გეორგიოს II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გეორგიოს II
ბერძ. Γεώργιος Βʹ
Georgeiiofgreece.jpg
დაბადების თარიღი 19 ივლისი 1890(1890-07-19)[1] [2] ან 1 აგვისტო 1890(1890-08-01)[3]
დაბადების ადგილი Tatoi Palace
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი 1947(1947-04-01)[4] [2] [3] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი ათენი[5]
მოქალაქეობა Flag of Greece.svg საბერძნეთი
მამა კონსტანტინოს I[3]
დედა სოფია პრუსიელი[3]
მეუღლე/ები ელიზაბეტა რუმინელი
ჯილდოები Distinguished Service Order, სამეფო ვიქტორიანული ორდენის დიდი ჯვრის რაინდი, Q65814461?, War Cross და იტალიის გვირგვინის ორდენის კავალერი
George II of Greece Signature.svg

გიორგიოს II ( ბერძ. Γεώργιος Βʹ, დ. 7 ივლისი, 1890 - გ. 1 აპრილი, 1947 ) მეფობდა საბერძნეთის მეფედ 1922 წლიდან 1924 წლამდე და 1935 წლიდან 1947 წლამდე. იგი იყო პრინცი ფილიპეს, ედინბურგის ჰერცოგის ბიძაშვილი მამის მხრიდან და ვილჰელმ II- ის,გერმანიის უკანასკნელი იმპერატორის, დისშვილი.

ადრინდელი ცხოვრება, მეფობის პირველი პერიოდი და გადასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი ფილიპ დე ლაზლოს მიერ, 1914
გეორგიოსი პრუსიის ფორმაში (1914)

გეორგიოსი დაიბადა სამეფო ვილა ტატოიში, ათენის მახლობლად, საბერძნეთის გვირგვინოსან პრინც კონსტანტინოსის და მისი მეუღლის, პრუსიის პრინცესა სოფიას უფროსი ვაჟი. გეორგიოსმა სამხედრო კარიერა გააგრძელა, პრუსიის გვარდიასთან ვარჯიშობდა 18 წლის ასაკში, შემდეგ კი ბალკანეთის ომებში მსახურობდა, როგორც პირველი ბერძნული ქვეითი. როდესაც ბაბუა მოკლეს 1913 წელს, მისი მამა გახდა მეფე კონსტანტინოს I, ხოლო გიორგი გახდა გვირგვინოსანი პრინცი.

მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს მეფე კონსტანტინოს I გადააყენეს გადატრიალების შედეგად, გვირგვინოსანი პრინცი გეორგიოსი, მაშინდელი მაიორი, 1917 წელს გაყვა მამამისს გადასახლებაში . გეორგიოსის უმცროსი ძმა, ალექსანდროსი, მეფედ დანიშნა პრემიერ-მინისტრმა ელეფთერიოს ვენიზელოსმა, როგორც რჩეული რესპუბლიკელი. როდესაც ალექსანდროსი I გარდაიცვალა 1920 წელს მაიმუნის ნაკბენისგან ინფიცირების შედეგად, ხმა მისცეს ვენიზელოსის კაბინეტიდან გაშვებას, ხოლო პლებისციტმა აღადგინა კონსტანტინოსი ტახტზე. გვირგვინოსანი პრინცი გეორგიოსი მსახურობდა პოლკოვნიკად, შემდეგ კი მთავარ გენერლად თურქეთის წინააღმდეგ ომში. ამ ხნის განმავლობაში იგი დაქორწინდა თავის მეორე ბიძაშვილზე, 1921 წლის 27 თებერვალს ბუქარესტში, რუმინეთის პრინცესა ელისაბედზე, მეფე ფერდინანდის და რუმინეთის დედოფალ მარის ქალიშვილზე . როდესაც თურქებმა დაამარცხეს საბერძნეთი დუმლუპინარის ბრძოლაში, სამხედროებმა იძულებული გახადეს კონსტანტინოსი, რომ გადამდგარიყო, ხოლო საბერძნეთის სამეფო გადაიბარა გეორგიოსმა 1922 წლის 27 სექტემბერს. [6]

1923 წლის ოქტომბერში სამეფო გადატრიალების შემდეგ, რევოლუციურმა კომიტეტმა სთხოვა მას, დაეტოვებინა საბერძნეთი, იქამდე ვიდრე ეროვნული ასამბლეა არ განიხილავდა მთავრობის მომავალი ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას. თავიდან იგი უარს ამბობდა გადადგომაზე მაგრამ გადადგა და 1923 წლის 19 დეკემბერს გადასახლდა რუმინეთში მეუღლესთან ერთად. როდესაც 1924 წლის 25 მარტს გამოცხადდა რესპუბლიკა, იგი ოფიციალურად ჩამოაგდეს სამეფო ტახტიდან და ჩამოართვეს საბერძნეთის მოქალაქეობა, ხოლო მისი ქონება ჩამორთმეული იქნა. [7] როგორც ცივი, ბრაზიანი ადამიანი, გეორგიოსი იშვიათად გამოხატავდა სიყვარულს ან სითბოს მათ მიმართ, ვინც მას იცნობდა და, რა თქმა უნდა, მათი უმეტესი ნაწილი სამეფო კარის სუბიექტები იყვნენ. [8] ბევრი აღნიშნავდა, რომ მისი განწყობები, სულიერი პიროვნება, უფრო შეესაბამებოდა დანიის წინაპრების ხასიათს, ვიდრე საბერძნეთის წინაპრებს. [8] გარდა ამისა, გეორგიოსმა მისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა უცხოეთში და ამ გამოცდილებამ იგი დასავლეთ ევროპელად აქცია. [8] ის საბერძნეთს ხედავდა, როგორც დასავლეთ ევროპას, ჩამორჩენილ ბალკანეთის სახელმწიფოს კი განიხილავდა როგორც პრიმიტივს, რომელიც დასახლებული იყო რომანტიკულ, მაგრამ არაცივილური ადამიანებით.

მისი გადასახლების დროს, გეორგიოსის ცოლი დარჩა ბუქარესტში, ხოლო მან უფრო მეტი დრო გაატარა უცხოეთში, ბრიტანეთში ან დედასთან ფლორენციაში. 1932 წელს მან სამუდამოდ დატოვა რუმინეთი და გადავიდა ბრიტანეთში. [9] მას და ელიზაბეტს შვილები არ ჰყოლიათ და განქორწინდნენ 1935 წლის 6 ივლისს. [10] გეორგიოსის მთავარი სიყვარული იყო მისი ინგლისელი ქალბატონი, ჯოის ბრიტინ-ჯონსი იყო, რომელსაც მან უწოდა ჯეი (J). [8]

მონარქიის აღდგენა და მეტაქსას რეჟიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეორგიოსი და მისი ცოლი ელიზაბეტი, რუმინეთის დევნილობაში, ლონდონი (1931)

1924-1935 წლებში საბერძნეთში შეიცვალა მთავრობა, დამყარდა დიქტატურა, რასაც მოჰყვა 13 გადატრიალება. გენერალი გეორგიოს კონდილისი, ყოფილი ვენიზელისტი, რომელმაც მოულოდნელად გადაწყვიტა თავისი კავშირების გადატანა მონარქისტულ ძალებთან, 1935 წლის ოქტომბერში დაამხეს მთავრობა და თავად დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. შემდეგ მან მოაწყო პლებისციტი, რომ დაემტკიცებინა თავისი მთავრობა და დასრულებულიყო რესპუბლიკა. 1935 წლის 3 ნოემბერს, ხმების თითქმის 98% -მა მხარი დაუჭირა მონარქიის აღდგენას. [11] კენჭისყრა არ იყო საიდუმლო, ხოლო მონაწილეობა სავალდებულო იყო. როგორც ტაიმმა აღწერა: „როგორც ამომრჩეველს, თითოეულ მათგანს, შეეძლო ყუთში ჩაეგდო ლურჯი ხმა გეორგიოს II- სთვის და წითელი - რესპუბლიკისათვის." '' [12]

გეორგიოსი, რომელიც ლონდონის ბრაუნის სასტუმროში ცხოვრობდა, 25 ნოემბერს ბერძნულ მიწაზე დაბრუნდა. თითქმის მაშინვე იჩინა თავი უთანხმოებამ მასსა და კონდილისს შორის ზოგადი ამნისტიის პირობების შესახებ, რომლის გამოცხადებაც სურდა მეფეს, და გეორგიოსმა დანიშნა დროებითი პრემიერ-მინისტრი კონსტანტინო დემერზისი. ახალი არჩევნები ჩატარდა იანვარში, რის შედეგადაც მიიღეს hung parliament (პარლამენტი, რომელშიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უმრავლესობა). პარლამენტში მოხვდნენ კომუნისტები, რომლებიც, ბუნებრივია, ანტი-მონარქისტული პოლიტიკით გამოირჩეოდნენ. მოულოდნელად დაიღუპნენ სხვადასხვა პოლიტიკოსები (კონდილისა და დემერზის ჩათვლით), ისევე როგორც გაურკვეველმა პოლიტიკურმა ვითარებამ, განაპირობა ვეტერანი ჯარის ოფიცრის იოანის მეტაქსას ძალაუფლების ამაღლება. 1936 წლის 4 აგვისტოს გეორგიოსმა დაამტკიცა მეტაქსას დიქტატურის დამყარება - „ 4 აგვისტოს რეჟიმი ”, [13] ხელმოწერილი ბრძანებულებებით დაიშალა პარლამენტი, აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, გაუქმდა კონსტიტუცია და გამოცხადდა „მესამე ელინური ცივილიზაციის“ შექმნა. [14] მეფემ, რომელიც პრემიერ – მინისტრ მეტაქსასთან ერთად მმართველობდა, აკონტროლებდა მემარჯვენე რეჟიმს, რომლის დროსაც დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტები და დაწესდა მკაცრი ცენზურა. ამ პერიოდში აკრძალული წიგნების ინდექსი მოიცავდა პლატონის, თუკიდიდესა და ქსენოფონტის შრომებს. გეორგიოსს არ მოსწონდა ბერძენი პოლიტიკოსების და რიგითი ბერძნების ურთიერთობა და ამჯობინა მეტაქსას გაეკონტროლებინა პროვინციებში არსებული მდგომარეობა. [15] მისმა მხარდაჭერამ 4 აგვისტოს რეჟიმისადმი ბოლო მოუღო გეორგიოსის პოპულარობას საბერძნეთში. [16]

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეორგიოს II ეგვიპტეში, 1942

იტალიისა და გერმანიის შემოსევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ნაციონალისტური მთავრობის ძლიერი ეკონომიკური და სამხედრო კავშირებისა გერმანიასთან, კავშირი, რომელიც გაგრძელდა ნაცისტურ გერმანიასთან, თავიდანვე ცნობილი იყო რომ მეფე გეორგიოსს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში პრო-ბრიტანული გრძნობები ჰქონდა. 1940 წლის 28 ოქტომბერს, მეტაქსამ უარყო იტალიის ულტიმატუმი, რომელიც ითხოვდა იტალიის ჯარების განლაგებას საბერძნეთში, ხოლო იტალია შეიჭრა საბერძნეთში და დაიწყო იტალია-საბერძნეთის ომი. ბერძნებმა განალაგეს თავდაცვითი ძალები და საბოლოოდ დაიპყრეს ალბანეთის სამხრეთი ნახევარი (მაშინდელი იტალიური პროტექტორატი), მაგრამ როდესაც გერმანელები შევიდნენ ბულგარეთში 1941 წლის 6 აპრილს, ბერძნები და ბრიტანეთის საექსპედიციო ძალები დაამარცხეს და მოახდინეს ქვეყნის ოკუპირება. [17]

1941 წლის აპრილის კრიზისი და ევაკუაცია კრეტაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის 18 აპრილს პრემიერ-მინისტრის ალექსანდრო კორეზისის თვითმკვლელობის შემდეგ, გერმანიის სწრაფი წინსვლის შედეგად, გეორგიოსმა რამდენიმე დღის განმავლობაში, თავი ცნო მთავრობის დე ფაქტო უფროსად (ისევე, როგორც სამი შეიარაღებული სამსახურის მინისტრის ხელმძღვანელად). [18] ამრიგად, მეფეს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, შეექმნა ეროვნული მთავრობა და გაუქმებულიყო საძულველი დიქტატორული რეჟიმი, რომლის მხარდაჭერის ერთადერთი საფუძველი ახლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ ნაბიჯისკენ მოუწოდებდა ბრიტანეთის გავლენიანი ელჩი, მაიკლ პალარეტი, გეორგიოსმა უარი თქვა. [18] ქვეყანაში შექმნილი არეულობების გამო მონარქსა და მთავრობას მოუხდათ კრეტაზე წასვლა ევაკუაციისათვის. თუმცა გერმანიამ საჰაერო შეტევები განახორციელა კუნძულ კრეტაზე და მეფე ეგვიპტეში გაიქცა.

გადასახლებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დროს იგი დარჩა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმწიფოს მეთაურად, რომელსაც მხარს უჭერდნენ გადასახლებული მთავრობა და ბერძნული ძალები, რომლებიც მსახურობდნენ შუა აღმოსავლეთში. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ მეფეს მოუწოდა, 4 აგვისტოს რეჟიმის გაუქმებისკენ. [8] გეორგიოსმა დიდხანს გაუწია წინააღმდეგობა ბრიტანეთის ზეწოლას. [8] მეტაქსას რეჟიმიც ინარჩუნებდა ძალაუფლებას. [19] მაგრამ დიდი ბრიტანეთის ზეწოლის პირობებში, გეორგიოსმა 1941 წლის 28 ოქტომბერს რადიოს საშუალებით გამოაცხადა, რომ 4 აგვისტოს რეჟიმი დასრულდა და მან პირობა დადო,რომ აღარდგენდა 1911 წლის კონსტიტუციის მუხლებს. [20]

საბერძნეთში დაბრუნება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეორგიოს მეორის საფლავი, ტატოის სასახლის მახლობლად

არჩევნები 1946 წლის 31 მარტს ჩატარდა, რომელშიც მოიგეს მონარქისტულმა პარტიებმა, პარლამენტში ადგილები დაიკავეს კომუნისტებმაც. კვლავ ჩატარდა რეფერენდუმი მონარქიასთან დაკავშირებით. გამოცხადებული შედეგებით, 68,4%-მა მოითხოვა, მეფის მმართველობის გაგრძელება. [21] ამასთან, მოკავშირეთა დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ ოფიციალური შედეგები მონარქის მომხრეების მხრიდან მნიშვნელოვანი თაღლითობით წარიმართა. [22]

26 სექტემბერს გეორგიოსი დაბრუნდა საბერძნეთში და აღმოაჩინა, რომ სამეფო სასახლე გაძარცვული იყო, ტატოის ტყეები კი გაჩეხილი საწვავისთვის და ცხედრებისთვის. [23] მის ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი და პოლიტიკური არასტაბილურობა იყო შექმნილი.

იგი გარდაიცვალა ათეროსკლეროზით, 1947 წლის 1 აპრილს, მას შემდეგ რაც უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს ათენის სამეფო სასახლეში, მის საკუთარ ოთახში. როდესაც ახალი ამბავი გამოცხადდა, ბევრმა იფიქრა, რომ ეს იყო საპირველაპრილო ხუმრობა . [24]

მისი დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა 6 აპრილს ათენის მართლმადიდებლურ ტაძარში.

მისი მემკვიდრეობა მისმა უმცროსმა ძმამ, პავლოსმა გადაიბარა. მრავალი გადასახლების გამო, მან აღნიშნა, რომ:

ვიკიციტატა
„საბერძნეთის მეფისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი არის ჩემოდანი. [25]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Lundy D. R. The Peerage
  4. Encyclopædia Britannica
  5. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #124327214 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. John Van der Kiste (1994). Kings of the Hellenes. Stroud, Gloucestershire: Alan Sutton Publishing, გვ. 136–137. ISBN 0-7509-0525-5. 
  7. Van der Kiste, p. 144.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Brewer 2016.
  9. Van der Kiste, pp. 145–146
  10. Van der Kiste, p. 151.
  11. Van der Kiste, p. 153.
  12. By the Grace of God, Time Magazine, 18 November 1935.
  13. Van der Kiste, pp. 154–156.
  14. Current Biography 1943, pp. 225–229.
  15. Close p.42
  16. Close p.42
  17. Van der Kiste, pp. 161–162.
  18. 18.0 18.1 Koliopoulos 1976–1977.
  19. Brewer, p.119-120
  20. Clogg, p. 384-385
  21. Van der Kiste, p. 172.
  22. Report by Messrs. Richard T. Windle and Leland Morris, Chiefs of the Allied Mission To Observe the Greek Elections, 7 September 1946.
  23. Van der Kiste, p. 173.
  24. Van der Kiste, p. 175.
  25. Antony Beevor (2004). Crete: The Battle and the Resistance. Athens: Govostis Pub., გვ. 104. ISBN 960-270-927-8. 

[[კატეგორია:დაბადებული 7 ივლისი]