ბრაზილიის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search


ბრაზილიის კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის კულტურა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანია. ეს განპირობებულია იმის გამო, რომ ქვეყანაში ირევა მრავალი ერისა და კულტურის წარმომადგენელი. ბრაზილია ადრეულ ხანებშიც გამოირჩეოდა მრავალფეროვანი კულტურით, რადგან კოლონიზატორებს კონკრეტულად კი ევროპელებს ჩამოყავდათ სხვადასხვა ქვეყნიდან მონები, რომლებიც თავისებურ გავლენას ახდენდნენ მოსახლეობაზე კულტურის თვალსაზრისით. ევროპელებმა ასევე ჩამოიტანეს იდეები და ინოვაციები, რამაც დადებითად იმოქმედა ბრაზილიის საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ბრაზილიის კულტურა გახდა უნიკალური და ძალიან რთული.

Brazil flag 300.png

მოცემული მომენტისთვის ბრაზილიში ცხოვრობს 190 მილიონი ადამიანი. მათი უმრავლესობა არის თეთრკანიანი (პორტუგალიელები, იტალიელები, პოლონელები და ა. შ) 40 % კი არის მულატი, ხოლო 10 % შავკანიანი. სარწმუნოება ბრაზილიელებში ძირითადად კათოლიკურია, 80 % მოსახლეობის არის კათოლიკე. ეს დაკავშირებულია პორტუგალიელებთან, რომლებმაც საუკუნეების წინ მოახდინეს ბრაზილიის კოლონიზაცია. პორტუგალიელები მკვიდრ მოსახლეობაში ავრცელებდნენ საკუთარ სარწმუნოებას, აშენებდნენ ეკლესიებს და ასწავლიდნენ წეს-ჩვეულებებს რომლებიც აღმოცენდებოდა ამ ეკლესიებში. კოლონიზაცია, რომელიც გრძელდებოდა XVI-XVIII საუკუნეებში თავისი ღრმა კვალი დატოვა ბრაზილიაში, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ დღეისათვის ბრაზილიაში ოფიციალური ენა არის პორტუგალიური, თუმცა ასევე არსებობს მცირე კატეგორია ხალხის, რომლებიც საუბრობენ მშობლიურ ენაზე.

ბრაზილიელები, როგორც ნაცია დიდ ყურადღებას აქცევენ ოჯახს და მის ღირებულებებს, რომლებიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. ოჯახები ბრაზილიაში როგორც წესი დიდია. მათი წევრები ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, ეხმარებიან და გვერდში უდგებიან ერთმანეთს, როცა საჭიროება მოითხოვს. კლასობრივი განსხვავება ბრაზილიაში დაფუძნებულია ფინანსურ შესაძლებლობებზე და კანის ფერზე. მოსახლეობის ძირითად ნაწილს მწირი ეკონომიკური შესაძლებლობები გააჩნია. ქალები, როგორც წესი დასაქმებულები არიან ნაკლებად ანაზღაურებად სამსახურებში, როგორებიცაა: მასწავლებლები, დამლაგებლები, ავადმყოფების მომვლელები და ა. შ.

ბრაზილიელები როგორც წესი ძალიან გონიერი ტაქტიკური ხალხია. მამაკაცები შეხვედრისას ხელის ჩამორთმევით ესალმებიან, ხოლო ქალები ამას ლოყებში კოცნით აკეთებენ. წესის მიხედვით ქალები პირველად კოცნიან მარცხენა ლოყაზე და შემდეგ მარჯვენა ლოყაზე. საქმიან ურთიერთობებში ბრაზილიელები ცდილობენ თავიანთი პარტნიორები გაიცნონ უკეთ, რადგან მათ აინტერესებთ თუ ვისან აქვთ საქმე.

სხვადასხვა საინტერესო ეთიკისა და კულტურის წესები ბრაზილიაში: ბრაზილიაში მასპინძელს ყოველთვის უნდა მიუტანო რაიმე საჩუქარი პატივისცემის ნიშნად, მაგალითად ღვინო ან ყვავილები. დიდ უპატივცემულობად ითვლება თუ მასპინძელს აჩუქებ რაიმე ნივთს, რომელიც არის შავი ან იასამნისფერი, რადგან ეს მათთვის გლოვის სიმბოლოა. ბრაზილიელები პუნქტუალურობას დიდ ყურადღებას აქცევენ. როდესაც საქმე ბიზნესს ეხება ბრაზილიელები არათუ კომპანიებთან არამედ უშუალოდ კერძო პირებთან ამყარებენ კავშირს.

ბრაზილიაში კულტურა საზოგადოებისთვის უამრავი ეთნიკური ჯგუფების ტრადიციების, გავლენას განიცდის. ბრაზილიელების უმეტესობა თამაშობს ფეხბურთს, რომელიც აქ ჩრდილო-დასავლეთიდან წამოვიდა, სამბა შემოიტანეს აფრიკელებმა და მათი სამზარეულო რომელიც ესპანურ-აფრიკულსა და ადგილობრივტრადიციებს აკავშირებს. ფეხბურთი ბრაზილიელების უსაყვარელესი სპორტია, ხოლო ფეხბურთელბი უდიდესი პატივით სარგებლობენ. ბავშვების ინტერესი ფეხბურთის მიმართ ძალიან დიდია. ბრაზილიაში იმართება კარნავალები, რომელთა უმეტესობა ქრისტიანული დღესასწაულების თარიღებს ემთხვევა, მათ შორის  დიდმარხვას, შობას და აღდგომას. კარნავალი ხალხმრავალი სანახაობაა, ფერად-ფერადი მუსიკით, ცეკვებით, საჭმელ-სასმელით. ბრაზილია სანახაობრივად გამორჩეული ქვეყანაა. სანაპიროები, ბასა-ნოვა, კოპა-კაბანა ძნელად დასავიწყებელი კარნავალისა და ლამაზმანების ქვეყანა. ბრაზილია, სადაც ტურისტები კიდევ უფრო თავს იყრიან “რიოს კარნავალია” რომელიც ყოველწლიურად, თებერვალში იმართება.

ბრაზილია კულინარიის მხრივ უდიდესი ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა. აქაური სამზარეულო, ერთ-ერთი საუკეთესო გემოთი გამოირჩევა სამხრეთ-ამერიკის კონტინენტზე. მკვლევრების უმრავლესობა მოცემულ  ფაქტს ჰუგენოტებს უკავშირებს, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ და რიო -დე-ჟანეიროს მიდამოებში დამკვიდრდნენ. თუმცა, უდიდესი წვლილი მაინც პორტუგალიელ კოლონიზატორებს მიუძღვით ბრაზილიურ კულინარიულ კულტურაში. ბრაზილიის გეოგრაფიული და ისტორიული მდებარეობა პირდაპირ კავშირშია მისი რეგიონების თავისებურებებთან. მაგალითად, ბრაზილიაში ჩრდილოეთის მხარეს ამზადებენ ტაკაკა-ნო-ტუკუპის. ამ კერძის შემადგენლობაში შედის მანიოკის პასტისა და ფქვილის ნარევი -გამშრალი კრევეტებითა და ჯამბოთი. საინტერესოა მუნგუზუ – სიმინდის, მწვანე ბანანისა და ქოქოსისგან მომზადებული კერძი. ბრაზილიაში, ხორცის მომზადების ტრადიციული რეცეპტი აქვთ,ისინი ხორცს დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთს ამატებენ. ზეითუნის ზეთით კაზმავენ ასევე სალათებს. ბრაზილიური კერძები ძალიან ცხარე და მარილიანია. დასავლეთ ბრაზილიაში მიირთმევენ ალიგატორსაც, რომლისგან მომზადებულ კერძსაც ჟაკარას ეძახიან. ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბრზილიური კერძებია: აცეროლა– მარადმწვანე მცენარე წითელი ნაყოფით, რომელსაც ბალის ფორმა აქვს-ხოლო გემო ციტრუსის .ეს საკვები, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, ვინაიდან დიდი რაოდენობით c-ვიტამინს შეიცავს. გუარანი – ველური კენკრა, რომლისგანაც მზადდება ბრაზილიური გამაგრილებელი სასმელი. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში იგი კოკა-კოლაზე უფრო მოთხოვნადია.

ასაი-მუქი, მრგვალი ფორმის პალმის ნაყოფია, რომელსაც მაყვალის და ჟოლოს გემო აქვს.

ბრაზილიაში წარმოუდგენელია საუზმე და სადილი ყავის გარეშე, ბრაზილიელებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში მიირთვან ეს მაცოცხლებელი სასმელი, რათა მთელი დღე სიჯანსაღე შეინარჩუნონ.

ბრაზილიური საჭმელები, გაცხოველებული პოპულარობით საგებლობს მთელ მსოფლიოში და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი სამზარეულოა.

ჩვენამდე კარგად შემონახული ინკების ნასახლარის ნანგრევები მაჩუ-პიკჩუ, რომელიც ასევე ინკების დაკარგული ქალაქის სახელსაც ატარებს, მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას თავზე.

ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე მაჩი პიქჩუსა და უაინა პიკჩუზე დაახლოებიტ 30 წლიანი მშენებლობის შემდეგ დაარსდა ცივილიზაცია მაჩუ პიქჩუ, რომელიც ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი ნამდვილი სახელია პიქჩუ ან პიჩო. 1462 წელს დასრულდა ქალაქის მშენებლობა. დასრულებიდან 100 წლის შემდეგ ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში ინკებმა დატოვეს ქალაქი გაუგებარი მიზეზების გამო. ამის შემდეგ ეს მივიწყებული ნასახლარი 1911 წელს იელის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ჰირაიმ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია.

მისი კედლები აგებულია კლასიკურ ინკურ არქიტექტურულ სტილში. ინკები ფლობდნენ ტექნიკას, რომლის საშუალებითაც კედლების აგებისას ბლოკებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებდნენ კირის გარეშე. ინკები კირ–ხსნარს იშვიათად იყენებდნენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მაჩუ–პიკჩუ მდებარეობს სეისმურად არამდგრად ტერიტორიაზე და მიწისძვრის შემთხვევაში ერთმანეთთან კირის გარეშე დაკავშირებული ბლოკებით აგებული კედელი უფრო გამძლე იქნებოდა.

ინკები მუშაობის პროცესში არასოდეს იყენებდნენ ბორბალს, თუმცა, ეს მათთვის კარგად ნაცნობი იყო, რაც მათ მიერ შექმნილი სათამაშოებიდანაც კარგად ჩანს. ამის მიზეზი ალბათ ის იყი, რომ გარშემო გაუვალი ტყეები იყო და ასევე, ინკებს არ ჰყავდათ ძლიერი გადამზიდი ცხოველები. ინჟინერიაში ბორბლის გამოყენების სანაცვლოდ ინკებს დიდი შრომა უხდებოდათ მძიმე ბლოკების გადასატანად. ამას ერთდროულად ასობით მამაკაცი აკეთებდა.

მაჩუ პიკჩუ, რომელიც 2007 წლის 7 ივლისს სამყაროს საოცრებათა სიაში შევიდა, ლისაბონში გამართულ ცერემონიაზე შედის კაცობრიობის დაცული საგანძურების სიაში იუნესკოს გადაწყვეტილებით 1983 წელს. ის ძალიან მდიდარია კულტურულ ეკოლოგიურობით. ყველაზე პოპულარული ადგილია მთელს სამხრეთ ამერიკაში და ყველაზე ცნობად ღირსსშესანიშნაობად ითვლება.

ბრაზილიის ძველი რესპუბლიკა (პორტ. República Velha) ან პირველი რესპუბლიკა (პორტ. Primeira República Brasileira) —ბრაზილიის ისტორიის პერიოდი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, 1889 წლიდან 1930 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე. საეხელი ეწოდა იმის გამო, რომ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჟეტულიუ ვარგასის მიერ დამყარებულ სამხედრო რეჟიმს „ახალი რესპუბლიკა“ ეწოდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში კონსტიტუციური დემოკრატია არსებობდა. ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას ახდენდა ორი შტატი, სან-პაულუ და მინას-ჟერაისი, ხოლო პრეზიდენტების უმრავლესობა მასონთა ლოჟის წევრები იყვნენ. მასონთა ლოჟა დააარსეს სან-პაულუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა. ძველი რესპუბლიკის პერიოდი პირობითად იყოფა ორ პერიოდად: „ხმლის რესპუბლიკა“ და „ოლიგარქიული რესპუბლიკა“. პირველი პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებაში დომინირებდნენ სამხედროები, ხოლო მეორე პერიოდის განმავლობაში, ხელისუფლებაში ძირითადად მთავარი შტატების წარმომადგენლები დომინირებდნენ (ე. წ. "გუბერნატორების პოლიტიკა") მოყოლებული პრეზიდენტ მანუელ კამპუს სალისიდან.

ძველი რესპუბლიკა სახელმწიფო გადატრიელების შედეგად დაემხო 1930 წლის ოქტომბერში. ჟეტულიუ ვარგასმა ხელისუფლება 3 ნოემბერს ჩაიგდო ხელში და გახდა დიქტატორი, რომელიც ქვეყანას 1945 წლამდე მართავდა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brazil culture. (n.d.). Retrieved from http://www.brazil.org.za/brazil-culture.html