დამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
დამია
KK-Marneuli-ka.svg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი მარნეულის მუნიციპალიტეტი
თემი დამია-გიაურარხი
კოორდინატები 41°16′41″ ჩ. გ. 44°45′03″ ა. გ. / 41.27806° ჩ. გ. 44.75083° ა. გ. / 41.27806; 44.75083
ცენტრის სიმაღლე 620
მოსახლეობა 326[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 96 %, აზერბაიჯანელები 3 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები, მუსლიმები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დამია — საქართველო
დამია
დამია — ქვემო ქართლი
დამია

დამიასოფელი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, დამია-გიაურარხის თემში.[1] მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 620 მეტრზე, მარნეულიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში შედიოდა სადახლოს სასოფლო საბჭოში.

სოფლის ტერიტორია წინაფეოდალური ხანიდანაა დასახლებული (აღმოჩენილია გორანამოსახლარი, კერამიკული ნაწარმი). შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ეკლესია, რომლის კედლების წყობაში ჩანს ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანის არქიტექტურული დეტალები. დამიის ახლანდელი სომხური მოსახლეობის წინაპრები აქ XIX საუკუნის I ნახევარში დასახლდნენ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 326 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 334 170 164
2014[1] Decrease2.svg 326 165 161

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012 წელი.;
  • დამიას სურბ სარგისი : (გვიანი შუა საუკუნეები) / გაგოშიძე, გიორგი // მონოფიზიტური ძეგლები საქართველოში : (არქიტექტურა, რელიეფები, წარწერები) : წ. 1: ქვემო ქართლი / გიორგი გაგოშიძე, ნათია ჩანტლაძე. - თბილისი, 2009. - ISBN 978-99940-55-59-3. - გვ. 98.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II