მიხეილ ქავთარია
| მიხეილ ქავთარია | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 19 სექტემბერი, 1929[1] |
| დაბ. ადგილი | ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ[1] |
| გარდ. თარიღი | 14 აპრილი, 2019[1] (89 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ფილოლოგი[1] [2] და ლიტერატურათმცოდნე[1] |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მიხეილ ქავთარია (დ. 19 სექტემბერი, 1929, ხაშური — გ. 14 აპრილი, 2019, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიხეილ ქავთარია დაიბადა 1929 წლის 19 სექტემბერს. 1947 წელს დაამთავრა ქალაქ ხაშურის რკინიგზის მე-12 (შემდეგში რკინიგზის მე-3 და ახლანდელი ხაშურის მე-6 საჯარო) სკოლა. 1952 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954-1957 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით. 1960 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თემაზე - „ბესარიონ ორბელაშვილის შემოქმედება“. 1981 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თემაზე -„XVII-XVIII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფია“.
მიხეილ ქავთარია 1958 წლიდან დღემდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია.
2014 წელს პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ პირადი ბიბლიოთეკა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა, სადაც გაიხსნა მისივე სახელობის კაბინეტი. ამავე წელს იგი დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მუშაკი სულიერისა ვენახისაჲ - მიხეილ ქავთარია 80“, თბილისი, 2012.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ ქავთარიას იუბილე ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაარქივებული 2023-09-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ Catalog of the German National Library
- ↑ მიხეილ ქავთარია დიმიტრი ყიფიანის მედლით დაჯილდოვდა[მკვდარი ბმული]
