მგოსანი ბიდლის ზღაპრები
„მგოსანი ბიდლის ზღაპრები“ | |
---|---|
| |
ავტორი | ჯოან როულინგი |
ილუსტრატორი | ჯოან როულინგი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
სერია | ჰარი პოტერი |
თემა | ჯადოქრობა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | Children's High Level Group |
გამოცემის თარიღი |
13 დეკემბერი 2007 (ხელნაკეთი ვერსია) 4 დეკემბერი 2008 (საჯარო ვერსია) |
მთარგმნელი | ნიკა სამუშია |
ქართულად გამოიცა | 2012 |
გვერდი |
ხელნაკეთი ვერსია: 157[1] საჯარო ვერსია: 110 საკოლექციო ვერსია: 180 |
წინამორბედი | Harry Potter prequel |
მომდევნო | ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია |
მგოსანი ბიდლის ზღაპრები (ინგლ. The Tales of Beedle the Bard) — ზღაპრების წიგნი, რომელიც ჯოან როულინგის მიერ არის დაწერილი. იგი არის ჰარი პოტერის წიგნების სერიის დამატება. „მგოსანი ბიდლის ზღაპრები“ ფიგურირებს ამ სერიის უკანასკნელ რომანში, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად წიგნი გამოიცა შვიდი ასლის სახით. ყოველი მათგანი იყო ხელნაწერი და ილუსტრირებული ჯოან როულინგის მიერ.[2] ერთ-ერთი გაიყიდა აუქციონზე 50.000 £-ად. Amazon.com-მა ის შეიძინა 1.95 მილიონ £-ად. აუქციონიდან შემოსული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდში The Children's Voice.[3]
2008 წლის 4 დეკემბერს გამოიცა წიგნის საჯარო ვერსია. გაყიდვიდან შემოსული თანხები გადაირიცხა ფონდში Children's High Level Group.[4] მასში აღწერილია ჯადოსნური ამბები, რომლებსაც ალბუს დამბლდორის კომენტარები ახლავს. აქ არის შემდეგი ზღაპრები: „ჯადოქარი და ხტუნია ქოთანი“, „იღბლის შადრევანი“, „გრძნეულის ბანჯგვლიანი გული“, „ბაჭო-პრანჭო და მისი ხითხითა კუნძი“ და „სამი ძმის ამბავი“ (უკანასკნელი აგრეთვე მოთხრობილია ჰარი პოტერის სერიის მეშვიდე რომანში, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „J. K. Rowling's The Tales of Beedle the Bard“. Amazon.com.
- ↑ http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/7142656.stm
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ http://www.bloomberg.com/apps/news?pid=20601088&sid=axYVlJO7LaAo&refer=muse
|