კონსტანტინოს I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინოს I
Κωνσταντίνος Αʹ
Constantine I of Greece (1914).jpg
საბერძნეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 18 მარტი 1913
მმართ. დასასრული: 11 ივნისი 1917
წინამორბედი: გეორგიოს I
მემკვიდრე: ალექსანდროსი
საბერძნეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 19 დეკემბერი 1920
მმართ. დასასრული: 27 სექტემბერი 1922
წინამორბედი: ალექსანდროსი
მემკვიდრე: გეორგიოს II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 აგვისტო 1868
დაბ. ადგილი: ათენი, საბერძნეთი
გარდ. თარიღი: 11 იანვარი 1923
გარდ. ადგილი: სიცილია, იტალია
მეუღლე: სოფია პრუსიელი
შვილები: ალექსანდროსი
გეორგიოს II
ელენე ბერძენი
პავლე
ირინე ბერძენი
ეკატერინე ბერძენი
მამა: გეორგიოს I
დედა: ოლღა კონსტანტინოვნა
რელიგია: ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია

კონსტანტინოს I (ბერძნ. Κωνσταντῖνος Αʹ, Βασιλεὺς τῶν Ἑλλήνων, Konstantínos Αʹ, Vasiléfs ton Ellínon; დ. 2 აგვისტო 1868 — გ. 11 იანვარი 1923) — საბერძნეთის მეფე 1913—1917 და 1920—1922 წლებში. ის იყო უმაღლესი მთავარსარდალი 1897 წლის საბერძნეთ-ოსმალეთის წარუმატებელი ომის დროს. ის აგრეთვე სათავეში ედგა საბერძნეთის ძალებს 1912—1913 წლების ბალკანეთის ომების დროს, სადაც საბერძნეთმა სალონიკი აიღო და გაორმაგდა მათი ფართობი და პოპულაცია. მამამისის მკვლელობის შემდეგ, 1913 წლის 18 მარტს კონსტანტინოს I საბერძნეთის ტახტზე ავიდა.

მის უთანხმოებას ელეფტერიოს ვენიზელოსთან, შეეძლო გამოეწვია პირველ მსოფლიო ომში საბერძნეთის ჩაბმა და ეროვნული განხეთქილება. კონსტანტინოს I ვენიზელოს აიძულებდა მეორედ გადამდგარიყო, თუმცა ანტანტის მხრიდან ათონის დაბომბვის მუქარის გამო, 1917 წელს კონსტანტინოსმა საბერძნეთი დატოვა. ტახტზე მისი მეორე ვაჟი ალექსანდროსი ავიდა. ალექსანდროსის გარდაცვალების შემდეგ, საბერძნეთის 1920 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვენიზელოსი დამარცხდა და პლებისციტის შედეგად, კონსტანტინოსის დაბრუნება და აღდგენა მოითხოვეს. კონსტანტინოს I ტახტი მეორედ და უკანასკნელად 1922 წელს დათმო, როდესაც საბერძნეთი 1919—1922 წლების საბერძნეთ-ოსმალეთის ომში დამარცხდა. ამ დროისთვის წარმატება მისმა უფროსმა ვაჟმა, გეორგიოს II-მ მიაღწია. კონსტანტინოსი გადასახლებიდან ოთხ თვეში, სიცილიაში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • George B. Leontaritis, Greece and the First World War (1990)
  • Darling, Janina K. (2004). "Panathenaic Stadium, Athens", Architecture of Greece. Greenwood Publishing Group. ISBN 0-313-32152-3. 
  • Young, David C. (1996). The Modern Olympics: A Struggle for Revival. JHU Press. ISBN 0-8018-7207-3. 
  • Van der Kiste, John (1994). Kings of the Hellenes. Sutton Publishing. ISBN 0-7509-2147-1. 
  • Polykratis, Iakovos Th. (1945–1955). „Constantine“. Passas Ioannis (Greek). Encyclopedia "The Helios". XI. Athens.