განხილვა:მაღრან-დვალეთის კავკასიონი
ნმადვილად ამ სახელითაა შეტანილი ქსე–ში? რომ "დაგუგლავთ" ქართულად, ეს ტერმინი მხოლოდ ვიკიპედიის გვერდებზე გვხვდება, ან სხვა საიტებზე, სადაც ვიკიპედიის ეს ინფორმაციაა გადატანილი. რუსულში მხოლოდ ერთადერთხელ შემხვდა და ისიც სეპარატისტების რომელიღაც ე.წ. სამინისტროს საიტზე. სხვაგან ამგვარი ტერმინის – ოსეთის კავკასიონი – ჭაჭანება არ არის. სტატიის წყაროდ დასახელებულია ქსე, იქნებ ვიბნმემ გადაამოწმოს და სევე დადოს ის ლიტერატურა, რაც ქსე–ში არის მითითებული (თუ საერთოდ არის ქსე–ში მსგავსი სტატია). ძალიან უცნაური სათაურია. ჯაბა, შეგიძლიათ სხვა ავტორიტეტული წყაროები დადოთ ამ ტერმინის არსებობის შესახებ?--Zolokin განხილვაწვლილი 20:54, 28 ოქტომბერი 2010 (UTC)
ქსე-ში ნამდვილად არის და სხვა ავტორიტეტული წყაროებისა რა მოგახსენო. — ჯაბა ლაბაძე (გ) 21:07, 28 ოქტომბერი 2010 (UTC)
თუ მხოლოდ ქსე–ში იხსენიება, მაშინ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ინტერნეტში გიცდიათ მოძებნა?--Zolokin განხილვაწვლილი 21:10, 28 ოქტომბერი 2010 (UTC)
კიდევ ერთი შეკითხვა: ეს ამხელა სტატია მთლიანად ქსე–დანაა?--Zolokin განხილვაწვლილი 21:37, 28 ოქტომბერი 2010 (UTC)
არ მიცდია. დიახ ქსე-დანაა. — ჯაბა ლაბაძე (გ) 03:37, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)
- რატომაა უცნაური სატაური? ოსეთი ხომ არსებობს, ჩრდილოეთ კავკასიაში, შესაბამისასად შესაძლოა არსებობდეს ოსეთის კავკასიონიც. — დათო პასუხი 04:48, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)
- უცნაური იმიტომაა, რომ ვერცერთ სხვა აკადემიუერ გამოცემაში (ინტერნეტში არსებული), როგორც ქართულში ასევე რუსულში და, მითუმეტეს, ინგლისურში ეს ტერმინი არ იხმარება. საიდან გაჩნდა ქსე–ში ეს არის უცნაური.--Zolokin განხილვაწვლილი 12:14, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)
ზოლოკინ ქსე-ში საიდან გაჩნდა ვერც მე გიპასუხებ და მით უმეტეს ვერც დათო, ეგ ტომი რომ გამოვიდა სიტყვა ოსეთის მნიშვნელობაც არ მესმოდა, ხოლო დათო დაბადებულიც არ იყო. — ჯაბა ლაბაძე (გ) 15:11, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)
გასაგებია. გეოგრაფებთან არის გასარკვევი, როგორც ჩანს.--Zolokin განხილვაწვლილი 20:40, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)
- სტატიის ავტორი ქსე-ში დავით უკლება--ცანგალა (გ) 16:46, 30 ოქტომბერი 2010 (UTC)
- საინტერესოა, როდის გაჩნდა ეს ტერმინი... – BruTe (გ) 19:29, 4 ნოემბერი 2010 (UTC)
- უნივერსიტეტში ვიკითხე პროფესორებთან და მითხრეს, რომ არსებობს ასეთი სახელწოდება ოსეთის კავკასიონი, ეს არის კავკასიონის ქედის მონაკვეთი რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე.--ვასკო და გამა 15:55, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
აბა მაშინ პრეამბულაში ეს განმარტება რას ნიშნავს?
„ოსეთის კავკასიონი - კავკასიონის სამხრეთ კალთის მონაკვეთი მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნისა და ლეხურის აუზების ფარგლებში.
“
|
ჩრდილოეთ კავკასიაზეა საუბარი თუ სამხრეთ კალთებზე? --Zolokin განხილვაწვლილი 16:26, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
- დამასწარით... მეც ეგ უნდა მეკითხა. :) – BruTe (გ) 16:28, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
- არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ სტატია წაიშალოს, მაგრამ თუ სხვა ავტორიტეტული წყარო არ მოიძებნა, რომელიც ამ ტერმინის არსებობას ამტკიცებს, მოგვიწევს წაშლაზე ფიქრი ... ალბათ.--Zolokin განხილვაწვლილი 17:27, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
სტატიის წაშლა ნამდვილად არ იგეგმება ახლო მომავალში. არ ვიცი რატომ ფიქრობთ ასე. სტატიაში მოხსენიებულია უამრავი ობიექტი და ამ ობიექტებზე არსებულ სტატიებში კიდევ ეს ტერმინი, როგორც ჩანს ქსე-ში შეცდომა ნამდვილად არაა გაპარული. (ზეკარა (უღელტეხილი), ზეკარა (მწვერვალი), გერმუხის ქედი, ხარულის ქედი.....). ამ შემთხვევაში მე მგონი ქსე სავსებით სანდოა. — ჯაბა ლაბაძე (გ) 17:49, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
- ჯაბა, მე ზეკარას უღელტეხილის, ზეკარას მწვერვალის, გერმუხის ქედის, ხარულის ქედის არსებობაში კი არ შემპარვია ეჭვი, არამედ მათ კუთვნილებაში ე. წ. "ოსეთის კავკასიონთან". ტერმინი "ოსეთის კავკასიონი", ვიკიპედიის გარეთ (და ქსე–ს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში), დიდი მცდელობის მიუხედავად, ინტერნეტში ძებნისას არსად შემხვდა. არც რუსულად არის სადმე "осетинский кавказ". ერთადერთხელ შემხვდა "Осетинского Кавкасиони" და ისიც სეპარატისტების ოფიციალურ საიტზე – Географическое положение и природные условия РЮО. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ, რომ ეს ტერმინი საყოველთაოდ იყოს გაზიარებული და ის საბჭოთა პროპაგანდის ჩავარდნილ მცდელობად მიმაჩნია. თუ მოიტანთ ავტორიტეტულ აკადემიურ წყაროებს, რომლებიც ამ ტერმინს ხმარობენ, მაშინ სხვა საქმე, მაგრამ თუ ვერა – ქსე–ც კი ამ საქმეს ვეღარ უშველის. მაშინ თუ არ წაიშლება უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი იხმარება მხოლოდ ქსე–ში. "Большая советская энциклопедия"–შიც კი არის სტატიები "Осетинская литература", "Осетинская равнина", "Осетинский язык", მაგრამ "Осетинский Кавкасиони" ან "Осетинский кавказ" არ არის. სეპარატისტების წყალზე ასხამს ამ შემთხვევაში ქსე წყალს და ჩვენც ვუმატებთ. --Zolokin განხილვაწვლილი 18:43, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
გასაოცარია, მე არ მითქვამს რომ ზეკარის და სხვა მსგავსი ობიექტების არსებობაში გეპარებათ ეჭვი. უბრალოდ ძალიან მეეჭვება ისეთი „სეპარატიზმისა“, რომელიც თვით რუსებსაც კი „გამორჩენიათ“. — ჯაბა ლაბაძე (გ) 18:48, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
- სამაგიეროდ სეპარატისტების ოფიციალურ საიტზე არ გამორჩათ. ნამდვილად ვერ ვხვდები აქამდე რუსებმა ეს რატომ არ "გააპიარეს", ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ეს ტერმინი იმდენად უსაფუძვლოა, რომ რუსებიც კი არ ხმარობენ მას. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. მაშინ მიუთითეთ სხვა ავტორიტეტული წყარო, ქსე ბოლობოლო პანაცეა არ არის, ისიც ადამიანების შექმნილია.--Zolokin განხილვაწვლილი 19:00, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
- გადავამოწმე ქსე–ში, მხოლოდ უკლებაა მითითებული, როგორც სტატიის ავტორი, მაგრამ სხვა სპეციალური ლიტერატურა მითითებული არაა. ისღა დაგვრჩენია, რომ გეოგრაფიის ინსტიტუტში ვიკითხოთ ამ ტერმინის წარმოშობისა და ხმარების ისტორია, თუ არადა, მაშინ შეიძლება დარცეს სტატია, მაგრამ პრეამბულაში მიეთითოს, რომ არის მარგინალური ჰიპოთეზა.--Zolokin განხილვაწვლილი 19:43, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
კავკასიონის მთათა სისტემას მონაკვეთებად ყოფდნენ (კახეთის კავკასიონი, აფხაზეთის კავკასიონი, ხევის კავკასიონი და სხვ.). იმ დროს, როდესაც ქართული საბჭოთა ენციკლოპედია იქმნებოდა, საქართველოს სსრ–ის შემადგენლობაში არსებობდა სამხრეთ ოსეთის აო და როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა, რომ კავკასიონის ცხინვალის რეგიონის მონაკვეთს ოსეთის კავკასიონი უწოდეს (უფრო ზუსტად, ქსე–მ უწოდა). ჩვენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არასწორი უნდა იყოს ასეთი ტოპონიმის გამოყენება. დავეთანხმები ზოლოკინს და ვიტყვი რომ მართლა მოგვიწევს წაშლაზე ფიქრი. – BruTe (გ) 09:43, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- BruTe–ს კომენტარმა დამარწმუნა, რომ სტატია წასაშლელია. — დავით პასუხი 10:33, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- 100%-ით გეთანხმებით, უდავოდ წასაშლელია.--მიხეილ (გ) 11:03, 7 თებერვალი 2011 (UTC)
წაშლა პრობლემა არაა, მაგრამ მაინტერესებს ასეთი რამ: უკვე აღარ არსებობს ტოპონიმი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და სანდროს ლოგიკით ესეც ხომ არ წაგვეშალა, ეს ხომ დადასტურებული ფაქტია ხელოვნურად, ავი მიზნებისათვის შექმნილი ადმინისტრაციული ერთეული იყო და სხვა არაფერი. ისე ამ საკითხში არცერთი კომპეტენტურები არ ვართ. ჩემი აზრით დაველოდოთ Otogi-ს და გადახედოს ამ განხილვას. თუ მანაც არ მოგვცა მსგავსი ტერმინის შესახებ სხვა დამატებითი მასალა, მაშინ ჩემი წინადადებაა უკვე არსებული ტერმინი რომ არ დაიკარგოს, სტატიის ტექსტი გადავიყვანოთ წარსულ დროში. დამატებით გაეცანით ამ ბმულ გვერდებს — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:14, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- სამხრეთ ოსეთის აო იყო ტერიტორიული ორგანო, რომელიც გაუქმდა. კავკასიონის დაყოფა კი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვეობას. მაშინ, როცა არსებობდა ის ტერიტორიული ორგანო, მის შესაბამისად ქედის მონაკვეთსაც ოსეთისა ერქვა, დღეს აღარ არსებობს სამხრეთ ოსეთი, როგორც ავტონომია და შესაბამისად ოსეთის კავკასიონსაც სახელი შეეცვლებოდა დღევანდელი დაყოფის შესაბამისად (ალბათ შიდა ქართლის კავკასიონი ერქმეოდა), თუმცა ალბათ საერთოდ უაზრობაა კავკასიონის ამგვარი დაყოფა... არ შეიძლება, რომ ხშირად ცვალებად ტერიტორიულ თვითმმართველ ორგანოებზე იყოს დამოკიდებული გეოგრაფიული ობიექტის დასახელება, როგორც წესი პირიქით უნდა ხდებოდეს. ჯაბა, ოსეთის კავკასიონი არ გაუქმებულა და ის, რასაც ოსეთის კავკასიონს უწოდებდნენ, დღესაც არსებობს... ესაა განსხვავება და ამიტომაა, რომ სანდრომ წაშლა მოითხოვა. დამაფიქრა შენმა შემოთავაზებამ — წარსულში გადაყვანა არსებული სტატიისა არა მგონია მოხერხდეს იმიტომ, რომ სტატია რასაც ეხება, ის დღესაც არსებობს... მაგრამ შეიძლება გადაკეთდეს სტატია და დაიწეროს, რომ ასე ეწოდებოდა ამ ადგილს და რომ საბჭოთა ხელისუფლების შედიდღნილი ტერმინია. ანუ, სტატია დარჩეს, როგორც საბჭოური სისულელის კიდევ ერთი ფაქტი და არა როგორც სტატია გეოგრაფიულ რეგიონზე. — დავით პასუხი 14:55, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- სტატიის მთლიანად გადატანა ნამდვილად არ მიგულისხმია, მაგრამ არსებულის დავიწყების უფლება არ გვაქვს, დარჩეს თუნდაც როგორც საბჭოთა ხელისუფლების შედიდღნილი რა პრობლემაა? სტატია დაიწყება ასე: ეწოდებოდა კავკასიონის სამხრეთ კალთის მონაკვეთს მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნისა და ლეხურის აუზების ფარგლებში.... — ჯაბა ლაბაძე (გ) 15:03, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- ჰო, მასე შეიძლება. მაგრამ აღწერა უკვე ზედმეტი იქნება ამგვარ სტატიაში: გეოლოგიური აგებულება, რელიეფი და ა. შ... ეს ინფორმაცია უნდა შეუერთდეს კავკასიონი–ს ალბათ. — დავით პასუხი 15:06, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- უფრო უკეთ რომ ვთქვა რასაც ვამბობ: სტატია უნდა ეხებოდეს ტერმინს, მის მართებულობა–მცდარობას და არა გეოგრაფიულ ობიექტს უშუალოდ. — დავით პასუხი 15:07, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- ჰო, მასე შეიძლება. მაგრამ აღწერა უკვე ზედმეტი იქნება ამგვარ სტატიაში: გეოლოგიური აგებულება, რელიეფი და ა. შ... ეს ინფორმაცია უნდა შეუერთდეს კავკასიონი–ს ალბათ. — დავით პასუხი 15:06, 7 თებერვალი 2011 (UTC)
ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ მონაკვეთი
[წყაროს რედაქტირება]ჯერ ერთი რა გაქვთ ოსეთის საწინააღმდეგო. მერე მეორე; რომ ყოფილიყო ოსეთის კავკასიონი (<ეხლა სხვანაირად ქვია>) ამაში ცუდი რა არის. ეგრე აფხაზეთის კავკასიონის არსებობს და რა მერე. კავკასიონის მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში ისტორიულ-გეორაფიული სახელწოდებიდან გამომდინარე აქვს წოდებული. სად პოლიტიკა და სად ფიზიკური გეორაფია. კიდევ , უეჭველად არსებობს ქსე-ში სტატია ოსეთის კავკასიონი (ხელში მიჭირავს ენც,). დიდ გეოგრაფს დავით უკლებას ეკუთვნის. და დამადასტურებელი ფაქტები ინტერნეტში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ სამეცნიერო ნაშრომებში. სტატია კარგად არის შესრულებული და წმინდა გეოგრაფიულია (მე კიდევ შევამსებ); დაბოლოს, ჩვენ სტატია კი არ უნდა წავშალოთ უნდა გადავარქვათ. ოსეთის კავკასიონს ახლა მაღრან-დვალეთის კავკასიონი ეწოდება. ეხლა არ მითხრათ ლიტერატურა მიუთითეო. აგერ ბატონო მიბრძანდით ვახუშტის ინსტიტუტში და იქ აგიხსნიან თუ ჩემი არ გჯერათ. --Otogi განხილვაწვლილი 15:57, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- დაერქვას მაღრან-დვალეთის კავკასიონი, თუ ამას გეოგრაფიის ინსტიტუტში ადასტურებენ და იქვე აღინიშნოს, რომ საბჭოტა პერიოდში უწოდებდნენ "ოსეთის კავკასიონსაც" და სქოლიოში მიეთითება ქსე.--Zolokin განხილვაწვლილი 15:59, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. — დავით პასუხი 16:06, 7 თებერვალი 2011 (UTC)
კი ბატონო საბჭოურ პერიოდში ეწოდებოდა და მერე გადაარქვეს (ისევე როგორც დავუშვათ ქალაქები, და რა მხოლოდ). მაგრამ ნადვილად ზედმეტია სტატიის წაშლა. პირიქით უნდა შევამსოდ იგი. კაი სტატიაა, როგორც პროფესიონალი გეოგრაფი ისე გეუნებით. და კიდევ. ძალიან გთხოვთ რომ, ნუ გააიგივებთ გეოგრაფიას და პოლიტიკას. დამიჯერეთ საერთო არაფერი არა აქვს ამასთან. მესმის რომ, რთული საკითხია, მარა არავითარი სეპარატისტები თუ სხვა აქ არაფერ შუაში არა არის. აქ ფიზიკური გეორაფიაა. და ოსეთის კავკასიონი ემთხვევა თავის ფარგლებს. აქედან გამომდინარე ეწოდებოდა სამართლიანად. არსებობს აფხაზეთის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთ-ფშავის, კახეთის და სხვ. კავკასიონები და აქ ცუდი არაფერია. ვფიქრობ ტყუილად ატეხეთ ტოპონიმის მიმართ ხმაური. გვინდა არა გვინდა ისტორიულად ოსეთის კავკასიონი ოსეთის ტერიტორიას ემთხვევა.--Otogi განხილვაწვლილი 16:07, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- კი მაგრამ თქვენ არ თქვით სულ ცოტა ხნის წინ, მაღრან–დვალეთის ერქვაო? საბჭოტა პერიოდამდე რა ერქვა? ოსეთის?--Zolokin განხილვაწვლილი 16:09, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- სამაჩაბლოს ოსეთი არასდროს ერქვა საბჭოეთის გარდა, ასე რომ ოთოჯის ვერ დავეთანხმები ბოლო წინადადებაში. მაგრამ თუკი ახალი სათაური აქვს, რაღას ვიხილავთ, გადაარქვით და მომართეთ სტატია. — დავით პასუხი 16:11, 7 თებერვალი 2011 (UTC)
კი კი საბჭოთა დროში ოსეთის კავკასიონი ერქვა და მერე როცა დაიშალა ქვეყანა გადაარქვეს მაღრან-დვალეთის კავკასიონად.--Otogi განხილვაწვლილი 16:14, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- ძალიან კარგი. ახლავე გადავარქმევ სახელს, თქვენ კი ტექსტი მოარგეთ დღევანდელობას. რა თქმა უნდა ძველიც აღნიშნეთ. — დავით პასუხი 16:19, 7 თებერვალი 2011 (UTC)
და რაც შეეხება კავკასიონის დაყოფას. მეგობრებო კაკვასიონი სხვადასხვა სახელებით იმიტო იყოფა რომ : კავკასიონს მის სხვადასხვა ადგილებში განვითარებული თავისებურებები აქვს , კერძოდ - მორფომეტრიული, მორფოგრაფიული, გლაციალური და პირობები, გვაძლევს იმის საშუალებას რომ კავკსიონი დავყოთ პირობითად. აქ პოლიტიკა არაფერს შუაში არ არის. აბა ალპების დაწვრილებით ოროგრაფიას გადახედეთ რამდენ ნაწილად იყოფა. შეიძლება ვერ დათვალოთ. --Otogi განხილვაწვლილი 16:26, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- გასაგებია. თქვენ უკეთ იცით. იქნებ სტატია კავკასიონიც გამართოთ და იქ აღნიშნოთ მისი ნაწილების თანამედროვე სახელები. — დავით პასუხი 16:27, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- გმადლობ ოთო ამომწურავი პასუხისათვის. — ჯაბა ლაბაძე (გ) 16:28, 7 თებერვალი 2011 (UTC)
რა არის იცით მე კავკასიონზე ძალზე დიდი თემის შექმნა შემიძლია. ეს პრობლემა არ არის. მაგრამ მე ხომ ორი ხელი მაქვს მხოლოდ. ეხლა ცოტა სხვა საკითხებზე ვმუშაობ. მინდა რომ, ვიკიში კინემატოგრაფიც იყოს კარგად წარმოდგენილი, გეოლოგია, გეოქიმია, გეოგრაფია, გეოფიზიკა, ასტონომია და სხვ. (ყველა ეს მიმდინარეობა მაინტერესებს) მაგრამ ეს დროის საკითხია. როგორც კი მოვიცლი აუცილებლად მეცნიეულად დავხვეწავ კავკასიონს. ახალთ ახალი ცნობებით. პატივისცემით --Otogi განხილვაწვლილი 16:34, 7 თებერვალი 2011 (UTC)
ისე ბოლოს გამახსენდა. მართალია ამ თემას არ ეხება მაგრამ მაინც არ შემიძლია რომ არ ავღნიშნო. ეს რუსები წარმოიდგინეთ დღესაც კი შეცდომით უწოდებენ კავკასიონის მთიანეთს - კავკასს (ბოლშოი კავკას). რაც აღიარებული შეცდომაა. რუსებმა უნდა უწოდონ კავკასიონი. წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წწ. დიდი გეოგრაფი ალექსანდრე კავახიშვილი უხსნიდა მათი აკადემიის შეცდომას, მაგრამ აზრი--Otogi განხილვაწვლილი 16:42, 7 თებერვალი 2011 (UTC)--Otogi განხილვაწვლილი 16:43, 7 თებერვალი 2011 (UTC)
- გმადლობთ გამოხმაურებისათვის. – BruTe (გ) 18:12, 7 თებერვალი 2011 (UTC)
წყაროს გარეშე
[წყაროს რედაქტირება]წყაროს ვერ ვუთითებთ და გადაიტანეთ მაღრან-დვალეთის კავკასიონზე? უცნაურია. და კიდევ მაღრანდვალეთი - იწერება ერთად და აქ რატომ არის დეფისით? წყაროს მითითების გარეშე უნდა დარჩეს ოსეთის კავკასიონზე.--ცანგალა (გ) 13:59, 3 აგვისტო 2011 (UTC)
- ქსე, ტომი მე-6, გვ. 506, თბ. 1983, სტატია მაღრანდვალეთი, ერთად წერია. — მიხეილ (მომწერე) 11:56, 4 აგვისტო 2011 (UTC)
- წყარო ოთოჯის უნდა ვთხოვოთ.--Ouzo განხილვაწვლილი 12:48, 4 აგვისტო 2011 (UTC)
- გადატანილია მაღრანდვალეთის კავკასიონი-ზე. — BruTe (გ) 15:51, 10 აგვისტო 2012 (UTC)
- ისევ ძველ ვერსიაზე დაბრუნდა, იხ. [1]. — BruTe (გ) 16:05, 10 აგვისტო 2012 (UTC)
- წყარო ოთოჯის უნდა ვთხოვოთ.--Ouzo განხილვაწვლილი 12:48, 4 აგვისტო 2011 (UTC)