ვიტებსკის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიტებსკის ოლქი
ბელარ. Віцебская вобласць
დროშა
Flag of Vitsebsk Voblasts.svg
გერბი
Coat of Arms of Vitsebsk Voblasts.svg
ქვეყანა ბელარუსის დროშა ბელარუსი
სტატუსი ოლქი
მოიცავს 21 რაიონს
ადმინისტრაციული ცენტრი ვიტებსკი
მსხვილი ქალაქები ვიტებსკი
ორშა
პოლოცკი
შექმნის თარიღი 1938
ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლაი შერსტნევი[1]
მოსახლეობა (2014) 1,230,821 კაცი
სიმჭიდროვე 30,7 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა 85.1% - ბელარუსები
10,2% – რუსები
1,2% - უკრაინელები
0.9% - პოლონელები
ფართობი 40,1 კმ² (2 ადგილი)
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 გორშევა 295[2]
ვიტებსკის ოლქი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+03:00
კოდი ISO 3166-2 BY-VI
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
2
ოფიციალური საიტი

ვიტებსკის ოლქი (ბელარ. Віцебская вобласць) — ოლქი ჩრდილოეთ ბელარუსში.

მოსახლეობა 1,202 მილიონი ადამიანი. ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ვიტებსკი. დაარსდა 1938 წლის 15 იანვარს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1938 წლის 15 იანვარს, სსრკ-ს "01.15.1938 ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციაში" (ძირითად კანონში) შესაბამისად.

სსრკ-ს შექმნის დროს ოლქის ტერიტორია იყო ნაწილი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის. 1924 წელს ოლქია მთავარი ნაწილი გადაეცა ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტებსკის ოლქი მოიცავს 40,000 კმ² ფართობს, რომელიც დაახლოებით 19.4% ბელარუსის მთლიანი ტერიტორიის.[3]

2000 წელს ბელარუსი მეცნიერები ალექსეი სოლომონოვმა და ვალერი ანოშკომ გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც მათ განაცხადეს, რომ ევროპის გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობდა ტბა შოში (ბელარ. Шо), ვიტებსკის ოლქში.

ოლქში მდებარეობს ბევრი ეროვნული პარკი, ნაკრძალი და დაცული ველური ბუნება ეროვნული მნიშვნელობის, ვიდრე ბელარუსის რომელიმე სხვა ოლქში. ბრასლავის ტბები და ნაროჩის ეროვნული პარკები და ასევე ბერეზინსკის ბიოსფერული ნაკრძალი მოიცავს მთელი ოლქის ტერიტორიის 3,4%, აგრეთვე 22 ველური დაცული პარკი, რომელიც ატარებს ეროვნულ მნიშვნელობას შეადგენს ოლქის ტერიტორიის 4,1%.[4]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონალური დაქვემდებარების ქალაქები:

ვიტებსკის ოლქი მოიცავს 21 რაიონს:

No რაიონი ბელარ. ფართობი,[5]
კმ²
მოსახლეობა, კაცი (2014) ადმინისტრაციული
ცენტრი
1. ვიტებსკი Віцебск 2737,85 37 684 ვიტებსკი
2. ბეშენკოვიჩი Бешанковіцк 1249,65 16 453 ბეშენკოვიჩი
3. ბრასლავი Браслаўск 2270,07 27 073 ბრასლავი
4. ვერხნედვინსკი Верхнядзвінск 2140,76 22 564 ვერხნედვინსკი
5. გლუბოკოე Глыбоцк 1759,58 38 456 გლუბოკოე
6. გოროდოკი Гарадоцк 2980,13 24 049 გოროდოკი
7. დოკშიცი Докшыцк 2267,61 24 487 დოკშიცი
8. დუბროვნო Дубровенск 1249,70 15 327 დუბროვნო
9. ლეპელი Лепельск 1822,22 33 625 ლეპელი
10. ლიოზნო Ліёзненск 1417,63 16 156 ლიოზნო
11. მიორი Міёрск 1786,64 21 602 მიორი
12. არშა Аршанск 1667,73 31 132 არშა
13. პოლოცკი Полацк 3137,78 23 822 პოლოცკი
14. პოსტავი Пастаўск 2096,44 37 348 პოსტავი
15. როსონი Расонск 1926,87 10 008 როსონი
16. სენო Сенненск 1966,05 23 133 სენო
17. ტოლოჩინი Талачынск 1498,56 26 280 ტოლოჩინი
18. უშაჩი Ушацк 1489,38 14 251 უშაჩი
19. ჩაშნიკი Чашніцк 1481,12 32 241 ჩაშნიკი
20. შარკოვშინსკი Шаркаўшчынск 1189,18 16 316 შარკოვშინსკი
21. შუმილინო Шумілінск 1695,40 18 806 შუმილინო

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Vitsebsk province - population.png

ოლქის მოსახლეობა 1999 წლის აღწერის მონაცემებით იყო 1377,2 ათასი ადამიანი, მათ შორის ქალაქის — 923.1 (67%), სოფლის — 454,1 ათასი ადამიანი (33%).

დინამიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

19591999 პერიოდში, ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა 2,3-ჯერ, ხოლო სოფლის იმავე პერიოდში შემცირდა 48%-ით.

სიმჭიდროვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქში არსებობს 6480 სოფლის ტიპის დასახლება, საიდანაც 366 - მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი. სოფლებს შორის დომინირებს მცირე დასახლებები - რომლის მოსახლეობა 10-მდე ადამიანია. ასეთი დასახლებები 2006 წლის დასაწყისში იყო 4.718, ან 73%-ს შეადგენდა. აქ ცხოვრობს სოფლის მოსახლეობის 19%.

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნოსი აღწერა 1926 აღწერა 1939[6] აღწერა 1959 აღწერა 1970 აღწერა 1979 აღწერა 1989 აღწერა 1999 აღწერა 2009[7]
ბელარუსები 1 061 754 1 036 550 1 131 584 1 133 027 1 119 479 1 129 141 1 047 978
რუსები 101 041 118 816 167 656 187 016 213 911 187 872 124 958
უკრაინელები 15 658 11 636 19 819 23 757 26 148 21 926 14 557
პოლონელები 11 515 83 800 24 876 17 308 25 266 21 003 11 141
ებრაელები 77 173 18 987 17 343 15 080 12 702 4 633 2 127
ბოშები 709 1 100 1 274 1 716 1 598 1 186
სომხები 411 335 342 571 1 431 1 149
თათრები 1 221 1 248 1 544 1 413 1 538 1 260 822
აზერბაიჯანელები 152 203 259 726 834 646
ლიტველები 1 863 1 138 1 027 1 079 917 624
მოლდოველები 76 232 409 720 649 522
ლატვიელები 4 522 909 788 759 755 499
ქართველები 375 186 207 341 384 285
გერმანელები 882 232 353 476 639 268
ჩუვაშები 347 359 405 531 396 221
ჯამში 1 281 238 1 276 113 1 370 006 1 385 372 1 409 909 1 377 161 1 230 821

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქის წამყვანი ინდუსტრიელი დარგებია: საწვავის — დაახლოებით 58%, ელექტროენერგიის — 10.8%, კვების მრეწველობა — 8.8%, მსუბუქი მრეწველობა — 5.1%, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა — 1.9%.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]