მსოფლიოს შვიდი საოცრება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.

ისტორია[რედაქტირება]

ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება[რედაქტირება]

ქვემოთ მოყვანილია ანტიპატეს ვერსია:

საოცრება თარიღი მშენებელი დაინგრა მიზეზი
ხეოფსის პირამიდა ძვ. წ. 2550 ეგვიპტელები დღემდე დგას დღემდე დგას
ბაბილონის დაკიდული ბაღები ძვ. წ. 600 ბაბილონელები ძვ. წ. 1 საუკუნე მიწისძვრა
ეფესოს ტაძარი ძვ. წ. 550 ლიდიელები, ბერძნები ძვ. წ. 356 ხანძარი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში ძვ. წ. 435 ბერძნები მე-5-6 საუკუნეები ხანძარი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძვ. წ. 351 ქარიელები, ბერძნები 1494 მიწისძვრა
როდოსის კოლოსი ძვ. წ. 292-280 ელენისტური საბერძნეთი ძვ. წ. 224 მიწისძვრა
ალექსანდრიის შუქურა ძვ. წ. III საუკუნე ელენისტური ეგვიპტე 1303-1480 მიწისძვრა


ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.

ბოლოდროინდელი საოცრებები[რედაქტირება]

ძველი მსლოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს. თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათზე რაიმე კონსენსუსი არ არსებობს.

იხ. ასევე შუა საუკუნეების სამყაროს შვიდი საოცრება

თანამედროვე საოცრებები[რედაქტირება]

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სია [1]:

ტურისტული მსოფლიოს საოცრებები[რედაქტირება]

შემდეგი სია შექმნილია ჰილმან უონდერსის მიერ როგორც ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობა-საოცრება:[2]

ბუნებრივი საოცრებები[რედაქტირება]

სხვა სიათა მსგავსად, არ არსებობს კონსენსუსი მსოფლიოს შვიდ ბუნებრივ საოცრებაზე, ვინაიდან არ არის შეთანხმება იმაზე თუ რამხელა უნდა იყოს ეს ხია. ამგვარ სიათაგან ერთ-ერთი შექმნილი CNN-ის მიერ [3]:

წყალქვეშა საოცრებები[რედაქტირება]

ამ სიის წარმოშობის წყარო გაურკვეველია, თუმცა ის საკმაოდ ხშირად ფიგურირებს მასმედიაში და აღნიშვნის ღირსია:[4] [5]

ახალი შვიდი საოცრება[რედაქტირება]

2006 წელს იუნესკომ გამოაქვეყნა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების სია.

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: