არშუშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არშუშა II)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არშუშა (მრავალმნიშვნელოვანი).
არშუშა II
გუგარქის პიტიახში
მმართ. დასაწყისი: 455
მმართ. დასასრული: დაახლ. 457-დან 470-მდე[1]
467[2]
470[3]
წინამორბედი: ბაკურ II
მემკვიდრე: ვარსქენი
მეუღლე: ანუშვრამ არწრუნი
შვილები: ვარსქენი, ჯოჯიკი
დინასტია: ფეროზიანები

არშუშა, არშუშა II[4]ქვემო ქართლის ანუ გუგარქის პიტიახში V საუკუნის შუა წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 450 წელს, ამიერკავკასიაში მაზდეანობა რომ გაევრცელებინათ, არშუშა ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის დიდებულებთან ერთად ირანში შაჰ იეზდიგერდ II-ის კარზე გაიწვიეს. აქ მისი რჩევით ამ სამი ქვეყნის თავკაცებმა ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და აღიარეს მაზდეანობა, რათა თავიანთი ქვეყნები აოხრებისაგან ეხსნათ. შაჰმა ქართლის პიტიახში თავისთან დაიტოვა, სომეხთა მხედართმთავარი ვარდან მამიკონიანი (შუშანიკის მამა) კი გამოუშვა. 450-451 წლებში ირანის წინააღმდეგ მოეწყო დიდი აჯანყება, რომელსაც სახალხო ხასიათი ჰქონდა. მას ხელმძრღვანელობდა ვარდან მამიკონიანი. დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება იბერიასა და ალბანეთთან. 451 წლის 26 მაისს ავარაირის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რა დროსაც დაიღუპა ვარდან მამიკონიანი, ხოლო მისი ოჯახი დაატყვევეს. არშუშას დიდი ძალისხმევა დასჭირდა მათ გამოსახსნელად და თავის საპიტიახშოში გამოსამგზავრებლად. აი, ამ ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეთს და იზრდებოდნენ ერთად არშუშასა და ვარდანის შვილები.

მოგვიანებით არშუშა ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების აშენება დაიწყო, მათ შორის აღსანიშნავია ბოლნისის სიონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Settipani 2006, p. 439.
  2. Dédéyan 2007, p. 191.
  3. Toumanoff 1990, p. 385.
  4. კირილ თუმანოვი (1963). Studies in Christian Caucasian History ("კვლევები ქრისტიანული კავკასიის ისტორიაში").. Georgetown University Press, გვ. 262. OCLC 716309476.