შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:MIKHEIL

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
თემის დამატება
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მომხმარებლის განხილვა:Mikheil 88)
ბოლო კომენტარი: 3 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL თემაში სპირალური გალაქტიკა

სანდო მომხმარებლის სტატუსი

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, გთხოვთ მომანიჭოთ სანდო მომხმარებლის სტატუსი. მადლობა. Lado85 (განხილვა/წვლილი) 06:17, 8 თებერვალი 2026 (UTC)პასუხი

Thank you for being a medical translator!

[წყაროს რედაქტირება]
The 2025 Cure Translators Award
In 2025 you joined us as a medical translator. Thank you from Wiki Project Med for helping bring free, complete, accurate, up-to-date health information to the public.

Wiki Project Med Foundation is a thematic organization whose mission is to improve our health content. Consider formally joining the organization for 2026, there are no associated costs.

Look forwards to collaborating further in the year ahead. Thanks again :-) -- Doc James along with the rest of the team at Wiki Project Med Foundation 07:53, 14 თებერვალი 2026 (UTC)პასუხი

(This message was sent to მომხმარებელი:MIKHEIL and is being posted here due to a redirect.)

გამარჯობა, მიხეილ!

თუ შეიძლება რჩევა გთხოვოთ, როგორც გამოცდილ მომხმარებელს და ადმინისტრატორს: რამდენიმე კვირის წინ ვიკიპედიაში განვაახლე სტატია ერთ ამერიკელ კალათბურთელზე, კონკრეტულად სკოტი პიპენზე. უფრო ზუსტად, თავიდან დავწერე. ცვლილებები ჯერ არ დადასტურებულა. მოკრძალებით გთხოვთ, იქნებ მცირე ხნით მოიცალოთ, გადახედოთ და მირჩიოთ, რა კონკრეტული ნაბიჯები გადავდგა, რა გავასწორო და ფორმა მივცე სტატიას, რომ გამოსაქვეყნებლად მისაღები გახდეს.

ვიკიპედიაში ახალი ვარ, ჯერ კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით შემიძლია ვწერო ან ვარედაქტირო კონკრეტული მიმართულების, კერძოდ სპორტული თემატიკის სტატიები. თუ ვინმე წამეხმარება ადაპტაციაში, ქართულ ვიკიპედიას სიამოვნებით შევმატებ სპორტის შესახებ კვალიფიკაციურ სტატიებს.

პატივისცემით ირაკლი ფირაშვილიб Pirakli2

ბიოგრაფია ქეთევან ბეზარაშვილის

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა.

მე მარიამ ჩავლეშვილი ვარ. გიგზავნით ინფორმაციას მნიშვნელოვანი პიროვნების — ქეთევან ბეზარაშვილის შესახებ. მე მისი ახლობელი ვარ.

ქალბატონ ქეთევანის ბიოგრაფია დართულია მის საავტორო წიგნში, რომლის შესახებ ინფორმაციაც მისმა დამ მომაწოდა. ასევე შევეცდებით მოგაწოდოთ ყველა საჭირო მასალა, რათა მისი ბიოგრაფია ვიკიპედიაში განთავსდეს (ფოტოს ჩათვლით)

ქალბატონი ქეთევანი ამჟამად ცოცხალია, თუმცა სამწუხაროდ ინსულტი გადაიტანა. მისი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია სხვადასხვა საიტზე.

გთხოვთ მითხრათ, რა დამატებითი ინფორმაცია ან მასალა იქნება საჭირო, რომ სტატია ვიკიპედიაში გამოქვეყნდეს.

პატივისცემით,

მარიამ ჩავლეშვილი

ბიოგრაფია:

ქეთევან ბეზარაშვილი დაიბადა თბილისში 1956 წლის 8 თებერვალს.1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1979-82 წლებში იყო თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტი ქართულ-ბიზანტიურ ლიტერატურულ ურთიერთობათა სპეციალობით.

1983 წლიდან მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დესერტაცია „გრიგოლ ნაზიანზელის პოეზიის ქართული ვერსია”

2004 წელს სადოქტორო დისერტაცია „რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით”,რომელიც გამოსცა მონოგრაფიად (2004) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ 2009 წელს მიანიჭა აკად. კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია.

2006 წლიდან აროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის ასოცირებული პროფესორი.

2005 წელს დაჯილდოვდა ღირესების ორდენით მრავალი სტატიისა და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის.

არის გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანების შემსწავლელი ევროპული საერთაშორისო პროგრამების წევრი.მრავალრიცხოვანი ქართული და უცხოენოვანი სამეცნიერო წერილის ავტორი, მთარგმნელი    ძველი ბერძნულიდან,ინგლისურიდან და რუსულიდან.

Mariamos2010 (განხილვა/წვლილი) 18:16, 13 მარტი 2026 (UTC)პასუხი

დამატებით გაცნობებთ,რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია ქეთევან ბეზარაშვილის გარდაცვალებისა და მისი აკადემიური საქმიანობის შესახებ.პოსტში მითითებულია მისი სამეცნიერო მიღწევები და დართულია დამატებითი ბმულიც.
აღნიშნული ცნობა შესაძლოა სასარგებლო იყოს ბიოგრაფიისთვის Mariamos2010 (განხილვა/წვლილი) 09:37, 26 მაისი 2026 (UTC)პასუხი
ასევე დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. Mariamos2010 (განხილვა/წვლილი) 09:54, 26 მაისი 2026 (UTC)პასუხი

სანდო მომხმარებლის სტატუსის მოთხოვნა

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მე ვარ მომხმარებელი შალვა მინდაძე_11 და უკვე 1 წელზე მეტია აქტიურად ვმუშაობ ქართულ ვიკიპედიაში, განსაკუთრებით ისტორიული და აკადემიური სტატიების თარგმნასა და რედაქტირებაზე. სტატიების შექმნისა და დამუშავებისას ვცდილობ სრულად დავიცვა ქართული ვიკიპედიის სტანდარტები, შევინარჩუნო სქოლიოები და წყაროები, ტექსტი გავმართო ენციკლოპედიური და აკადემიური სტილით და მაქსიმალურად ხარისხიანად შევიტანო წვლილი პროექტის განვითარებაში.

ვფიქრობ, ჩემი აქტიურობა და პასუხისმგებლიანი მუშაობა მაძლევს საფუძველს, რომ მომენიჭოს სანდო მომხმარებლის სტატუსი, რაც შემდგომში კიდევ უფრო ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობას მომცემს.

წინასწარ გმადლობთ ყურადღებისა და განხილვისთვის.

პატივისცემით, --შალვა მინდაძე 11 (განხილვა/წვლილი) 11:00, 30 მარტი 2026 (UTC)პასუხი

გამარჯობა, შალვა!

მოხარული ვარ, რომ ასეთი სურვილი გაგიჩნდათ. ვინაიდან ბოლო დროს სათანადოდ ვერ გადენებთ თვალს, რაღაც პერიოდი დავაკვირდები თქვენს წვლილს და შემდეგ შევაფასებ, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ სტატუსის მონიჭება. იქამდე კი, თუ რომელიმე სხვა ადმინი უკეთესად იცნობს თქვენს წვლილს, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. — Mikheil მიწერა 10:50, 31 მარტი 2026 (UTC)პასუხი

ფოტოს გამოყენების შესახებ

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა!

მაინტერესებს როგორ შემიძლია ქართულად ნათარგმნ სტატიაში (Man's Best Friend) გამოვიყენო ფოტო, რომელსაც აქვს Fair use, დაცულია საავტორო უფლებებით და არათავისუფალია.

წინასწარ გიხდით მადლობას და ბოდიში შეწუხებისთვის. --Andria Gagua (განხილვა/წვლილი) 10:29, 31 მარტი 2026 (UTC)პასუხი

გამარჯობა, ანდრია! არათავისუფალი ფაილების ატვირთვა ვიკიპედიაში ძალიან მკაცრად კონტროლდება. ვიყენებთ მხოლოდ უკიდურეს, გამოუვალ სიტუაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვან სტატიებში. ამ შემთხვევაში, გირჩევ, სტატია იყოს სურათის გარეშე. — Mikheil მიწერა 10:47, 31 მარტი 2026 (UTC)პასუხი

სტატია ზაქარია ლაშქარაშვილზე

[წყაროს რედაქტირება]

ორჯერ წაიშალა ჩემ მიერ დაწერილი სტატია. ამ ადამიანზე შევქმენი რუსული, ფრანგული და გერმანული ვერსიები. არავის წაუშლია. წყაროდ მითითებული მაქვს ევროპაში უდიდესი დისიდენტთა ონლაინ ენციკლოპედია. ფრანგულ და გერმანულ სტატიებში, ჩემგან დამოუკიდებლად აიტვირთა ფოტოსურათი. რით ვერ დაიმსახურა ქართული ვიკიპედიის სტანდარტის დაკმაყოფილება? --L.CRANACHI (განხილვა/წვლილი) 06:05, 2 აპრილი 2026 (UTC)პასუხი

იმ სახით, როგორითაც თქვენ ქმნით, არ აკმაყოფილებს ქართული ვიკიპედიის სტანდარტს. მხოლოდ ერთი წყაროც არ არის საკმარისი. ამის შესახებ მიგითითეს ფრანგულ ვიკიპედიაშიც. რაც შეეხება სურათას, ისიც თქვენ დაამატეთ, არავის სხვას არ აუტვირთავს და უკვე წასაშლელადაა მონიშნული. — Mikheil მიწერა 12:49, 2 აპრილი 2026 (UTC)პასუხი
მართალს ბრძანებთ, მიმითითეს და არ წაუშლიათ. სავარაუდოდ, ფრანგულენოვან წყაროებსაც ითხოვენ საბოლოოდ დასადასტურებლად. შეგეძლოთ თქვენც მასევე მოქცეულიყავით, პირდაპირ წაშლის სანაცვლოდ. მესმის, საქართველოში ხალხი მიდრეკილია საკუთარ "გამოჩენილ" ბიცოლებსა და ბიძიებზე "გააშანშალონ" სტატიები და ამიტომაც ბევრის წაშლა გიწევთ, მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევაა.
ქართველ ადამიანზე, უმსხვილეს ვიკიპედიებში არ შლიან სტატიას და ქართულში არ აჭაჭანებთ.
სურათს რაც შეეხება, რუსულსა და ფრანგულში უბრალოდ სურათი ავტვირთე, გაფორმება ჩემი გაკეთებული არაა. გერმანულში კი სურათიც არ ამიტვირთავს, თვითონ დააყენეს და წყაროც რადგან გერმანულენოვანია, უპრობლემოდ დაადასტურეს სტატია, ყოველგვარი თარგის გარეშე. L.CRANACHI (განხილვა/წვლილი) 23:18, 2 აპრილი 2026 (UTC)პასუხი

Bonjour de l'Italie

[წყაროს რედაქტირება]

Bien cher Mikheil bonjour, tu te souviens de moi? :-)

Comment-va-tu? Moi ça va bien!!!

Pourrais tu m'aider en ouvrir un petite page-biographie dan Wiki.KA, s'il te plait? Je serais hereux de t'aider en Italien et Portugais. Merci beaucoup pour une réponse et à bientôt Rei Momo (განხილვა/წვლილი) 08:36, 10 აპრილი 2026 (UTC)პასუხი

You may be an eligible candidate for the U4C election

[წყაროს რედაქტირება]

Greetings,

The Universal Code of Conduct Coordinating Committee (U4C) seeks candidates for the 2026 election. The U4C is the global committee responsible for overseeing enforcement of the Universal Code of Conduct. Elections are held annually, if elected a committee member serves for two years.

This year the U4C requires candidates to hold administrator rights on at least one wiki, which is why you are being contacted as you appear to hold this right. There are other requirements, such as candidates must be at least 18 years old and may not be employed by the Wikimedia Foundation or other related chapters and affiliates. You can find more information in the call for candidates on Meta-wiki. Additionally, the committee's working language is English; some ability to communicate in English is required.

The election opens on 18 May, if you are eligible and interested you have until 10 May to submit your candidacy. There will be a week in between for candidates to answer questions from the community. Voting takes place privately in SecurePoll, successful candidates must receive at least 60% support. More information is available on the 2026 Elections page, including timelines and other candidacy information. If you read over the material and consider yourself qualified, please consider submitting your name to run for the committee. If you think someone else in your community might be interested and qualified, please encourage them to run.

In partnership with the U4C -- Keegan (WMF) (talk) 20:06, 28 აპრილი 2026 (UTC)პასუხი

You may be eligible to vote in the U4C election

[წყაროს რედაქტირება]

I am contacting you because you previously voted in elections related to the Universal Code of Conduct Coordinating Committee (U4C). You may be eligible to vote in the current U4C election, which is open now and closes on 2 June 2026. You can find out more about the candidates and the election on the election page on Meta, and from there you can access the vote itself. Your participation in these elections is important to the governance of Wikimedia communities, and your time spent learning about the candidates and voting is appreciated.

-- In cooperation with the U4C, Keegan (WMF) (talk)

Keegan (WMF) (talk) 17:20, 20 მაისი 2026 (UTC)პასუხი

სპირალური გალაქტიკა

[წყაროს რედაქტირება]

მიშა, ირმის ნახტომი არის სპირალური გალაქტიკის ერთ-ერთი სახეობა (Barred spiral galaxy, Спиральная галактика с перемычкой). ასტრონომიულ საფუძვლებში ტ. 2. 1991 წერია რომ ზოგი სპირალური გალაქტიკა თითქოს გადაკვეთილია ცენტრზე გამავალი და სპირალის ტოტების გადამკვეთი წრფე ტოტით. ასეთ გალაქტიკას აღნიშნავენ დამატებით B ასოთი (barred) და წერენ შესაბამისად SB. მაინტერესებს როგორ მოვიხსენოთ ეს „ბარი“, „ტოტი“ თუ რაცაა. მახსოვს თითქოს სადღაც შემხვდა კიდევ სხვა სახელწოდება. შენ რომელი ვარიანტზე აკეთებ არჩევანს?--Surprizi (განხილვა/წვლილი) 13:38, 12 ივნისი 2026 (UTC)პასუხი

სალამი, მიშა. იმდენი მაქვს ამ საკითხზე ნაფიქრი, რადგან სამწუხაროდ, არ გვაქვს ქართული შესატყვისი. საბოლოოდ, პირადად მე, მივედი აზრამდე, რომ ყველაზე მართებული იქნებნა „ტოტებიანი სპირალური გალაქტიკა“. — Mikheil მიწერა 11:56, 16 ივნისი 2026 (UTC)პასუხი