აორტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აორტა სქემაზე

აორტასისხლის მიმოქცევის დიდი წრის უდიდესი არტერიული სისხლძარღვი. აორტა გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან და მისგან გამოყოფილია ნამგლისებრი სარქველით. აორტაში გამოყოფენ ასწვრივ აორტას, აორტის რკალსა და დასწვრივ აორტას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აორტა ელასტიკური ტიპის სისხლძარღვია, მისი შუა გარსი წარმოდგენილია ელასტიკური და კოლაგენური ბოჭკოების მრავალფეროვანი რთული ბადით, რაც აორტის კედელს დიდ სიმტკიცეს აძლევს. ასეთი აგებულების გამო გვამურ მასალაზე აორტის სანათურის დიამეტრი მხოლოდ 2,5-3 სმ-ია და ჩამორჩება ფილტვის ღეროსას, ცოცხალისა კი - თითქმის ორჯერ აღემატება მას.

აორტა იწყება ბოლქვით, რომელიც განსაკუთრებით მტკიცე და ელასტიკურია.

აორტის ასწვრივი ნაწილი გამოდის გულის მარცხენა პარკუჭის მხრიდან; დასაწყისში მისი სარქველი გაფართოებულია და დიამეტრის ზომა 25-30 მმ-ს აღწევს. აორტის აღმავალი ნაწილის დასაწყისიდან გამოდის მარჯვენა და მარცხენა კორონარული არტერია. ის განთავსებულია ფილტვის არხის უკან, მარჯვენა მხარეს მდებარეობს.

აორტის დასწვრივი ნაწილი მის ყველაზე გრძელ ნაწილს წარმოადგენს, რაც განპიროებულია მისი სიგრძით გულმკერდიდან წელამდე, სადაც ის ორად, მარცხენა და მარჯვენა არტერიებად, იტოტება. აორტის ეს ნაწილი თავის მხრივ დაყოფილია გულმკერდისა და მუცლის ნაწილებად. გულმკერდის აორტასა და მუცლის აორტას შორის საზღვარია დიაფრაგმის აორტის ხვრელი. აორტა მთავრდება წელის IV მალის დონეზე.

არტერიების კედლებს, უმეტესად ღორების, მაგრამ, ალბათ, ასევე ადამიანებისაც, ფეროელექტრული თვისებები აქვთ, რაც იცვლება მათზე გავლენის მოხდენით, როცა ხდება სხვადასხვა ნივთიერებების ურთიერთქმედება. მაგალითად გლუკოზის ან ცხიმების[1].

ღორის აორტა

ახალშობილის აორტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალშობილის აორტის გარშემოწერილობა უდრის 16 მმ-ს, კედლის სისქე 0,5 მმ-ს. პირველივე წელს კედლის სისქე 1,5-ჯერ, ხოლო სანათური 2-ჯერ იზრდება. პუბერტული პერიოდისთის გარშემოწერილობა 43 მ-ით, კედლის სისქე 2,5-ჯერ, ხოლო სანათური 6-ჯერ იზრდება. ახალშობილის აორტის ყველა ნაწილი და საორიენტაციო წერტილები ერთი-ორი მალით მაღლა მდებარეობს.

აორტის რკალის ზედა გამოდრეკილი კიდე გულმკერდის I მალას სცილდება ზევით, ხოლო მისი საბოლოო ნაწილი — ბიფურკაცია — წელის III მალის დონეზე პროეცირდება. დაბადების შემდეგ განსაკუთრებით ინტენსიურად იზრდება აღმავალი და გულმკერდის აორტა. ასაკის მატებასთან ერთად აორტის რკალი თანდათან ეშვება და 14-16 წლის ასაკში ჩამოდის II მალამდე.

აორტის რკალი და მისი ტოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აორტის რკალის დასაწყისად, ანუ საზღვრად ასწვრივ აორტასა და რკალს შორის მიჩნეულია აორტიდან მხარ-თავის ღეროს გამოსვლის დონე. აქვე აღინიშნება აორტის მცირეოდენი შევიწროება, რასაც აორტის ყელი ეწოდება. აქედან აორტა იკავებს თთქმის ჰორიზონტალურ მდებარეობას, მკვეთრად უხვევს მარცხნივ და უკან, მისი ოლო ტოტის — მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის გამოყოფის შემდეგ შებრუნდება ქვევით და გრძელდება დასწვრივ აორტაში. აორტის რკალს ზედა, გამოდრეკილი მხრიდან თანმიმდევრულად გამოეყოფა მხართავის ღერო, მარცხენა საერთო საძილე და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიები. აორტის რკალის დასაწყისი მდებარეობს მკერდის ძვლის ტარის კან, ხოლო მთავრდება გულმკერდის IV მალის დონეზე.

მხარ-თავის ღერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარ-თავის ღერო — 3-4 სმ სიგრძის მსხვილი კუნთოვან-ელასტიკური ტიპის არტერიაა. იგი მდებარეობს სასულის წინ და გამოყოფის ადგილიდა მიემართება ირიბად ზევით, უკან და მარჯვნივ. მარჯვენა მკერდ-ლავიწის სახსრის დონეზე იყოფა თავის საბოლოო ტოტებად. მარჯვენა საერთო საძილე და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიებად.

საერთო საძილე არტერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აორტიდან უშუალოდ გამოდის მხოლოდ მარცხენა საერთო საძილე არტერია, მარჯვენა კი მხარ-თავის ღეროს ტოტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კაციტაძე ზ., ადამიანის ანატომია, ტ.II, გვ. 104-106, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Леонид Попов. (31 января 2012 года) Впервые в мягких биологических тканях обнаружено сегнетоэлектричество. Membrana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2012-02-03.