Џ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აუდიო «Џ»

Џ, џკირილური დამწერლობის ასო. ის თანხმოვანია. გამოიყენება სერბულ, მაკედონურ და აფხაზურ ენებში. წარმოითქმება, როგორც ქართული „ჯ“.

როგორც ცნობილია, სერბია მოიხმარს ორ, კირილურსა (ე. წ. ჩირილიცას) და ლათინურ (ე. წ. ლატინიცას) ანბანს, ანუ ჟურნალ-გაზეთები სერბიაში ორ ანბანზე იბეჭდება. ხორვატულში, ლატინიცაზე მას შეესაბამება დიგრაფი Dž, dž. მაგ.; (კირილ.) Џорџиjа = (ლათ.) Džordžija [ჯორჯია], ან (კირილ.) џез = (ლათ.) džez [ჯეზ]

რაც შეეხება აფხაზურს, ამ ენას გააჩნია ორნაირი, ე. წ. მაგარი და რბილი . მაგარ -ს გამოსახავენ ასე — Џ, џ, ხოლო რბილი გამოისახება შემდეგ ასოთა კომბინირებით — Џь, џь. მაგ.; аџыр [აჯირ] — ფოლადი. аџыш [აჯიშ] ნიორი, მაგრამ абџьар [აბჯ’არ] — იარაღი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Jahić, Dževad; Halilović, Senahid; Palić, Ismail; Gramatika Bosanskoga Jezika. Urednik izdanija prof. Redžo Čaušević. Glavni i odgovorni urednik: dr. Hasnija Muratagić. Zenica: Dom Štampe, 2000.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Џ&oldid=3136497“-დან