შინაარსზე გადასვლა

ბაქოს ექსპო-ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქოს ექსპო-ცენტრის შესასვლელი

ბაქოს ექსპო-ცენტრი (ბაქოს ექსპო გამოფენა) — საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მიზნობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. მდებარეობს ჰეიდარ ალიევის გამზირზე, სურახანის რაიონში, აეროპორტთან ახლოს და ქალაქის ცენტრიდან 20 წუთის სავალზე. ექსპო-ცენტრი მოიცავს 30 000 მ² ფართობის საგამოფენო სივრცეს და შეიცავს ყველა საჭირო აღჭურვილობას კონფერენციების, შეხვედრების, სემინარებისა და პრეზენტაციების სამანსპინძლოდ. გაიხსნა 2010 წლის 1 ივნისს გამოფენით „კასპიის ნავთობი და ბუნებრივი აირი 2010“.[1] დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა შორის მოსკოვის ექსპო-ცენტრის შემდეგ ბაქოს ექსპო გამოფენა უდიდესია.

გახსნის დღიდან ბაქოს ექსპო-ცენტრში არაერთი გამოფენა გაიმართა, მათ შორის: „კასპიის ნავთობი და ბუნებრივი აირი 2010“,[2] „BakuBuild-2010“,[3] „Bakutel 2010“,[4] „ავტოშოუ 2011“[5] და ა.შ.

ბაქოს ექსპო-ცენტრში დიდი ღონისძიებების ჩასატარებლად სამი პავილიონია, 4000 მ² ფართობის ვესტიბიული და მის უკან 20 000 მ² ფართობის საგამოფენო სივრცე, ისევე როგორც ბიზნეს-ცენტრი და სხვა განყოფილებები. დარბაზები და შეხვედრების ოთახები საერთაშორისო კონფერენციებისთვის, სხვადასხვა გამოფენის, სემინარის და ღონისძიების ჩასატარებლად გამოიყენება. კომპლექსის წინ 500 ავტომობილის პარკინგისთვის განკუთვნილი სივრცეა.[6]

კასპიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მე-17 საერთაშორისო გამოფენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ექსპო-ცენტრი კასპიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მე-17 საერთაშორისო გამოფენით გაიხსნა. გამოფენა 2010 წლის 1-4 ივნისს გაიმართა. გამოფენაში 26 სახელმწიფოს 280-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის 40%-ზე მეი ისეთ საერთაშორისო კომპანიებს ეკავათ, როგორიცაა: „Itochu Corporation“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია, Equinor ASA და TPAO.

აზერბაიჯანის მე-7 საერთაშორისო საავტომობილო გამოფენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მარტში ბაქოს ექსპო-ცენტრში პირველად ჩატარდა აზერბაიჯანის მე-7 საერთაშორისო საავტომობილო გამოფენა. გამოფენას 14 სახელმწიფოს (მათ შორის: შვეიცარიის, ბელარუსის, დანი0ის, იტალიის, კანადის, ჩინეთის, მალაიზიის, რუსეთის, ტაივანის, გერმანიის, იაპონიისა და თურქეთის 105-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენა ავტომობილების, სავაჭრო ტრანსპორტისა და ყველა სახის ტრანსპორტის საავტომობილო ნაწილებისა და აღჭურვილობის განყოფილებებს მოიცავდა.

დაცვის, უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებათა კასპიის მე-8 საერთაშორისო გამოფენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 21-24 ოქტომბერს ბაქოს ექსპო-ცენტრმა დაცვის, უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებათა კასპიის მე-8 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების პროდუქტები იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე ძირითადად წარმოდგენილი იყო დაცვისა და უსაფრთხოების აღჭურვილობა, უსაფრთხოების ტელევიზიისა და სათვალთვლო სისტემები, მოქნილი ბარათები, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღჭურვიობა, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის ხელსაწყოები, ID ტექნოლოგიები და სხვა პროდუქტები.[7][8][9]

2017 წლის 18-21 ოქტომბერს ბაქოს ექსპო ცენტრში გათბობის, ვენტილაციის, კონდიციონირების, წყლის მიწოდების, სანიტარული, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, საცურაო აუზებისა და განახლებადი ენერგიების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. მასში მონაიწლეობა მიიღეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა „Euroclima“, „Yusiko“, „Azertexnolayn“, „Alarko Carrier Sanayi ve Ticaret“, „Egeplast Ege Plastik“, „Turan Makinе“, „Termo ISI“, „Polimart“ და „Ultratek“.[10]

უძრავი ქონებისა და ინვესტირების საერთაშორისო ბაზრობა (RecExpo)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძრავი ქონებისა და ინვესტირების საერთაშორისო ბაზრობა (RecExpo) საკუთრების სახელმწიფო კომიტეტისა და კომპანიების, Atılım Fuarcılık and Elan Expo მიერ იყო ორგანიზებული და 2017 წლის 28-30 ნოემბერს ბაქოს ექსპო-ცენტრში ჩატარდა. პრეზენტაციის ცერემონია 5 600 მ² ფართობის ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის 70-მა კომპანიამ, მათ შორის: თურქეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, პოლონეთის, ყატარის, საქართველოს წარმოამდგენლებმა. მონაწილეებზე 150-ზე მეტი პროექტი წარადგინეს.[11]

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

6-8 ოქტომბერს ექსპო-ცენტრში განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებმა, სკოლებმა, კოლეჯებმა და სასწავლო ცენტრებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოფენას ესწრებოდნენ როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ისე უცხოენოვანი კურსების, გაცვლითი პროგრამებისა და სასწავლო სესიების სტუდენტები.[12]

განათლების მე-12 საერთაშორისო გამოფენა „განათლება 2018“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 1 ოქტომბერს ბაქოს ექსპო-ცენტრმა საგანმანათლებლო გამოფენას „განათლება 2018“ უმასპინძლა. გამოფენის სლოგანი „ინვესტიცია ბავშთა მომავალში“, ხოლო სპოსორი აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო იყო. გამოფენაში 12 ქვეყნის 135 საგანმანათლებლო ინსტიტუტი მონაწილეობდა.[13]

აზერბაიჯანის მე-12 კარიერული გამოფენა საგანმანათლებლო გამოფენის პარალელურად ჩატარდა. გამოფენის მთავარი მიზანი დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებელთა შორის შეხვედრების მოწყობა იყო.[14]

აზერბაიჯანის მშენებლობის 24-ე საერთაშორისო გამოფენა „BakuBuild Azerbaijan 2018“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის მშენებლობის 24-ე საერთაშორისო გამოფეა 2018 წლის 23-26 ოქტომბერს ჩატარდა.[15] გამოფენამ თავი მოუყარა მშენებლობის სფეროს პროფესიონალებს. მისი სპონსორები აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო, ურბანული დაგეგმარების სახელმწიფო კომიტეტი, აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირი, მეწარმეთა ეროვნული კონფედერაცია და AZPROMO იყვენ.[16] გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე ქვეყნის, მათ შორის: კანადის, ფინეთის, უკრაინის, დანიის, საბერძნეთის, ჩინეთის, თურქეთის, რუსეთის, სლოვენიის და აშშშ 250-ზე მეტმა კომპანიამ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამშენებლო მასალები, როგორიცაა, პლასტმასი, კარებისა და ფანჯრის ნაწილები და სხვ.[17]

აზერბაიჯანის მე-9 საერთაშორისო გარემოსდაცვითი გამოფენა „კასპიის ეკოლოგია“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 10 ნოემბერს ბაქოს ექსპო-ცენტრმა აზერბაიჯანის მე-9 საერთაშორისო გარემოსდაცვით გამოფენას - „კასპიის ეკოლოგია“ - უმასპინძლა. გამოფენის სლოგანი იყო: „შეცვალე საკუთარი თავი, არა ბუნება!“. გამოფენა აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 43-მა კომპანიამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. საგამოფენო სტენდებზე გამოფენილი იყო პლასტიკური პროდუქტები, ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყალი და საკვები, წყლის გადასამუშავებელი და სხვა ეკოლოგიური პრობლემებისადმი მიძღვნილი პროდუქტები.[18]

აზერბაიჯანის ტელეკომუნიკაციების, ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიების 24-ე საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია „Bakutel 2018“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლსი 10 დეკემბერს აზერბაიჯანის ტელეკომუიკაციების, ინოვაციის და მაღალი ტექნოლოგიების 24-ე საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია „Bakutel 2018“ გაიმართა. მასში 20 ქვეყნის 230-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ინტერნეტ პროდუქტები, საბანკო სისტემის ტექნოლოგიები, მობილური ტექნოლოგიები, სახელმწიფო სერვისები, ელექტრონული ტექნოლოგიები და ა.შ.[19][20]

  1. Baku Expo Center opens with "Caspian Oil and Gas 2010" exhibition.
  2. 17th International Caspian Oil & Gas Exhibition and Conference Incorporating Refining & Petrochemicals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-11.
  3. Post Show release of BakuBuild 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-04. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  4. BakuTel 2010: The Successes of the ICT Sector. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-04. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  5. Opening of 7th Azerbaijan International Automotive Exhibition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-09. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  6. https://bakuexpocenter.az/en/about.php
  7. CIPS Caspian 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-18. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  8. 8th Caspian International Protection, Security and Rescue Exhibition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-29. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  9. 8th Caspian International Protection, Security and Rescue Exhibition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-29. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  10. Baku Expo Center to host Aquatherm 2017
  11. Baku hosts International Real Estate and Investment Fair.
  12. http://eduexpo.az/
  13. 12th Azerbaijan International Education Exhibition “Education-2018” kicks off in Baku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-08. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  14. CAREER Azerbaijan 2018 - 12th Azerbaijan International Career Exhibition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-08. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  15. Autumn Exhibitions: What? Where? When?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-08. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  16. Construction exhibition BakuBuild Azerbaijan 2018 to be held at Baku Expo Centre.
  17. WorldBuild Baku 2018.
  18. Baku hosts 9th Azerbaijan International Environmental Exhibition Caspian Ecology.
  19. Bakutel 2018- 24th Azerbaijan International Telecommunications, Innovations and High Technologies Exhibition and Conference. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-08. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  20. BAKUTEL 2018 - 24TH AZERBAIJAN INTERNATIONAL TELECOMMUNICATIONS, INNOVATIONS AND HIGH TECHNOLOGIES EXHIBITION AND CONFERENCE.