შინაარსზე გადასვლა

ახკერპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ახკერპი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი მარნეულის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°12′59″ ჩ. გ. 44°34′24″ ა. გ. / 41.21639° ჩ. გ. 44.57333° ა. გ. / 41.21639; 44.57333
ცენტრის სიმაღლე 1019
მოსახლეობა 610[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახკერპი — საქართველო
ახკერპი
ახკერპი — ქვემო ქართლის მხარე
ახკერპი
ახკერპი — მარნეულის მუნიციპალიტეტი
ახკერპი

ახკერპი[2]სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ახქერფზე (მდინარე ბოლნისისწყლის შენაკადი). ზღვის დონიდან 1019 მეტრზე, მარნეულიდან დაშორებულია 60 კილომეტრით.

ახკერპის მიდამოებშია ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება. აქვეა ადრინდელი, შუა საუკუნეების სატრაპეზო, გალავანი და სხვა ნაგებობანი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 610 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]742352390
2014[1] 610286324