ბოემონდ IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბოემონდ IV
Bohemond de Poitiers
ანტიოქიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1201
მმართ. დასასრული: 1216
წინამორბედი: ბოემონდ III
მემკვიდრე: რაიმუნდ რუპენი
ანტიოქიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1219
მმართ. დასასრული: 1233
წინამორბედი: რაიმუნდ რუპენი
მემკვიდრე: ბოემონდ V
ტრიპოლის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1187
მმართ. დასასრული: 1233
წინამორბედი: რაიმუნდ III ტრიპოლელი
მემკვიდრე: ბოემონდ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1175
გარდ. თარიღი: მარტი, 1233
მეუღლე: პლაისენს ემბრიაკო
მელისენდა ლუზინიანი
შვილები: რაიმუნდი
ბოემონდ V
ფილიპ ანტიოქელი
ჰენრი ანტიოქელი
მარია ანტიოქელი
მამა: ბოემონდ III
დედა: Orgueilleuse of Harenc
რელიგია: კათოლიციზმი

ბოემონდ IV ანტიოქელი, ასევე ნობილია როგორც ბოემონდ ცალთვალა (ფრანგ. Bohémond le Borgne) — ტრიპოლის გრაფი 1187-1233 წლებში და ანტიოქიის მთავარი 1201-16 და 1219-33 წლებში. იგი ბოემონდ III-ის უმცროსი ვაჟი იყო. რაიმუნდ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტრიპოლის გრაფი ბოემონდის ძმა გახდა, თუმცა მალევე, მამამისის წყალობით ტრიპოლის ტახტზეც ბოემონდი ავიდა. 1188 წელს, ეგვიპტისა და სირიის სულთანმა სალადინმა დაიპყრო საგრაფოს უდიდესი ნაწილი, დედაქალაქისა და ორი ციხე-სიმაგრის გარდა.

რაიმუნდის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი რაიმუნდ რუპენი იბრძოდა მამამისის მემკვიდრეობისთვის, რაშიც დიდ დახმარებას უწევდა დედამისი ალისია, ლევონ I-ის დისშვილი. ამის მიუხედავად ლათინურმა და ბერძნულმა მოსახლეობამ ძალაუფლება ბოემონდს გადასცეს. 1201 წელს ბოემონდი ანტიოქიის მთავარიც გახდა ტამპლიერების, ჰოსპიტალიერების და იტაიელი ვაჭრების დახმარებით.

ბოემონდმა კავშირები დაამყარა აზ-ზაჰირ ღაზთან და ქეი-ქავუს I-თან ლევონ I-ის წინააღმდეგ. ბოემონდი გამოირჩეოდა ანტიოქიის ლათინ პატრიარქებთან დაპირისპირებითაც. 1216 წელს რაიმუნდ რუპენმა იგი ტახტიდან ჩამოაგდო, მაგრამ ბოემონდმა შეძლო მისი დაბრუნება 1219 წელს. იგი ცდილობდა მისი ვაჟისთვის, ფილიპისათვის მოეპოვებინა კილიკიის ტახტი, მაგრამ კონსტანტინე ბარბარონმა შეძლო ფილიპის დატყვევება 1224 წელს და ერთი წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯა.