ბოემონდი გამოირჩეოდა კილიკიისა და ჰოსპიტალიერებისადმი ანტიპათიით, სამაგიეროდ მხარს უჭერდა ტამპლიერებს. ანტიოქიასა და სომხეთს შორის მშვიდობა მხოლოდ საფრანგეთის მეფის, ლუი IX-ის ჩარევის შემდეგ დამყარდა. 1225 წელს ბოემონდმა იქორწინა ალისია შამპანელზე.[2] უშვილობის გამო, 1227 წლის 5 ივლისს მათი ქორწინება გაუქმდა. 1235 წელს ბოემონდმა მეორედ იქორწინა ლუსიანა დი სენზე, რომელიც რომის პაპ ინოკენტი III-ის დიდი დისშვილი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ. ბოემონდი 1252 წლის იანვარში გარდაიცვალა. მისი შვილის მცირეწლოვნების გამო მისი რეგენტი ლუსიანა გახდა, თუმცა სამთავრო მალევე გადასცა რომაელ ნათესავებს სამართავად. ინოკენტი IV-ის მიერ ჯვაროსნულ ლაშქრობაში გამოგზავნილმა ლუი IX-მ ბოემონდი ტახტზე აიყვანა.[1]