აფხაზური ანბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფხაზური ანბანი
А Б В Г Гь Гә Ҕ Ҕь Ҕә
Д Дә Е Ж Жь Жә З Ӡ Ӡә
И К Кь Кә Қ Қь Қә Ҟ Ҟь Ҟә
Л М Н О П Ҧ Р С Т Тә Ҭ Ҭә У Ф
Х Хь Хә Ҳ Ҳә Ц Цә Ҵ Ҵә
Ч Ҷ Ҽ Ҿ Ш Шь Шә
Ы Ҩ Џ Џь Ь Ә

აფხაზური ანბანი — დღესდღეობით, კირილურ დამწერლობაზე დაფუძნებული, 64 ასოიანი[1] გრაფიკული სისტემა აფხაზური ენისათვის (აქედან 62 ასო გამოითქმის, 2 კი — არა). აფხაზური ანბანი წარმოადგენს მეტად კომპლექსური ხასიათის სისტემას და განპირობებულია ენაში არსებულ ბგერათა უჩვეულო მრავალფეროვნებით და მრავალგვარობით.. თავისი არსებობის მანძილზე არაერთხელ შეიცვალა და განიცადა მრავალი რეფორმა. დღესდღეობით აფხაზური ანბანი იყენებს კირილურ დამწერლობას. აფხაზური ანბანის ისტორია შეიძლება დაიყოს ოთხ ეტაპად:

  • 1862-1926 წლები — კირილური დამწერლობის ანბანი;
  • 1926-1938 წლები — ლათინური დამწერლობის ანბანი;
  • 1938-1954 წლები — ქართული დამწერლობის ანბანი;
  • 1954 წლიდან დღემდე — კირილური დამწერლობის ანბანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზებს XIX საუკუნის II ნახევრამდე საკუთარი დამწერლობა არ ჰქონდათ, ისტორიულად აფხაზეთი, ქართული წერილობითი კულტურისა და წიგნიერების არეალის შემადგენელი ნაწილი იყო. ამის დასტურია „ფიცის წიგნები“ და აფხაზეთის მტავრის კანცელარიიდან მოღწეული ოფიციალური ხასიათის დოკუმენტები, საეკლესიო ჩანაწერები, რომლებიც შედგენილია ქართულ ენაზე. ეს მასალები ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ აფხაზეთში, ისევე როგორც საქართველოს ყოველ კუთხეში საუკუნეთა მანძილზე, მხოლოდ ქართული ენაზე მიმდინარეობდა სახელმწიფო საქმის წარმოება.

აფხაზური სიტყვების ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფხაზური სიტყვიერებისა და ფრაზების პირველი ჩანაწერები 1641 წელს შეასრულა თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებიმ, რომელმაც ამ მიზნით გამოიყენა არაბული დამწერლობის გრაფიკა და ჩაწერა 40 აფხაზური ფრაზა და სიტყვა. მოგვიანებით XVIII-XIX საუკუნეებში, ცალკეული აფხაზური სიტყვები ფიქსირდება იოან გიულდენშტადტის, გ. როზენის, პეტრე პალასის და იულიუს კლაპორტის შრომებში[2].
  • 1826 წელს ვლადიმერ რომანოვი დეკაბრისტებთან შეთქმულების გამო გადასახლებული იყო კავკასიაში. 30 წლის საზღვაო-სამხედრო ფლოტის ლეიტენანტი ვლადიმერ რომანოვი გაამწესეს შავი ზღვის ფლოტში. 1827 წლის გაზაფხულზე რომანოვი იმყოფებოდა გემი "დიანას" ბორტზე. მისი სოხუმში ყოფნის დროს მან შეადგინა თავისი 1952 სიტყვიანი რუსულ-აფხაზური ლექსიკონი. შექმნილი ხელნაწერი წარუდგინა ხელმღვანელობას, რომელთაც ნაშრომი თავის მხრივ სანკტ-პეტერბურგში გაგზავნეს.

ხელნაწერის მეორე პირი ინახება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებაში. მასზე ავტორი არაა დატანილი, რომელიც პირველ პირთან შედარებით ნაკლულია[3][4].

აფხაზური ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსლარის კირილური აფხაზური ანბანი, 1862 წ.
ბართლომეის კირილური აფხაზური ანბანი, 1865 წ.
ჭოჭუას შედგენილი აფხაზური ანბანი[5]
ნ. მარის შედგენილი აფხაზური ანალიტიკური ანბაბი(1926—1928 წწ.)
აფხაზური ლათინიზირებული ანბანი 1928—1938 წწ.
აფხაზური ანბანი ქართულის საფუძველზე (1938-1953 წწ.)
აფხაზური მართლწერის ნიმუში - ნაწყვეტი აფხაზური ეპოსი აბრსკილიდან

აფხაზური ანბანის წარმოშობა უკავშირდება კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების სასულიერო საქმიანობას, კერძოდ კი მის მიერ 1860 წელს წამოყენებულ პირობას, გადათარგმნილიყო წმინდა წერილი ყველა კავკასიურ ენაზე, მათ შორის, აფხაზურ, სვანურ და ჩეჩნურ ენებზე. იქედან გამომდინარე რომ, აღნიშნულის ხორცშესხმა წარმოუდგენელი იყო ანბანის არარსებობის გამო, გადაწყდა აფხაზებისთვის შექმნილიყო აფხაზური ანბანი. შეიქმნა ჯგუფი, ქართველი, აფხაზი და რუსი მოღვაწეებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი ივანე ბარტოლომეი.

უსლარის შედგენილი აფხაზური 55 ასოიანი ანბანი[6]
  • პირველი მკვლევარი, რომელმაც შექმნა აფხაზური დამწერლობა, იყო რუსეთის არმიის გენერალი პეტრე უსლარი, მან 1862 წელს აფხაზური ენის გრამატიკული მიმოხილვის შედგენისას გამოიყენა რუსული ე. წ. კირილური ანბანის გრაფიკა მის მიერვე გამოგონილი ასო-ნიშნების დამატებით. სწორედ პ. უსლარის ამ ნაშრომით იწყება აფხაზური დამწერლობის ისტორია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თვით პეტრე უსლარი წერდა: „დამოუკიდებელი ლიტერატურა აფხაზებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ და არც ექნებათო“, ასევე „კავკასიაში გავრცელებული, დამწერლობას მოკლებული ყველა ენისათვის ყველაზე კარგი და ყველაზე გამოსადეგი ქართული დამწერლობაა“ და „თუ ჩვენ ქართველებისაგან ვისესხებთ არა მარტო წერის სისტემას, არამედ ასოებსაც, მაშინ ჩვენდა უნებურად ხელს შევუწყობთ კავკასიაში არამარტო ქართული ავტონომიის არამედ აფხაზური ავტონომიის შექმნასაცო“. თავდაპირველ ორიგინალში 37 კირილური ასო-ნიშანი იყო, ხოლო 1905 წლიდან აფხაზური ენის ჩაწერა 55 ასო-ნიშნით ხდება.
  • ივანე ბართლომეიმ აფხაზური ანბანის შესადგენად ქართული ასოების გრაფიკა გამოიყენა, როგორც ყველაზე შესაფერი აფხაზური ენისათვის, რაც აკლდა ის ასო-ბგერები მიუმატა და 1865 წელს გამოსცა „აფხაზური ანბანი“, თუმცა ეს ანბანი პოლიტიკური მოტივით არ იქნა მიღებული, შედეგად უპირატესობა მიენიჭა უსლარისეულ ანბანს.

შექმნის დღიდან აფხაზური ანბანი რამდენიმეჯერ შეიცვალა, რამაც აფხაზური კულტურისა და აფხაზური ლიტერატურის განვიტარებაზე ძალზედ უარყოფითი გავლენა იქონია. ეს ცვლილებები ხელოვნურად იყო წახალისებული. 1892 წელს კონსტანტინე მაჭავარიანმა შეადგინა აფხაზური ანბანი რუსული გრაფიკის საფუძველზე. 1909 და 1914 წლებში ალექსეი ჭოჭუას მიერ გამოიცა აფხაზური ანბანის სახელმძღვანელო, რომელიც რუსული ანბანის გრაფიკაზე იყო აწყობილი.

  • 1926 წელს ნიკო მარის მიერ წარმოდგენილი იყო ე. წ. ანალიტიკური აფხაზური ანბანი. ეს ანბანი მხოლოდ 1928 წლამდე გამოიყენებოდა და მასში 75 ასო-ბგერა იყო.
  • 1928 წელს კი შემოღებულ იქნა ნ. იაკოვლევისა და ე. პოლივანოვის მიერ ლათინურ შრიფტზე დაყრდნობით შექმნილი ე. წ. ლათინიზირებული აფხაზურ ანბანი, რომელიც სადამწერლოდ 10 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.
  • 1937 წელს აფხაზური ანბანი შეიქმნა ქართული ასობგერების მოხაზულობაზე დაყრდნობით, რომელიც გამოიყენებოდა 1954 წლამდე.

38 წლამდე მიღებული იქნა საკავშირო დადგენილება რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის ავტონომიებში მოსახლე ეთნოსთა ენები უნდა გადაყვანილიყო იმ დამწერლობაზე რომელიც გამოიყენებოდა შესაბამისი მოკავშირე ენისათვის. გამონაკლისი მხოლოდ საქართველო იყო. ვინაიდან საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული იყო, ორში სხვა ეთნიკური მოსახლეობა იყო წარმოდგენილი ოსები და აფხაზები. ბუნებრივია რუსულ გრაფიკაზე მათი გადაყვანა ვერ მოხდებოდა ამ დადგენილების მიხედვით ოსურ და აფხაზურ ენებს. ამიტომ თავის და უნებურად მოხდა ისე რომ ბუნებრივად მოკავშირე რესპუბლიკის ენის დამწერლობაზე უნდა გადაეყვანათ ოსური და აფხაზური.

1937 წელს დაიწყო მზადება აფხაზური ანბანის შექმნისათვის და იმავე წლის ოქტომბერში იმართება საგანგებო თათბირი, რომელშიც მონაწილეობენ აფხაზი, ქართველი და რუსი მეცნიერები და განიხილება ერთადერთი საკითხი, ქართული დამწერლობის რომელი ვარიანტი იქნეს გამოყენებული აფხაზური ენისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა რამდენიმე პროექტი. აფხაზური მხრიდან დიმიტრი გულიას წარმოდგენილი ჰქონდა რომდენიმე პროექტი, მუშნი ჰაშბას თავისი პროექტი ჰქონდა. ქართული მხრიდან კი წამოდგენილი იყვნენ აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია და აკადემიკოს აკაკი შანიძე თავიანთი პროექტებით. ყველა მათგანი ეფუძნებოდა ქართული ანბანის მხედრულ გრაფიკას.

1937 წლის 4 დეკემბერს სხდომაზე მირებულ იქნა გადაწყვეტილება რომ პროექტების უმრავლესობაზე უარი ეთქვათ და სამი პროექტიდან შეჯერებულიყო ერთიანი პროექტი. ესენია იყო დიმიტრი გულიას, სიმონ ჯანაშიას და აკაკი შანიძის პროექტები. ახლადშექმნილ ანბანში ქართული 33 ასოა გამოყენებული და დამატებით სპეციფიკური ბგერების გადმოსაცემად კიდევ 6 დამატებითი ნიშანი იქნა შემუშავებული.

  • 1954 წლიდან კვლავ აღსდგა უსლარისეული კირილიზებული დამწერლობა ანუ შეიქმნა თანამედროვე აფხაზური ანბანი რუსულ/კირილურ ასო-ბგერების მოხაზულობაზე დაყრდნობით, მის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აფხაზმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი გულიამ.

ქართული ანბანის შემოღების ეს ფაქტი ხშირად გამხდარა აფხაზთა მიერ ქართველთათვის საყვედურის მიზეზი, კერძოდ ბევრი აფხაზი ამ ისტორიულ ფაქტში გაქართველების მცდელობას ხედავს, თუმცა რამდენად უწყობს მათ ხელს საკუთარი ეროვნული სახის შენაჩუნებაში აფხაზური ენის ბუნებისთვის არანაკლებ უცხო კირილური ანბანის (ე. წ. „გრაჟდანკას“) გამოყენება. არაერთი ენათმეცნიერის მოსაზრებით კირილური ანბანი არათუ ვერ გადმოსცემს აფხაზური ენის ფონეტიკურ შესაძლებლობებს, არამედ არღვევს კიდეც ამ ენის ფონეტიკურ ბუნებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უთუოდ მწვავედ იჩენს თავს. მეცნიერთავე აზრით, აფხაზური ენის ფონეტიკასთან ახლოობის თვალსაზრისით შესაძლოა არც ქართული ასო-ნიშნები (როგორც რუსები უწოდებენ „გრუზინიცა“) იყო იდეალური, მაგრამ იგი მაინც ბევრად უკეთ შეესატყვისებოდა ამ მონათესავე ენის ბუნებას.

ბგერითი შედგენილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური ენა მდიდარია ფონემებით – სიტყვათგანმასხვავებელი და ფორმათგანმასხვავებელი დამოუკიდებელი ბგერებით.
თანამედროვე აფხაზურ ენას მოეპოვება 64 ფონემა. გაცილებით მეტია ფონემათა რაოდენობა დიალექტებში. დღევანდელი სალიტერატურო აფხაზური ენის ფონემათა აღსანიშნავად ამჟამად მოქმედ ანბანში გამოიყენება 23 ასო-ნიშანი. რუსული ანბანის ასევე 8 ასო-ნიშანი გარკვეული ცვლილებებით აღნიშნავს აფხაზური ენის 8 ფონემას, ხოლო 5 ასო-ნიშანი ნასესხებია სხვა ანბანებიდან, ან გამოგონილია. თითო გრაფემით აღინიშნება 49 ფონემა, დანარჩენი ფონემების გადმოსაცემად კი გამოიყენება წყვილ-წყვილი ნიშანი. ფონემათა ბაგისმიერობის აღმნიშვნელია საერთაშორისო ტრანსკრიფციიდან ნასესხებია ə ნიშანი, ხოლო ფონემის სილბოს აღმნიშვნელია რუსული სილბოს ნიშანი ь. რაც შეეხება и და у გრაფემებს, ისინი ხან სრულ და ხმოვნებს აღნიშნავენ, ხან კი ნახევრადხმოვან და .

ხმოვანი ფონემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზურ სალიტერატურო ენას ამჟამად ყველა ის ხუთი ხმოვანი გააჩნია, რაც მოეპოვება ქართულ ენას. ესენია: а, е, и, о, у. გარდა ამისა, აფხაზურ ენას მოეპოვება აგრეთვე ე. წ. ნეიტრალური ხმოვანი ы, რომელიც ჟღერადობით რუსულ „ы“-საგან განსხვავებულია. ხსენებულ ხმოვანთაგან ძირითადი არის а და ы. დანარჩენები კი წარმოადგენენ დიფტონგებს და შედარებით ახალი წარმოშობისაა.

აფხაზური ანბანის ასოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 2 (IPA) 3 (ISO) 4 (უსლარი) 5 (მთ. კომ.) 6 (მარი) 7 ლათ. 8 ქართ. 9 აუდიო
А а a a а а a a  
Б б b b б б b b  
В в v v в в v v  
Г г g g г г g g  
Гь гь g' гj г̆ გჲ  
Гә гә гу гу gu გუ  
Ҕ ҕ ɣ ~ ʁ ğ г̓ ҕ ǧ ƣ  
Ҕь ҕь ɣʲ ~ ʁʲ ğ' г̓j ҕ̆ ǧˌ ƣı ღჲ  
Ҕә ҕә ɣʲʷ ~ ʁʲʷ ğ'ã г̓у ҕу ǧ˚ ƣu ღუ  
Д д d d д д d d  
Дә дә д̓ đ დჿ  
Е е ɛ e е е e e  
Ж ж ʐ ž ж ж ȷ ƶ ჟჾ  
Жь жь ʒ ž' жj ӂ ȷˌ Latin small letter reversed Ghe with long leg.svg  
Жә жә ʒʷ žã ȷ˚ j ჟჿ  
ꚅ̓ ꚅ̆ ȷˌ˚
Џ џ ɖʐ џ Latin small letter script G with ascender.svg ჯჾ  
Џь џь ʤ d̂' џ џ̆ ḏ̣  
Ҽ ҽ ʈʂ č ҽ ϑ̱̣ Latin small letter abkhasian Che.svg ჩჾ  
Ҿ ҿ ʈʂ’ č̦ ꚇ̆ ҽ̆ ṯ̣ Latin small letter abkhasian Che with descender.svg ჭჾ  
З з z z з з z z  
Ӡ ӡ ʣ źã ӡ ď  
ďˌ
Ӡә ӡә ʥʷ źã' ď˚ ძჿ  
И и i:, j, jə i i i i i  
j y
К к k’ k к к k  
Кь кь kʲ’ k' кj к̆ ⱪı კჲ  
Кә кә kʲ’ʷ k'ã ку ку ⱪu კუ  
Қ қ ķ к̓ ӄ q k  
Қь қь kʲʰ ķ' к̓j ӄ̆ ქჲ  
Қә қә kʲʰʷ ķ'ã к̓у ӄу ku ქუ  
Ҟ ҟ q’ q q q  
Ҟь ҟь qʲ’ k̄' qj k̇ˌ ყჲ  
Ҟә ҟә qʲ’ʷ k̄'ã k̇˚ qu ყუ  
Л л l l л л l l  
М м m m м м m m  
Н н n n н н n n  
О о o o о о o o  
Ҩ ҩ ɥ (< ʕʷ) ò ҩ ҩ y  
П п p’ p п п p Latin small letter open P.svg  
Ҧ ҧ п̓ ҧ φ p  
Р р r r р р r r  
С с s s с с s s  
ҫ
Т т t’ t т т t Latin small letter T with descender.svg  
Тә тә tʷ’ ꚍ̆ ꚍ̆ Latin small letter Tp with descender.svg ტჿ  
Ҭ ҭ ţ т̓ ϑ t  
Ҭә ҭә ţã ϑ˚ Latin small letter Tp.svg თჿ  
У у w, wə, u: u у у w u  
Ф ф f f ф ф f f  
Х х x ~ χ h х х x  
Хь хь xʲ ~ χʲ h' хj х̆ q̇ˌ ხჲ  
Хә хә xʲʷ ~ χʲʷ h'ã ху ху q̇˚ xu ხუ  
х̍ q̱̇
х̍у q̱̇˚
Ҳ ҳ ħ h h ħ h  
Ҳә ҳә ħʷ h̦ã ħ˚ ħ ჰჿ  
Ц ц ʦʰ c ц ц ϑ̇ c  
ц̍ ϑ̇ˌ
Цә цә ʨʷʰ ϑ̇˚ Latin small letter reversed Ghe with low left hook.svg ცჿ  
Ҵ ҵ ts’ c̄ã ц̓ ҵ Latin small letter C with descender.svg  
Ҵә ҵә ʨʷ’ ꚏ̆ ꚏ̆ ṫ˚ Latin small letter reversed Ghe with stroke.svg წჿ  
т̨ ṫˌ
Ч ч ʧʰ č ч ч ϑ̣ ɥ  
Ҷ ҷ ʧ’ ч̓ Latin small letter turned H with stroke.svg  
Ш ш ʂ š ш ш ш Latin small letter S with descender.svg შჾ  
Шь шь ʃ š' ш̆ ш̆ щ ſ  
Шә шә ʃʷ šã щ ш˚ Latin small letter reflected F.svg შჿ  
щ̆ ꚗ̆ щ˚
Ы ы ɨ y ѵ ѵ ə ə  

აფხაზური კლავიატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური კლავიატურა[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლ. ავიძბა, ე. კოკოსკერია, „აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები“, თბ., 2014, გვ. 15
  2. Х. С. Бгажба, „Из истории письменности в Абхазии“, Тбилиси, «Мецниереба», 1967
  3. В Абхазии будет опубликован самый ранний известный науке словарь абхазского языка 1827 года, обнаруженный в Санкт-Петербурге.
  4. „აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი“
  5. оуа. Аҧсуа анбан. Aqya, 1925
  6. СМОМПК, вып. 6. Тифлисъ, 1888
  7. აფხაზური კლავიატურა