ბულანჩოსწვერი
იერსახე
ბულანჩოსწვერი | |
---|---|
ბულანჩოსწვერის (ცენტრში) ხედი დასავლეთიდან | |
კოორდინატები: 42°16′09″ ჩ. გ. 45°31′49″ ა. გ. / 42.26917° ჩ. გ. 45.53028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თელავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3256 მ |
ქედი | კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი |
ამგებელი ქანები | კვარციანი ქვიშაქვა და თიხაფიქალი |
სურათები ვიკისაწყობში |
ბულანჩოსწვერი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, აბანოს უღელტეხილთან, მდინარეების თუშეთის ალაზნისა და სტორის შენაკადთა სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3256 მ. აგებულია ქვედაიურული კვარციანი ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით: აქვს კლდოვანი რელიეფი, განიცდის ინტენსიურ დენუდაციას. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 491.