შინაარსზე გადასვლა

რევაზ გაგნიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაგნიძე, რევაზ)
რევაზ გაგნიძე
დაბ. თარიღი 28 იანვარი, 1932(1932-01-28)[1]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 17 დეკემბერი, 2009(2009-12-17) (77 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ბოტანიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

რევაზ ივანეს ძე გაგნიძე (დ. 28 იანვარი, 1932, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 2009, თბილისი) — ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1988).

საშუალო სკოლის რვა კლასის დამთავრების შემდეგ 1947-1950 წლებში სწავლობდა თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებელში. 1955 წელს დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიური ფაკულტეტი ბოტანიკის სპეციალობით. 1955-1958 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა ბოტანიკის ინსტიტუტში. 1958 წელს დაიწყო მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილებას. 1982 წლიდან პარალელურად მუშაობდა თსუ-ის ბოტანიკის კათედრის გამგედ. 1968-1974 წლებში მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად. 1956 წლიდან იყო საქართველოს ნორჩ ტურისტთა სადგურის ინსტრუქტორი და მეთოდისტი. რესპუბლიკის სკოლებში ხელმძღვანელობდა ეკოლოგიურ ჯგუფების მუშაობას და კონფერენციებს. იყო საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ტაქსონომიის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის („ოპტიმა“) წევრი, საერთაშორისო გეოგრაფიის კავშირის წევრი, მედიკო-ბიოლოგიის საზოგადოებრივი აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ბიოგეოგრაფიული სექციის თავმჯდომარე, მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე.

1978-1979 წლებში მუშაობდა სირიიის არაბთა რესპუბლიკაში უფროს ინჟინერ-გეობოტანიკოსად, ხოლო 1981 წელს სამეცნიერო გემზე „ვერნადსკი“ მონაწილეობდა საერთაშორისო ბოტანიკურ-ჰიდროფიზიკურ ექსპედიციაში ინდოეთის ოკეანისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში ოკეანურ კუნძულებზე – სეიშელის კუნძულებისა და მავრიკის არქიპელაგზე, კენიაში, მადაგასკარზე, სინგაპურში, სადაც სწავლობდა ბუნებრივ ეკოსისტემებეს. იგი არის საერთაშორისო მაღალმთის ფლორის შემსწავლელი ექსპედიციის (აპენინები, ალპები, ბალკანები, კარპატები, პამირი, ტიან-შანი, ალთაი, ალათაუ, კამჩატკა) მონაწილე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ფლორისტული ექსპედიციები კავკასიისა და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – „სუბალპური მაღალბალახეულობის ფლორისტული ელემენტების ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე“, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაცია – „კავკასიის სუბალპური ბალახეულობის ფლოროცენოტური კომპლექსის ბოტანიკურ-გეოგრაფიული ანალიზი“.

რევაზ გაგნიძე 200 მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის რამდენიმე დაბეჭდილის რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. იგი არაერთი ნაშრომის რეცენზენტი და რედაქტორია. იყო საერთაშორისო პერიოდული გამოცემის „მცენარეთა სისტემატიკისა და გეოფრაფიის ნარკვევების“ მთავარი რედაქტორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება მთიანი რეგიონების ბოტანიკურ გეოგრაფიას, მაღალმთის ფლორას, ბიომრავალფეროვნებას, ცალკეულ მცენარეთა ჯგუფების სისტემატიკას, კარიოლოგიას, ფიტოგეოგრაფიულ დარაიონებას. შეიმუშავა ცოცხალი სახეობების მცენარეული დაცვის საფუძვლების, სამკურნალო მცენარეების კარტოგრაფირება. იგი არის ერთ-ერთი ინიციატორი თსუ-ის ინტეგრირებული მაგისტრატურის შექმნისა, რომელიც ბიოგეოგრაფიის სპეციალობის მაგისტრებს ამზადებს.

დაჯილდოვდა:

  • 1978 წელს „წარჩინებული პედაგორის“ ნიშნით,
  • 1984 წელს „ბუნების ქომაგის“ ოქროს მედლით,
  • 1998 წელს ღირსების მედლით,
  • 2002 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

გარდაიცვალა 2009 წლის 17 დეკემბერს.

მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, კ.ხარაძე, შ. ჯავახიშვილი, თბილისი, 2003 წ.
  1. მცენარეთა სახელების საერთაშორისო ინდექსი — 1999.