გაბრიელ ღამბარაშვილი
გაბრიელ ღამბარაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 (24) ივლისი, 1878 |
დაბ. ადგილი | გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 18 ივლისი, 1954 (76 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | მეან-გინეკოლოგი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი |
გაბრიელ გრიგოლის ძე ღამბარაშვილი (დ. 24 ივლისი, 1878, გორი, — გ. 18 ივლისი, 1954, თბილისი) — ქართველი მეან-გინეკოლოგი, თეორიული და პრაქტიკული მეანობა-გინეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1912), პროფესორი (1917), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1907 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ალექსანდრე გუბარევისა და ვლადიმერ სნეგირიოვის მოწაფე. სტუდენტობის პერიოდში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა 2 მეცნიერული გამოკვლევა აორტის ანევრიზმისა და ღვიძლის სიდეროზის შესახებ. 1912–17 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის მეანობა — გინეკოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი, 1917-20 წლებში კი ამავე კათედრის პროფესორი იყო, ერთდოულად მუშაობდა მოროზოვის სახელობის სიმსივნეების ინსტიტუტში. მოსკოვში მუშაობის პერიოდში მისი თაოსნობით ქართულ ენაზე იბეჭდებოდა სამედიცინო-საგანმანათლებლო ლიტერატურა. 1920–54 წლებში ღამბარაშვილი განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის (1930 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის) მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. საქართველოში დანერგა მრავალი გინეკოლოგიური ოპერაცია, შეიმუშავა ხელოვნური საშოს შექმნის მეთოდი; შეისწავლიდა რენტგენო და რადიოთერაპიის, ონკოლოგიის, ჰორმონო-თერაპიისა და სხვა საკითხებს. ქართულ ენაზე შეადგინა გინეკოლოგიური სახელმძღვანელო (თბილისი, 1941). წლების მანძილზე იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 1911 წლიდან. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და შრომის წითელი დროშის ორდენით.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავთვისებიანი სიმსივნების ეთიოლოგია, ტფ, 1930;
- К вопросу о влиянии экстракта яичников на сосудистую систему и его отношение к gl. thyreoidea, М., 1912 (ავტორეფ.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 582.
- გიგინეიშვილი მ., გაბრიელ ღამბარაშვილი, თბ., 1955.
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 24 ივლისი
- დაბადებული 1878
- გორში დაბადებულები
- გარდაცვლილი 18 ივლისი
- გარდაცვლილი 1954
- თბილისში გარდაცვლილები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ქართველი მეან-გინეკოლოგები
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები