ბაღი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაიო-შიკის იაპონური ბაღი.

ბაღი ხელოვნების ნიმუშია, მას ასევე განიხილავენ ისტორიის საგანგებო წყაროს. ბაღი ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლისას წარმოიშვა. ბაღის თავდაპირველი დანიშნულება იყო საცხოვრებელთან სასარგებლო მცენარეების მოყვანა, კულტურის განვითარების კვალობაზე, თანდათან ნარგავებს მოხდენილ სახეს აძლევენ.

დღეისთვის ბაღებს ადამიანსი ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ეკისრება. დღეისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ბაღები მათგან საკმაოდ ბლომად არის ბრიტანეთში. ბაღის ერთ-ერთი სახეა ბოტანიკური ბაღი.

ბაღების ისტორია[რედაქტირება]

ბაღები ძველ აღმოსავლეთში[რედაქტირება]

პირველი ბაღები, რომლებიც უტილიტარულ მიზანს არ ემსახურებოდნენ და სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენდნენ, გაჩნდა ძველ აღმოსავლეთში, სადაც ბაღი კლიმატური პირობების გამო დიდ როლს ასრულებდა. ბრწყინვალე ტროპიკული მცენარეების წყალობით ბაღმა ხელოვნების ისეთი უმდიდრესი მასალა მიაწოდა, რომ მან უნებლიეთ დაიმსახურა აღმოსავლეთის ხალხთა სიმპათიები და მათი ცხოვრების განუყრელ ნაილად იქცა. ბაღის გარეშე წარმოუდგენელია აღმოსავლური პოეზია. აღმოსავლურ საბაღო სისტემაში ორ სტილს გამოყოფენ: არიულს და სემიტურს.

არიული წარმოშობის ენერგიული და მებრძოლი ხალხი, აწყობდნენ უზარმაზარ ბაღებს და პარკებს, სადახ ზოგჯერ ცხოველებსაც ათავისუფლებდნენ და ამ შემთხვევაში ისინი სანადიროდაც გამოიყენებდნენ, ნადირობა კი ძველად მხოლოდ გასართობი ღონისძიება არ იყო, იგი ერთგვარ სამხედრო და სალაშქრო წრვთნასაც წარმოადგენდ. "ცხოველთა ბაღები" - "პარადიზები" ბუნებრივ ტყედ აღიქმებოდა, რომლის შექმნისთვის და შენარჩუნებისთვს წყალი საკმაოდ შორი მანძილიდან გამოჰყავდათ.

სემიტური წარმოშობის ხალხი, რომელთაც კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ ჰქონდათ მიდრეკილება. ისინი სახლებთან აწყობდნენ მაღალი კლდით შემოღობილ პატარა ბაღებს, სადაც ისინი არამარტო ულამაზეს მცენარეებს და ყვავილებს, არამედ ხელოვნების ნაწარმოებებსაც ათავსებდნენ. სემიტური ტიპის უძველესი ბაღის ყველაზე გრანდიოზული ნიმუშს წარმოადგენდა სემირამიდას "კიდული ბაღები", რომელიც თითქმის ქრისტეს შობამდე IX საუკუნეებში ასურეთის დედოფლის შამურამატის (ბერძნულად სემირამიდას) სურვილით ბაბილონში იქნა აგებული და რომელიც ძველმა ბერძნებმა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთად აღიარეს. ძველმა ბერძნებმა შეცდომით მიაწერეს ამ ბაღის აგება სემირამიდას. მეცნიერების მიერ მიკვლეული მასალებით "ბაბილონის კიდული ბაღები" ნაბუქოდონოსორ II-ის ბრძანებით ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში მიდიის მეფის ასულის დედოფალ ამიტას პატივსაცემად გაუშენებიათ. მიუხედავად ამისა ტრადიციისამებრ ამ ბაღებს სემირამიდას ბაღებს უწოდებენ .

სემიტების განსაკუთრებული სიყვარული შეიმჩნევა წყლისადმი, ბაღში, ტბორების, შადრევნების, კასკადების და ა.შ სახით.

ბაღები ძველ საბერძნეთსა და რომში[რედაქტირება]

დაკიდებული ბაღები

კლასიკურად არის მიჩნეული ძველი საბერძნეთის და რომის საბაღო სტილი. თავდაპირველად ელადის ბაღები ხილისა და ბოსტნეული მცენარეების ნაკრებს წარმოადგენდა, მაგრამ თანდათან ნარგავთა მოწყობისას ესთეტიკური მხარე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ძველ ათენში საზოგადოებრივი ბაღებიც არსესბობდა.

რომაელებში მხატვრული ბაღები გაჩნდა ბერძნებთან მჭიდრო ურთიერთობის შემდეგ. რომისთვის დამახასიათებელი იყო ტერასული ბაღები, მცენარეებისაგან გაკეთებული ქანდაკებები. რომაული ბაღები ელინისტურ ტრადიციებს აგრძელებდა. რომაულმა კლასიკურმა საბაღო სისტემა უმაღლეს განვითარებას მიაღწია იმპერატორ ნერონის ეპოქაში. კლასიკური საბაღო სისტემა დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე არსებობდა. მას ბოლო მოუღო ხანხთა დიდმა გადასახლებამ და ბარბაროსულმა შემოსევებმა.

ბაღების ისტორია[რედაქტირება]

ვერსალის ბაღი.
ვერსალის ბაღი.
ანდრე ლენორტი. ვერსალის ბაღის შემქმნელი

შუა საუკუნეების დასაყისში ევროპაში ბაღები მიივიწყეს. დროთა განმავლობაში, როცა მონასტრები კულტურის ცენტრებად გადაიქცა, მათში ბაღების გაშენებაც დაიწყო. ბაღებში უფრო ხშირად, ვიდრე ხელოვნების სხვა ნიმუშებში, ჩნდებოდა ფარული სიმბოლიკა, ფარული იკოლოლოგიური სქემები. შემთხვევით არი იყო, რომ შუა საუკუნეების სამონასტრო ბაღებში, ხეივნები ჯვრისებურად იყო დაყოფილი და ცენტრში თავსდებოდა ან შადრევანი, რაშიც ქრისტეს მოწამეობრივი ცხოვრებას გულისხმობდნენ, ან ვარდის ბუჩქი, რაც ღვთისმშობლის სიმბოლო იყო. სამომასტრო ბაღის ჭასთან დაკავშირებით ამტკიცებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ, როგორც მცენარე წყლის გარეშე, ასევე კაცობრიობა ნათლობის გარეშე დაიღუპებოდა.

ღრმა წარსულიდანვე ბაღთან იყო დაკავშირებული თითქმის ყველა რწმენა, ყველა თქმულება, მისით მოისახებოდა მიწიერი და ზეციური სამოთხე. ბიბლიის მიხედვით კაცობრიობის წინაპრებს საოცარ ბაღში მიუჩინა ღმერთმა ადგილი, ამ ბაღს „ედემი“ ეწოდებოდა, რაც ძველ ებრაულად განცხრომას, ნეტარებას ნიშნავდა. სპარსულ პარდაიზმს, მოგვიანებით დაესეხნენ ბერძნებიც. პარდაიზმი იქცა მიწიური სამოთხის სინონიმად. ინდური მითოლოგია და სამოთხეც ასევე ბაღშია თავმოყრილი. ყველაზე მდიდრული საიქიო სამოთხე კი შექმნა მუჰამედმა. ბაღი, რომელიც ქრისტიანებისთვია საწყისი იყო, მაჰმადიანებისთვის ის ცხოვრების გზის დასასრულს წარმოადგენდა.

სამონასტრო ხილის ბაღები, სააფთიაქო და სამზარეულო ბოსტნები ჩვეულებრივ მონასტრსი გალავნის გარეთ იყო. პატარა ხეხილის ბაღი კი მონასტრის შიგნით, სამოთხის სიმბოლოს წარმოადგენდა. წარმოდგენა ბაღზე, როგორც სამოთხეზე დიდხანს შემორჩა, XIX საუკუნემდე.

საბაღო ხელოვნებას ახალი მძლავრი ბიძგი მისცა აღორძინების ეპოქამ. ამ პერიოდის საბაღო სტილი გაჩნდა "ყვავლთა ქალაქში" - ფლორენციაში, მედიჩების მდიდარი საგვარეულოს ძალისხმევით. რენესანსმა თავისებურად მოხსნა წინააღმდეგობა ადამიანსა და ბუნებას შორის. ბაღებში ერთმანეთს შეერწყა გარდაქმნილი ბუნება და გარდაქმნილი, თავისუფალი ადამიანი. რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული, ბაღის სიმდიდრე თანდათან პრესტიჟულ აუცილებლობად იქცა მაღალი წოდების ყველა წარმომადგენელისთვის, სამეფო ოჯახის ჩათვლით.

ბაღებში არამარტო ერთმანეთის არამედ ოფიციალურ მიღებებსაც აწყობდნენ. თუმცა როგორც ინგლისის დეოფალმა ელისაბედ I-მა უათჰოლის ბაღში მიიღო რუსეთის ელჩობა, მათთვის ეს იმდენად უჩვეულო იყო, რომ შეურაცმყოფადაც მიიჩნიეს, მაგრამ ეს გასაკვირიც არ იყო რადგანაც ბვაღები რუსეთში, პეტრე I-ის ევროპული მოგზაურობის შემდეგ შევიდა.

XVI საუკუნის მეორე ნახევარი და XVII საუკუნის დასაწყისი ფრანგული საპარკო ხელოვნების ჩასახვის ხანაა. საბოლოო კლასიციზმი მკაფიოდ გამოვლინდა ლენორტის მოქმედებაში - ვერსალის ბაღში. ვერსალის სახით ლენორტმა შექმნა საპარკო შედევრი, რომელშიც ბრწყინვალედ გამოავლინა შემოქმედებითი ნიჭი და მონდომება. 1700 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ლენორტს სურვილი აღეძრა მოენახულებინა ვერსალის პარკი. 87 წლის ხელოვანი ვერსალში ჩაიყვანეს. ლუი XIV განკარგულება გსაცა, პორტშეზი მოეტანათ, რომელშიც ლენორტი მათავსეს. ამ დროს იქ მყოფებისთვის არნახული და განუმეორებელი რამ მოხდა. საფრანგეთის მეფე პორტშეზზე ხელჩაკიდებული ლენორტს მიჰყვებოდა და გამოჩენილი ხელოვნის უკანასკნელ რჩევებს ისმენდა. ლუი XIV-ის მეფური გრძნობა და დიდი სიმპათია ბაღ-პარკების ყოფილი ენერგიური ზედამხედველის - ლენორტის მიმართ იმხანად დაკანონებული სამეფო ეტიკეტის დარღვევით გამოიხატა. სამეფო კარის აზრით, ეს ერთადერთი უპრეცედენტო შემთხვევა, ახსნილი იყო იმ გარემოებით, რომ ლენორტის მიმართ მეფე-მზეს თავისებური მადლიერების და პატივისცემის გამოთქმა სურდა, ასეთი პარკის შექმნის გამო.

ლენორტის შემდეგ მისი სტილი ბაღებში გაჩნდა ყველგან, საფრანგეთში, გერმანიაში და თვით იტალიაშიც. საფრანგეთში პეტრე I-ის მოგზაურობობის შემდეგ რუსეთში შეიქმნა პეტერგოფის ბაღები და პეტრეს ბაღი, მოსკოვში.

საფრანგეთსი პეტრე I-მა 1717 წელის აპრილში იმოგზაურა. მის პატივსაცემად, ლუი XV-ის ბრძანებით ვერსალის პარკის ყველა შადრევანი აამოქმედეს. პეტრე ყურადღებით ეცნობოდა ვერსალის ყველა კუთხეს, ამ დროს მას გაახსენდა ნევის პირას არსებული ლუსტგარედი და აღელვებით წარმოთქვა:

ვიკიციტატა
„თუ კიდევ სამი წელიწადი ვიცოცხლე, მე მექნება უკეთესი ბაღი ვიდრე, საფრანგეთის მეფის ეს ვერსალია-ო. “

მეფის დანაპირები არც ისე ადვილი შესასრულებელი იყო, ვერსანი დღემდე რჩება საუკეთესო ბაღად.

XIX საუკუნემდე ყველა ეპოქის და სტილის ბაღებში არსებითი ნაწილი იყო ლაბირინთები. შუა საუკუნეების სამონასტრო ბაღებში ლაბირინთი ადამიანის რთული ცხოვრების სიმბოლო იყო, ზოგჯერ ლაბირინთში ქრისტეს მოწამეობრივ ცხოვრებასაც ასახავდნენ. XIX საუკუნიდან კი ლაბირინთი მხოლოდ გასართობად კეთდებოდა.

საქართველოს ბაღები[რედაქტირება]

საქართველოში ძველად მხტვრული ბაღების არსებობის თაობაზე ცნობები ძირითადად წერილობით წყაროებში მოიპოვება. ძველი კოლხეთის მხატვრული ბაღების შესახებ მასალებს გვაწვდის ძველი ბერძბული თქმულება არგონავტებზე. პოემაში აღწერილი ბაღი ანტიკური კულტურის ნიშნებად არის მიჩნეული, მაგრამ როგორც ფიქრობენ ბაღებს კოლხეთში უფრო დიდი ისტორია აქვს.

ვარაუდობენ, რომ მებაღეობის განვითარებისთვის აღმოსავლეთ საქართველოში ხელი უნდა შეეწყო ძველი ასურეთის და ბაბილონის საბაღო-საპარკო ხელოვნების კულტურას, რომელმაც განვითარების უმაღლეს დონეს ქრისტეს შობამდე VII - VI საუკუნეებში მიაღწია.

ძველ საქართველოში ბაღის შესატყვის სიტყვებად იყენებდნენ ტერნინებს - „სამოთხე“ და „წალკოტი“. სამოთხესა და წალკოტსი დეკორატიული მცენარეების გარდა ხეებიც იზრდებოდა. ხოლო ვარდებისათვის ცალკე ადგილი იყო გაკეთებული.

ძველად მცენარეები ტოპონიმიკაშიც აისახებოდა. ბიჭვინთის როგორც ქართული ასევე ბერძნული სახელი პიტიუნტი, ფიჭვიდან მომდინარეობს, ვარციხის - ძველი სახელი მომდინარეობს ვარდიციხიდა.

თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ უბანში სეიდაბადში უძველესი დროიდან სამეფო ბაღები ყოფილა გაშენებული, სადაც ქართველი მეფეები სპარსეთისა და ოსმალეთის სამეფო კარის წარმომადგენლებს იღებდნენ. ბაღები ირწყებოდა ზუსტად შედგენილი და მეფის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაღი&oldid=2606502“-დან