დიმიტრი უსტინოვი
| დიმიტრი უსტინოვი | |
|---|---|
| რუს. Дмитрий Устинов | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 17 (30) ოქტომბერი, 1908[1] |
| დაბადების ადგილი | სამარა[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 20 დეკემბერი, 1984[2] [3] [4] [1] (76 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[1] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Baltic State Technical University და Ivanovo-Voznesensky Polytechnic Institute |
| შვილ(ებ)ი | Nikolay Ustinov |
| ჯილდოები | იხ. ქვემოთ |
|
| |
დიმიტრი თევდრეს ძე უსტინოვი (დ. 17 (30) ოქტომბერი, 1908, სამარა, რუსეთის იმპერია — გ. 20 დეკემბერი, 1984, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა პარტიული, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის გმირი (1978), ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1942, 1961), საბჭოთა კავშირის მარშალი (1976), სკკპ წევრი (1927), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიმიტრი უსტინოვი დაიბადა 1908 წლის ქალაქ სამარაში მუშის ოჯახში. 1922 წელს მოხალისედ შევიდა წითელ არმიაში. ჯარში სამსახურის შემდეგ დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სკოლა, მუშაობდა ზეინკლად, მედიზელე მემანქანედ ქალაქებში ბალახნასა და ივანოვოში. 1927 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი.
1934 წელს ლენინგრადის სამხედრო-მექანიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დ. უსტინოვი მუშაობდა ინჟინრად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1937 წლიდან ლენინგრადის ქარხანა „ბოლშევიკის“ ინჟინერ-კონსტრუქტორად, მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ, ხოლო შემდეგ — დირექტორად.
1941 წლის ივნისში დაინიშნა სსრ კავშირის შეიარაღების სახალხო კომისრად. იგი სათავეში ჩაუდგა იარაღის ათვისებასა და მასობრივ წარმოებას დიდი სამამულო ომის წლებში.
1946-1957 წლებში დაინიშნა სსრ კავშრის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრად, შემდეგ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1963 წლის მარტში — სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ და სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1965 წელს აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად.
პარტიის XIX, XX, XXII-XXVI ყრილობებზე არჩეული იყო სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. 1965-1966 წლებში იგი სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატია, 1966-1976 წლებში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, 1976 წლიდან სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრია. დ. უსტინოვი იყო სსრ კავშირის II, IV-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რსფსრ-ის VII-X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1976 წლის აპრილში დაინიშნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრად.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სსრ კავშირის ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (03.06.1942, 17.06.1961)
- ლენინის ორდენის 11-გზის კავალერი[5]
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
- საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოცი წელი“
- საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოცდაათი წელი“
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის“
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 50 წელი“
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 60 წელი“
- ლენინური პრემიის ლაურეატი (1982 წლის 20 აპრილი)
- პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1953 წლის 16 დეკემბერი)
- სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983 წლის 5 თებერვალი)
უცხოური ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „გეორგი დიმიტროვის“ ორი ორდენი ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა, 1976, 1983)
- სუხე-ბატორის სამი ორდენი (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა, 1975, 1978, 1981)
- წითელი დროშის ორდენი (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა, 1983)
- ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის გმირი (1982 წლის 30 სექტემბერი)
- კლემენტ გოტვალდის ორი ორდენი (1978, 1982)
- თეთრი ლომის პირველი ხარისხის ორდენი (1977, ჩეხოსლოვაკია)
- ხო ში მინის ორდენი (1983)
- კარლ მარქსის ორი ორდენი (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 1978, 1983)
- თავისუფლების მზის ორდენი (ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა)
- თეთრი ვარდის პირველი ხარისხის ორდენი (1978, ფინეთი)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 186.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ (08.02.1939, 03.06.1942, 05.08.1944, 08.12.1951, 20.04.1956, 21.12.1957, 29.10.1958, 29.10.1968, 02.12.1971, 27.10.1978, 28.10.1983)
- დაბადებული 30 ოქტომბერი
- დაბადებული 1908
- გარდაცვლილი 20 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1984
- მოსკოვში გარდაცვლილები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- იაპონიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სოციალისტური შრომის გმირები
- საბჭოთა კავშირის გმირები
- კლემენტ გოტვალდის ორდენის კავალრები
- სუვოროვის I ხარისხის ორდენის კავალრები
- კუტუზოვის I ხარისხის ორდენის კავალრები
- სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში წარჩინებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- მოსკოვის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ყამირი მიწების ათვისებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- დაკრძალულები ნეკროპოლში კრემლის კედელთან