18. | როგაჩევი | Рагачоўскі | 2066,99 | 58 331 | როგაჩევი |
19. | სვეტლოგორსკი | Светлагорскі | 1899,91 | 85 492 | სვეტლოგორსკი |
20. | ჰოინიკი | Хойніцкі | 2027,74 | 19 890 | ჰოინიკი |
21. | ჩეჩერსკი | Чачэрскі | 1229,88 | 14 624 | ჩეჩერსკი |
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის დასაწყისში გომელის ოლქის მოსახლეობამ შეადგინა 1 423 964 ადამიანი, მათ შორის, ქალაქის მოსახლეობა — 1 087 105 ადამიანი (76.34%), ხოლო სასოფლისა — 336 859 ადამიანი (23,66%).
ოლქში 17 ქალაქი, 18 დაბა და 2636 სოფელია. ქალაქ გომელში 4 რაიონია.
ეთნიკური შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთნოსი | აღწერა 1926 | Перепись 1939[6] | აღწერა 1959 | აღწერა 1970 | აღწერა 1979 | აღწერა 1989 | აღწერა 1999[7] | აღწერა 2009[8] |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბელარუსები | 734 556 | 1 183 706 | 1 294 046 | 1 318 546 | 1 338 097 | 1 301 346 | 1 271 019 | |
რუსები | 71 273 | 89 664 | 137 410 | 169 288 | 210 419 | 169 263 | 111 085 | |
უკრაინელები | 24 539 | 33 289 | 46 483 | 53 851 | 68 600 | 50 587 | 30 920 | |
ბოშები | 979 | … | 2 199 | 2 676 | 3 602 | 3 258 | 2 501 | |
ებრაელები | 67 578 | 45 004 | 42 312 | 38 433 | 31 770 | 5 896 | 2 341 | |
პოლონელები | 4 369 | 7 119 | 4 841 | 4 731 | 4 556 | 3 572 | 1 958 | |
სომხები | 286 | … | 316 | 317 | 658 | 1 625 | 915 | |
მოლდოველები | 96 | … | 266 | 381 | 801 | 990 | 798 | |
თათრები | 866 | 379 | 924 | 918 | 1 355 | 1 136 | 776 | |
აზერბაიჯანელები | 98 | … | 314 | 709 | 715 | 960 | 653 | |
გერმანელები | 411 | … | 577 | 629 | 754 | 887 | 442 | |
თურქმენები | 39 | 395 | ||||||
ქართველები | 258 | … | 140 | 204 | 452 | 417 | 295 | |
უზბეკები | 129 | … | 268 | 470 | 459 | 273 | 273 | |
ლიეტუველები | 356 | … | 427 | 402 | 707 | 411 | 271 | |
ყაზახები | 240 | … | 168 | 197 | 434 | 223 | 196 | |
ჩუვაშები | 243 | … | 301 | 377 | 547 | 323 | 167 | |
არაბები | … | 138 | ||||||
ჯამში | 908 449 | 1 364 303 | 1 533 304 | 1 594 773 | 1 667 795 | 1 545 083 | 1 440 718 |
წიაღისეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლქის ტყის მიწის ფონდის ფართობი შეადგენს — 1653 ათას ჰექტარს, ტყით დაფარულია 1472,9 ათასი ჰექტარი.
სასარგებლო წიაღისეულებს შორის, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ეკონომიკისათვის, არის სათბობ—ენერგეტიკული ნედლეული. შესწავლილია თითქმის 1500 ტორფის საბადო. ქალაქ მოზირში მუშაობს ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური ქარხანა.
ქვა მარილის შესწავლილი რეზერვები აღემატება 22 მილიარდ ტონას. რეგიონს აქვს კალიუმის მარილის, ცარცის, სამშენებლო ქვის, მინის რეზერვები, გრძელდება ალმასის საბადოების კვლევა.
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გომელის ოლქი გამოირჩევა მნიშვნელოვანი სამრეწველო პოტენციალით და არის ბელარუსის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული სამრეწველო ოლქი.
ოლქში არსებობს 300-ზე მეტი დიდი და საშუალო სამრეწველო საწარმო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გომელის ოლქი, ქალაქები და სოფლები. სურათები
- არქიტეკტურული ძეგლების სურათები დაარქივებული 2008-05-30 საიტზე Wayback Machine.
- გომელის ოლქის ქალაქები დაარქივებული 2010-03-15 საიტზე Wayback Machine.
- გომელის ოლქის გეოგრაფიული მდებარეობა დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- გომელის ოლქი დაარქივებული 2014-10-17 საიტზე Wayback Machine.
- გომელის ოლქის ეკონომიკა დაარქივებული 2014-10-17 საიტზე Wayback Machine.
- ოლქის რუკები
- პროექტი «100 გზა»[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Социально-экономическое развитие регионов Республики Беларусь за январь — июнь 2015 года დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine. // Национальный статистический комитет Республики Беларусь. — Мн., 2015.
- ↑ Гомельская область, Беларусь | Belarus.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-08. ციტირების თარიღი: 2016-03-01.
- ↑ ХАРАКТЕРИСТИКА ГОМЕЛЬСКОЙ ОБЛАСТИ | Гомельский экономический форум. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2016-03-01.
- ↑ «Государственный земельный кадастр Республики Беларусь» დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (2011 წლის მდგომარეობით)
- ↑ Результаты переписи 2015 года.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-03-01.
- ↑ Демоскоп Weekly — Приложение. Справочник статистических показателей
- ↑ DSL-2640U. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-13. ციტირების თარიღი: 2016-03-03.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-18. ციტირების თარიღი: 2010-09-18.