ბოემონდ VII
| ბოემონდ VII | |
|---|---|
| Bohémond VII d'Antioche | |
| ანტიოქიის ტიტულოვანი მთავარი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1275 |
| მმართ. დასასრული: | 1287 |
| წინამორბედი: | ბოემონდ VI |
| მემკვიდრე: | ლუსია |
| ტრიპოლის გრაფი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1275 |
| მმართ. დასასრული: | 1287 |
| წინამორბედი: | ბოემონდ VI |
| მემკვიდრე: | ლუსია |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 1261 |
| გარდ. თარიღი: | 19 ოქტომბერი, 1287 |
| მეუღლე: | მარგარეტ აკრელი |
| მამა: | ბოემონდ VI |
| დედა: | სიბილა სომეხი |
| რელიგია: | კათოლიციზმი |
ბოემონდ VII ანტიოქელი (ფრანგ. Bohémond VII d'Antioche; დ. 1261 — გ. 19 ოქტომბერი, 1287), ტრიპოლისათვის ბოემონდ III (ფრანგ. Bohémond III de Tripoli) — ანტიოქიის მთავარი და ტრიპოლის გრაფი 1275–1287 წლებში. ძველი ანტიოქიის სამთავროდან იგი მხოლოდ ნავსადგურ ლატაკიას აკონტროლებდა. ზეობის დიდი დრო ტამპლიერებთან ბრძოლაში გაატარა (1277–1282).
იგი იყო ბოემონდ VI-ისა და სობილა სომეხის ვაჟი. მამის გარდაცვალებისას ბოემონდ VII ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო და რეგენტად დედამისი დაინიშნა. ამავდროულად რეგენტობა უშედეგოდ მოითხოვა კვიპროსის მეფე ჰუგო III-მ, რომელიც ბოემონდის უახლოესი მამაკაცი ნათესავი იყო. სიბილამ ტორტოსის ეპისკოპოსი ბართლომე დანიშნა ქალაქის მოსამართლედ (ბეილიფად). ბოემონდმა მცირეწლოვნობის ასაკი კილიკიის მეფე ლევონ IV-ის მფარველობის ქვეშ, მისსავე სამეფო კარზე გაატარა. 1277 წელს დაბრუნდა ტრიპოლში და მაშინვე დადო ზავი კალაუნ ალ-მანსურთან, მამლუქების სულთანთან. აგრეთვე როჟე დე სან სევერინო აღიარა შარლ I-ის რეგენტად აკრაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Setton, Kenneth M. (general editor) A History of the Crusades: Volume II — The Later Crusades, 1189 – 1311. Robert Lee Wolff and Harry W. Hazard, editors. University of Wisconsin Press: Milwaukee, 1969.
- Richard, Jean (1999). The Crusades: c. 1071-c. 1291. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62566-1.
- Aboujaoude, Boulos (Fr.), "History of Aboujaoude Family", Catholic Press, Lebanon 1976.
| ||||||||||