შინაარსზე გადასვლა

წერაქვი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერაქვი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
წერაქვი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი მარნეულის მუნიციპალიტეტი
თემი წერაქვი
კოორდინატები 41°17′44″ ჩ. გ. 44°39′32″ ა. გ. / 41.29556° ჩ. გ. 44.65889° ა. გ. / 41.29556; 44.65889
მოსახლეობა 140[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 93 %
სომხები 6,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წერაქვი (მარნეულის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
წერაქვი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)
წერაქვი (მარნეულის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლის მხარე
წერაქვი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)
წერაქვი (მარნეულის მუნიციპალიტეტი) — მარნეულის მუნიციპალიტეტი
წერაქვი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)

წერაქვი — სოფელი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქვემო ქართლის მხარე).

მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შულავერის ხეობაში, ზღვის დონიდან 980 მ-ზე. მარნეულიდან დაშორებულია 45 კილომეტრით, შულავრიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 21 კმ-ით.

სოფლის ისტორიული სახელია ზემო წერაქვი, რომელიც შეერქვა ქვემო წერაქვისგან განსასხვავებლად (ამჟამად ნასოფლარია).[2] იხსენიება XVII საუკუნიდან. წერაქვის სახელწოდებით 2 სოფელი მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის რუკასა და სოფლების სიაში, ასევე იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული). 1689–1783 წლების საბუთებში მებატონეებად გოსტაშაბიშვილები იხსენიებიან. 1721 წლის აღწერით სოფელში ითვლებოდა 4 მებატონე (გოსტაშაბაშვილი, ციციშვილები), 30 გამომღები და 4 ბოგანო ყმა.[3]

1886 წლის „საოჯახო სიების“ მიხედვით სოფელ (ზემო) წერაქვში 93 მცხოვრები იყო, ყველა ქართველები.[4] XIX საუკუნის მიწურულს წერაქველთა ნაწილმა საბა ადამაშვილისა (მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის მამა) და სხვათა თაოსნობით ხელახლა დაასახლა მეზობლად მდებარე მიტოვებული სოფელი სიონი.[5] 1929 წლამდე შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, შემდეგ — მარნეულის რაიონში (ოფრეთის სასოფლო საბჭო). ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: სიონი, წერაქვი, ჯანხოში) ნაწილია. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.[6]

წერაქვში არის მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი (დაარსდა 1987 წელს). სოფლის სასაფლაოზე დგას წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (აშენებულია 1626 წელს).

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლ. 2 კმ-ზე არის ქვემო წერაქვის ნასოფლარის ტერიტორიაზე („ქალაფა“) არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი: XIII საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამნავიანი დარბაზული ეკლესია (კედელზე XV საუკუნის ლაპიდარული წარწერით), გვიანი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, მარანი და გალავანი. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე „დიდი მზიგული“ და ციხის დარბაზული ეკლესია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 140 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[7]248132116
2014[1] 1406773

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ბერძენიშვილი დ., ზემო წერაქვი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 352.
  3. ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 1-2, ტფ., 1935. — გვ. 371.
  4. Свод статистических данных о населении Закавказского края, извлеченных из посемейных списков 1886 г. : изд. по распоряжению главноначальствующего гражд. частью на Кавказе Завкавк. стат. ком. / Закавказ. стат. ком. - Тифлис : Тип. И. Мартиросианца, 1893.
  5. ბერძენიშვილი დ., სოფელ სიონის ისტორიიდან, წგნ. „ნარკვევები“, თბ., 2005. — გვ. 35–40.
  6. საქართველოს მთავრობის დადგენილება № 671: მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ[მკვდარი ბმული], 2015 წლის 30 დეკემბერი.
  7. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II