ლოქის ქედი
ლოქის ქედი | |
---|---|
ლოქის ქედი | |
კოორდინატები: 41°09′07″ ჩ. გ. 44°34′47″ ა. გ. / 41.15194° ჩ. გ. 44.57972° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | ლალვარი |
სიმაღლე | 2545 მ |
ლოქის ქედი[1][2], სომხითის ქედი — საშუალო სიმაღლის ქედი მცირე კავკასიონის მთათა სისტემაში, მდინარეების მაშავერისა და დებედის წყალგამყოფი. განედური ქედია. ჩრდილოეთ-დასავლეთი კალთა საქართველოს ფარგლებშია, დანარჩენი — სომხეთის ტერიტორიაზე. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, რომლებიც დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. უმაღლესი მწვერვალია ლალვარი (2545 მ, სომხეთი). ახასიათებს საშუალო მთიანი რელიეფი სტრუქტურული, ეროზიული და დენუდაციური ფორმებით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს რცხილა და მუხა, ზედაში — წიფელი. გვხვდება აგრეთვე ფიჭვის მცირე კორომები. ქედის ყველაზე მაღალ ნაწილში სუბალპური მდელოებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 298.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 63.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 106.