შამურამატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სემირამიდა)
შამურამატი მეთვრამეტე საუკუნის იტალიურ ილუსტრაციაზე გამოსახულია როგორც შეიარაღებული ამორძალი

შამურამატი (ბერძ. Σεμίραμις, არამ. ܫܡܝܪܡ; აგრეთვე ცნობილი როგორც: სემირამისი, სემირამიდა), ძველი ასურეთის დედოფალი, შამშიადად V-ის (ჩვ. წ.-მდე 823–810 წწ.) მეუღლე იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ, ჩვ. წ.-მდე 809–806 წლებში ტახტის მცირეწლოვანი მემკვიდრის ადადნირარი III-ის ნაცვლად მართავდა ასურეთს. ეომებოდა მიდიელებს, შემდგომ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვაში. მის სახელს უკავშირდება ბაბილონის დაკიდებული ბაღების გაშენება. შამურამატის შესახებ ლეგენდები შემოგვინახა ბიბლიამ (შამურამატის და სოლომონ მეფის ამბავი), ჰეროდოტეს, ქტესიოს კნიდოსელის, დიოდორე სიცილიელის, ოვიდიუსის თხზულებებმა.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Paulinus Minorita, Compendium
  • Eusebius, Chronicon 20.13-17, 19-26
  • Orosius, Historiae adversus paganos i.4, ii.2.5, 6.7
  • Justinus, Epitome Historiarum philippicarum Pompei Trogi i.2
  • Valerius Maximus, Factorum et dictorum memorabilium libri ix.3, ext 4