ბიბლიოთეკა ალექსანდრინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბიბლიოთეკა ალექსანდრინა
مكتبة الإسكندرية
Egypt.Alexandria.BibliothecaAlexandrina.01.jpg
ბიბლიოთეკის შენობა
ქვეყანა ეგვიპტე
ტიპი ეროვნული ბიბლიოთეკა
დაარსდა 16 ოქტომბერი 2002; 16 წლის წინ (2002-10-16)
მდებარეობა ალექსანდრია
კოორდინატები 31°12′32″ ჩ. გ. 29°54′33″ ა. გ. / 31.20889° ჩ. გ. 29.90917° ა. გ. / 31.20889; 29.90917
სხვა ინფორმაცია
დირექტორი მოსტაფა ელ ფეკი
საიტი ოფიციალური საიტი

ბიბლიოთეკა ალექსანდრინა ან ახალი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა (არაბ. مكتبة الإسكندرية الجديدة‎‎, DMG Maktabat al-Iskandarīyah) — ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი, განთავსებული ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, ქალაქ ალექსანდრიაში, ეგვიპტეში. ბიბლიოთეკა აგებულია ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ადგილზე, რომელიც წარსულში განადგურდა. ალექსანდრინის ბიბლიოთეკა აშენდა 2001 წელს, ოფიციალურად გაიხსნა 2002 წლის 16 ოქტომბერს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკის საკითხავი დარბაზი

ძველის ადგილზე ახალი ბიბლიოთეკის აშენების იდეა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გაუჩნდათ ალექსანდრიის უნივერსიტეტის პროფესორებს. 1980-იანების შუა პერიოდში მათ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი და იუნესკო აშენების აუცილებლობაში დაარწმუნეს.

1988 წელს ბიბლიოთეკისთვის გამოსყიდული იქნა მიწის ნაწილი. არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა ნორვეგიულმა არქიტექტურულმა ბიურომ „Snøhetta“ და ავსტრიელმა არქიტექტორმა კრისტოფერ კაპელემ. მშენებლობისთვის შეიქმნა კონსორციუმი Snøhetta-ს, ინგლისური და იტალიური მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელობით.

ბიბლიოთეკის დაფინანსების საკითხი გადაწყდა ასუანის კონფერენციაზე. ერაყის, საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობების მიერ განხორციელდა 65 მილიონი აშშ დოლარის შემოწირულობა. 27 მილიონი დოლარი შესწირა 26-მა ქვეყანამ. ეგვიპტის ხელისუფლებამ პროექტისთვის გამოჰყო 120 მილიონი, აგრეთვე დაფინანსებაში წვლილი შეიტანა იუნესკომაც.

1992 წელს დაიწყო წინასწარი სამუშაოები, 1995 წელს შეუდგნენ უშუალო სამუშაოებს, რომელიც გაგრძელდა 2001 წლამდე. 2002 წლის 16 ოქტომბერს რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელის თანდასწრებით ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გახსნა.

მასში ძირითადად ინახება წიგნები ფრანგულ, არაბულ და ინლისურ ენებზე. 2010 წელს საფრანგეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ალექსანდრინას გადასცა 500 ათასი წიგნი.[2]

ბიბლიოთეკის საცავი გათვლილია 8 მილიონ წიგნზე.[3] მთავარი საკითხავი დარბაზის მოცულობა არის 20,000 კ² თერთმეტ კასკადულ დონეზე. კომპლექსი აგრეთვე თავისთავში მოიცავს საკონფერენციო ცენტრს, სპეციალიზირებულ ბიბლიოთეკებს უსინათლოთათვის, მოზარდებისა და ბავშვებისთვის, აგრეთვე ოთხ მუზეუმს,[3] ხელოვნების ოთხ გალერეას, პლანეტარიუმს[3] და ხელნაწერთა აღდგენის ლაბორატორიას. წიგნსაცავი მდებარეობს მიწის ქვეშ, ზღვის მარილის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად.[4] ბიბლიოთეკა მჭიდროდ თანამშრომლობს არაკომერციულ ელექტრონულ ბიბლიოთეკა Internet Archive-თან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Clare Davies. Archive Map: Egypt. Speak Memory. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 October 2014. წაკითხვის თარიღი: 5 October 2014.
  2. A Donation of Half Million Books from France to the BA - News - Bibli…“, archive.fo, 2012-07-19. წაკითხვის თარიღი: 2017-10-20. 
  3. 3.0 3.1 3.2 Planet, Lonely. Bibliotheca Alexandrina - Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-03-20. წაკითხვის თარიღი: 2016-05-18
  4. Володин Б. Всемирная история библиотек. — 2-е, доп. — СПб.: Профессия, 2004. — გვ. 43 . — ISBN 5-93913-073-9