ალიგატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალიგატორი
Alligatoracp.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ნიანგები
ოჯახი:  ალიგატორისებრნი
გვარი:  ალიგატორი
ლათინური სახელი
Alligator (Daudin, 1809)
სახეობები

ალიგატორი (ლათ. Alligator < ესპ. el lagarto — „ხვლიკი“) — ქვეწარმავლების გვარი ნიანგების რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: მისისიპის ალიგატორი (Alligator mississippliensis), 6,3 მ-მდე სიგრძისა, დიდი რაოდენობით გვხვდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ინტენსიური რეწვის შედეგად მისი რაოდენობა შემცირდა და ამჟამად უმთავრესად ფლორიდის ჭაობებში ბინადრობს; ცოტაოდენი შემორჩენილია სხვა ადგილებშიც; ჩინური ალიგატორი (Alligator sinensis), 2,5 მ-მდე სიგრძისა. გვხვდება მდინარე იანძიანის ქვემოწელში. ახალგაზრდა ალიგატორი იკვებება წყლის მწერებითა და კიბოსნაირებით, ზრდასრული - ბაყაყებით, გველებითა და თევზებით. ზოგჯერ თავს ესხმის სხვა ცხოველებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]