ხუჯაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰუჯაბი)
Jump to navigation Jump to search
ხუჯაბის ეკლესია
Khuchap Monastery 1.JPG
ხუჯაბი (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°12′06″ ჩ. გ. 44°34′03″ ა. გ. / 41.20167° ჩ. გ. 44.56750° ა. გ. / 41.20167; 44.56750
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა საზღვრიდან 500 მ.
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება XIII ს. I ნახ.
დეტალები

ხუჯაბი ან ჰუჯაბი — ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი. მდებარეობს საქართველოში[1][2][3], მარნეულის მუნიციპალიტეტში[4], ახლანდელი სოფელ ახქერფის მახლობლად.

ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIII საუკუნის I ნახევრის ტაძარი. პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტიკური ნიშნებით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეების მიჯნისა და XIII საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი (ძვ. გუმბათი), ახტალა და სხვა). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერი ქვით. შიგნით მოხატულია, შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. მონასტრის ტერიტორიაზე არის სხვა ნაგებობათა ნაშთებიც.

ქტიტორული წარწერა ტაძრის კედლიდან XIX საუკუნეში წაუშლიათ სომხებს.[5]

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუჯაბის ტაძრი საქართველოსა და სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ტერიტორიული კუთვნილება საკამათო გახდა მას შემდეგ, რაც 2005 წელს ტელეკომპანია „მზის“ გადამღებ ჯგუფს, რომელიც ხუჯაბის კადრებს იღებდა, ცეცხლი გაუხსნეს სომეხმა მესაზღვრეებმა. როგორც გაირკვა, ხუჯაბის ტაძარს სომხური მხარე თავის სახელმწიფო საზღვრებში მოიაზრებს და, შესაბამისად, მესაზღვრეებმა გადამღები ჯგუფი საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის კანონდამრღვევებად ჩათვალეს. ქართულ მედიაში გავრცელდა სტატიები, რომელთა მიხედვითაც საზღვარი მესაზღვრეებმა უკანონოდ გადმოწიეს სომხეთის სასარგებლოდ, რის შედეგადაც ხუჯაბი სომხური კონტროლის ქვეშ მოექცა; ზოგიერთი წყარო ასახელებს 300 მეტრს[6], ზოგი კი 400-ს[7].

საბჭოთა კავშირის პერიოდში ხუჯაბის ტაძარი საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული[8]. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის რაიმე სახის ხელშეკრულება საზღვრის გადაწევასთან დაკავშირებით ოფიციალურ დონეზე არ გაფორმებულა.

ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუჯაბი (ხუჯაბი) ივ. ჯავახიშვილის განმარტებით არაბული სიტყვაა და მრავლობითი რიცხვია სიტყვიდან ჰაჯიბი (ხაჯიბი), რაც ეჯიბს - მეკარეს, კარის მცველს ნიშნავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ქართულ წყაროებში ძეგლი გვხვდება 1721 წლის ხალხის აღწერის დავთარი და დასტურალამალი, სადაც აღნიშნულია ხუჯაბის ქორის ბუდე.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით:

ვიკიციტატა
„... არს მონასტერი ჰუჯაბისა, გუნბათიანი, კეთილს ადგილს და აწ ცალიერ არს.“

სოფლების სიაში ვახუშტი ამ სახელწოდების სოფელსაც იხსენიებს - "უჯაბი", რომელიც მოქცეულია სოფ. ხანძუტსა და ჯარმეჩებს შორის.

ჰუჯაბის მამათა მონასტერი დაცარიელდა მტრის მორიგი შემოსევის დროს. 1905 წელს კი იქ ჩამოყალიბდა რუსეთის მართლმადიდებლური დედათა მონასტერი, რომელმაც 1935 წლამდე იარსება. დედათა მონასტრის წინამძღვრის იღუმენია პავლას ნაამბობიდან ირკვევა, რომ 1935 წელს ჰუჯაბის მონასტრიდან დედები გაურკვეველი მიზეზით განდევნეს, რომლებმაც იქვე არსებულ სოფლ ახ-კერფში შეაფარეს თავი და იქ დაემკვიდრნენ. ერთ-ერთ საცხოვრებელში მოაწყვეს სამლოცველო.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამონასტრო კომპლექსი უახლოესი სოფლიდან 1 კილომეტრში მდებარეობს ლალვარის მთის ძირში. გარედან მას გალავანი ერტყა, რომლის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა კვალია: კელიები, სატრაპეზო და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობანი.

გუმბათოვანი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIII საუკუნის I ნახევრის ტაძარი. პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტიკური ნიშნებით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეების მიჯნისა და XIII საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი (ძვ. გუმბათი), ახტალა და სხვა). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერი ქვით. შიგნით მოხატულია, შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

დარბაზული ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალავნის შესასვლელთან მეორე დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევებიცაა, თარიღდება V-VI საუკუნეებით. იგი დარბაზული ტიპის ყოფილა. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ძეგლი ადრეფეოდალური ხანას განეკუთვნება. შირიმის ქვა რომლითაც არ ის ნაშენი იქვე ხეობაში 1 კმ-ში მოიპოვება.

ნასოფლარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს, ფოლადაურის მარჯვენა ნაპირას ორი ხევის შესაყარში ნასოფლარია და იქვე ნაეკლესიარიც (10მ.*4მ.). მიიჩნევა რომ აღნიშნული არის ჰუჯაბის ნასოფლარი. იქვე გადიოდა სატრანზიტო გზა რომელსაც მგლის კარის უღელტეხილით გადავყავდით ლორე-ტაშირში.

ქტიტორული წარწერა ტაძრის კედლიდან XIX საუკუნეში წაუშლიათ სომხებს.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 521, თბ., 1987 წელი.
  • ქეთევან აბაშიძე, ჰუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის მონასტერი, "ლევან რჩეულიშვილი, 100", სამეცნიერო კონფერენციის მასალები (აპ. ქუთათელაძის სახ. თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად., გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორ. და ძეგლთა დაცვის კვლევ. ეროვნ. ცენტრი; რედ. მარინე ბულია. თბილისი, 2009. ISBN 978-9941-0-21-71-8
  • ქეთევან აბაშიძე, ჰუჯაბის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიულის მასალები, თბ., 1989
  • ქეთევან აბაშიძე, ფერის სიმბოლიკა ჰუჯაბის ტაძრის ხუროთმოძღვრებაში, ქართული ხელოვნების ნარკვევები II, თბ., 2002
  • К. Харадзе, Истинный наследник памятника, газета «Ахалгазрда коммунисти», 15.10.1988.
  • ვალერი ჩხეიძე, აურზაური არაფრის გამო, ჩაიწერა ალეკო ასლანიშვილმა // საქართველოს რესპუბლიკა. 2000. 14 ივნისი. N158 (3559). 1,2 გვ.
  • ვარაზაშვილი, მ. მეტი ყურადღება ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსს, «ძეგლის მეგობარი», №. 81, გვ. 9-12, თბ., 1988 წელი.
  • ბერძენიშვილი, დ. ჰუჯაბი, «ძეგლის მეგობარი», №. 81, გვ. 5-8, თბ., 1988 წელი.
  • გუჯაბიძე, გ. ჰუჯაბის ტაძარი, «ძეგლის მეგობარი», №. [83], გვ. 12-23, თბ., 1989 წელი.
  • გორდაძე, გ. ჰუჯაბის ისტორიისათვის, «ძეგლის მეგობარი», №. [83], გვ. 5-10, თბ., 1989 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «АРМЯНСКИЕ» ИЛИ ГРУЗИНСКИЕ ЦЕРКВИ В ГРУЗИИ?! - Бондо Арвеладзе
  2. Т.К. Алябьева, Государственная политика России в области сохранения национальных памятников в России XIX - н. ХХ в. века.( Средняя Азия, Кавказ, Закавказье), Вестник Московского государственного областного университета, СЕРИЯ «ИСТОРИЯ И ПОЛИТИЧЕСКИЕ НАУКИ» № 1, Москва, Издательство МГОУ, 2007, გვ. 122
  3. Where is the Georgia-Armenia Border?
  4. საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი, მითითებული ლიტერატურის სიით.
  5. გაზეთი «მწყემსი», 1896 წ.
  6. სად გადის საქართველო-სომხეთის საზღვარი?
  7. როგორ გადმოიწია საზღვარმა 400 მეტრით ჰუჯაბის ქართული ეკლესიის სომხეთის შემადგენლობაში მოსახვედრად
  8. მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 521, თბ., 1987 წ
  9. გაზეთი «მწყემსი», 1896 წ.