რაიმონ IV ტრიპოლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაიმონ IV ტრიპოლელი
Raymond IV de Tripoli
ტრიპოლის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1187
მმართ. დასასრული: 1189
წინამორბედი: რაიმონ III
მემკვიდრე: ბოემონდ IV
გარდ. თარიღი: 1199
მეუღლე: ალისა სომეხი
შვილები: რაიმუნდ რუპენი
მამა: ბოემონდ III
რელიგია: კათოლიციზმი

რაიმონ IV ტრიპოლელი (ფრანგ. Raymond IV de Tripoli) — ტრიპოლის გრაფი 1187-1189 წლებში და ანტიოქიის რეგენტი 1193-1194 წლებში.

1187 წელს რაიმონ III უმემკვიდროდ გარდაიცვალა და ტახტი მის ნათლულ რაიმონს დაუტოვა. ორი წლის შემდეგ მამამისმა, ანტიოქიის მთავარმა ბოემონდ III-მ ტრიპოლის ტახტზე თავისი მეორე ვაჟი — ბოემონდ IV (ტრიპოლისათვის ბოემონდ I) აიყვანა, ხოლო ლევონ II-ის მიერ მისი დატყვევების შემდეგ რაიმონი გახდა ანტიოქიის რეგენტი.

1195 წელს რაიმონმა იქორწინა ალისა სომეხზე — ლევონ II-ის ძმისშვილზე და რუბენ III-ის ქალიშვილზე, რის შედეგადაც მათ შორის მშვიდობა დამყარდა. რაიმონდის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი რაიმონ რუპენი იბრძოდა მამამისის მემკვიდრეობისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • René Grousset, L'Empire du Levant : Histoire de la Question d'Orient, Paris, Payot, coll. « Bibliothèque historique », 1949 (réimpr. 1979), 648 p. (ISBN 2-228-12530-X)